6 რჩევა ვაჟის მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

6 რჩევა ვაჟის მშობლებს

2. დედის სიყვარული უპირობოა

დედის სიყვარული ფასდაუდებელია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ დედის სიყვარულისა და ალერსის უკმარისობა მამაკაცისთვის ქალებთან ურთიერთობაში და, საზოგადოდ, ოჯახურ ცხოვრებაში თავჩენილი პრობლემების მთავარი მიზეზია. მაგრამ სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. დედა ზოგჯერ ქალურად სუსტიც უნდა გამოჩნდეს, რათა ვაჟს მიეცეს მისდამი მზრუნველობის გამოხატვის საშუალება. ასეთ სიტუაციებში დიდ როლს ასრულებს მამაც ცოლისადმი მზრუნველი დამოკიდებულებით. ქცევის სწორედ ეს მოდელი პროეცირდება მომავალში შვილის ოჯახში.

3. ფიზიკური განვითარება და დისციპლინა

ვაჟები იმთავითვე მოძრავები, აქტიურები არიან, უშუალო კონტაქტით ცდილობენ სამყაროს შეცნობას. უმჯობესია თქვენმა ვაჟმა ენერგია დახარჯოს არა ეზოში უსაქმოდ დგომაში, არამედ სპორტულ დარბაზში, სადაც დისციპლინაც გამოუმუშავდება და ფიზიკურადაც განვითარდება.

4. ასწავლეთ შვილს სირთულეების გადალახვა და დამარცხებისადმი მართებული დამოკიდებულება

ეს უფროსებსაც კი უჭირთ, თუმცა სწორედ წინააღმდეგობათა გადალახვისას იბრძმედება ბავშვის ხასიათი. მშობლების მხარდაჭერა, საკუთარი ძალების რწმენა ბიჭუნას ბევრ რამეს მისცემს. გაუღვივეთ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობიანი ადამიანი ყოველთვის საიმედოა და პატივისცემას იმსახურებს. შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელიც თავად უნდა იყოს. გამოუმუშავეთ თანაგრძნობა სუსტების მიმართ. დაე იცოდეს, რა არის ტკივილი და ტანჯვა. თუმცა მხოლოდ მორალის კითხვით და ჭკუის სწავლებით საქმეს არ ეშველება. საჭიროა უფროსების და, უპირველესად, მშობლების პირადი მაგალითი.

5. წაახალისეთ დამოუკიდებლობის, ინიციატივისა და ღირსების გრძნობის ყოველგვარი გამოხატულება

ეს მამაკაცს სჭირდება, რათა მომავალში სრულად შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. თუ ვაჟი დარწმუნებულია, რომ მას აქვს არჩევანი და უბრალოდ მშობლების განკარგულებათა შესრულება არ ევალება, მას განუმტკიცდება ღირსების გრძნობა და საკუთარი თავის რწმენა. ამასთან, ბავშვმა თავისი არჩევანი ქმედებით უნდა გაამყაროს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

6. წაახალისეთ შემეცნების, ინტელექტულაური განვითარების, შემოქმედების სურვილი

ბიჭებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია შემეცნებისადმი სწრაფვა. მათ ყველაფერი აინტერესებთ: როგორ არის მოწყობილი სათამაშო, რატომ მოდის წვიმა, სად ცხოვრობენ სპილოები, რაგორ მიდის მანქანა. მოამარაგეთ წიგნებით, ეცადეთ, საინტერესო ადამიანებთან ჰქონდეს ურთიერთობა. იმისთვის, რომ აღვზარდოთ ნამდვილი მამაკაცი, ზრუნვა დაბადებიდანვე უნდა დავიწყოთ.