პატარა მყვინთავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა მყვინთავი

- ცურვის სწავლება მაშინვე შეიძლება დავიწყოთ, როგორც კი ბავშვს ჭიპლარის ტაკვი შეუხორცდება. ცურვის გაკვეთილები ჩვილსაც და მის მშობლებსაც სიამოვნებას უნდა ჰგვრიდეს. ჩვენ არ ვზრდით ოლიმპიურ ჩემპიონებს - ცურვის მიზანი განვითარება და გაკაჟებაა. ცურვის ნაადრევი დაწყების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ გაკვეთილების ჩატარება შინიდან გაუსვლელად, საკუთარ აბაზანაშიც შესაძლებელია.

- რა პლუსები აქვს ცურვის ნაადრევ დაწყებას?

- ბავშვი დედის მუცლიდანვე მიჩვეულია წყლის გარემოს - ის ხომ მთელ 9 თვეს ატარებს სანაყოფე წყალში. თუ ახალშობილს აბაზანაში ჩავაყვინთვინებთ, ის ინსტინქტურად შეიკავებს სუნთქვას. ეს ინსტინქტი, თუ არ განვამტკიცეთ, 2-3 თვისთვის ქრება. ამიტომაც შიშობენ ცურვის ნაადრევი დაწყების მომხრეები, არ დააგვიანდეთ. ამასთან, წყალში ბავშვს ყოველგვარი მოძრაობა გაცილებით იოლად გამოსდის. ცურვა ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის და, ამდენად, ჩვილის ფსიქომოტორულ განვითარებას.

- ყველა ბავშვისთვის შეიძლება ცურვის ნაადრევად დაწყება? უკუჩვენება არ არსებობს?

- სანამ ჩვილს ცურვას დააწყებინებთ, კონსულტაცია უნდა გაიაროთ პედიატრთან, ნევროლოგსა და ორთოპედთან, შეუმოწმოთ ყურები. მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია ცურვის უკუჩვენებად არ მიიჩნევა, თუმცა გასათვალისწინებელია. საჭიროა ვარჯიშების სპეციალური კომპლექსი, რომელსაც ბავშვს გამოცდილი ინსტრუქტორი შეურჩევს. ნებისმიერი მწვავედ მიმდინარე დაავადებისა თუ კანის გაღიზიანების შემთხვევაში ცურვის შესწავლა უნდა გადადოთ. თუ აპირებთ, ბავშვს ოჯახის საერთო დიდ აბაზანაში ასწავლოთ ცურვა, წინასწარ სოდით უნდა გახეხოთ და მდუღარე წყალი მოავლოთ. აუზზე მიყვანას ნუ იჩქარებთ - იქ წყალს ქლორს ამატებენ, მან კი შესაძლოა ჩვილს ნაზი კანი გაუღიზიანოს. სახლის აბაზანაში ცურვის შესწავლა წარმოუდგენელია - ის საამისოდ მეტისმეტად პატარაა. აბაზანაში შეიძლება მხოლოდ ცურვის ილეთები ვასწავლოთ და ცურვის ინსტინქტი განვუმტკიცოთ, მერე კი, როცა წამოიზრდება, აუზში გადავიყვანოთ. ცურვის გაკვეთილები უნდა დავიწყოთ 34-გრადუსიან წყალში. ერთი თვის შემდეგ ტემპერატურას 30-32 გრადუსამდე ვამცირებთ, კიდევ ერთი თვის შემდეგ - 28-30 გრადუსამდე.

- როდის შევწყვიტოთ ცურვის გაკვეთილები?

- თუ პატარა შეშინდა და ნერვიულად ატირდა, წყლის პროცედურებს ნუღარ გააგრძელებთ. თუ პატარას შეამცივნა და აკანკალებს, დაუყოვნებლივ ამოიყვანეთ, გაამშრალეთ და თბილად ჩააწვინეთ ლოგინში. თუ ავადმყოფობის გამო გაკვეთილების შეწყვეტა მოგიხდათ, განახლების შემდეგ ისევ თანდათან შეაგუეთ ბავშვი წყლის ტემპერატურას.

- როგორ დავიწყოთ?

- ბავშვი ვერტიკალურად დაიჭირეთ, აბაზანაში ფეხები ჩააყოფინეთ, მერე ნელ-ნელა გადაიწვინეთ ხელზე, თავი ხელით დაუჭირეთ და მთელი სხეულით ჩააწვინეთ წყალში. თუ ყურებში წყალი ჩაუვიდა, ნუ შეგეშინდებათ, წყლიდან ამოყვანის შემდეგ ფაქიზად გამოუმშრალეთ ბამბის ჩხირებით. გაკვეთილების ხანგრძლივობა თავდაპირველად არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს. მერე და მერე ყოველდღე 30 წამით გაუხანგრძლივეთ. 8-10-ჯერ გააცურეთ და გამოაცურეთ ჯერ სწორ ხაზზე აბაზანის გასწვრივ, მერე - რვიანისებურად. ზურგზე ცურვას რომ შეეჩვევა, მუცელზე გადაიყვანეთ. აბაზანიდან ამოყვანის შემდეგ ტოლჩით გადაავლეთ გრილი წყალი, გაამშრალეთ და საწოლში ჩააწვინეთ. პროცედურები ჩაუტარეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, კვებიდან 1 საათის შემდეგ. პროცედურა უფრო საინტერესო რომ გახდეს, აბაზანაში ჩაუყარეთ რეზინის ფერადი სათამაშოები. 4-5 დღეში ერთხელ წყლის ტემპერატურა 0,5 გრადუსით შეამცირეთ. ასე დაიყვანთ აბაზანის წყლის ტემპერატურას აუზის წყლის ტემპერატურამდე - როცა ბავშვს აუზში გადაიყვანთ, ის უკვე შეჩვეული იქნება გრილ წყალს.

- როდის გადავიყვანოთ ბავშვი საცურაო აუზში?

- 6 თვიდან უკვე შეიძლება ბავშვის აუზში გადაყვანა. კარგი იქნება, დედაც ჩავიდეს წყალში და შვილთან ერთად იცუროს - პატარას ასე უფრო გაუადვილდება ახალ გარემოსთან შეჩვევა. თუ შეშინდა, შესაძლოა წყლისა და ცურვის მიმართ უარყოფითი ასოციაციები გაუჩნდეს.

- რატომ ეშინიათ წყლის?

- წყლის შიში ადამიანს შესაძლოა დასჩემდეს, თუ:

  • პატარაობისას ცურვის სასწავლებლად ჩააგდეს წყალში - ამ მეთოდს ძველად იყენებდნენ, რომ ბავშვს ინსტინქტურად ნაპირისკენ გამოეცურა;
  • აბაზანაში ფეხი აუცურდა, დაეცა და დაშავდა;
  • წყალში რაღაცამ შეაშინა. მაგალითად, ფეხზე მოედო წყალმცენარე, მედუზა ან სულაც მეგობარმა შესაშინებლად ფეხზე წაავლო ხელი.

- როგორ დავძლიოთ წყლის შიში?

- არ დააძალოთ ბავშვს ცურვა. თუ სააბაზანოში შესვლისას ტირილს იწყებს, აბაზანა გამოიტანეთ და სხვა ოთახში დადგით. ჩაუყარეთ შიგ ფერადი სათამაშოები. თუ კვლავ წინააღმდეგობას გაგიწევთ, არ დააძალოთ. უწინარესად, თავად დამშვიდდით, ბავშვმა მღელვარება არ უნდა შეგამჩნიოთ. თუ დედას ეშინია, ბავშვსაც იგივე მოსდის. ახალშობილის დაბანაში დაიხმარეთ გამოცდილი ადამიანი, რომელიც გასწავლით პროცედურის სწრაფად ჩატარებას. ამ შემთხვევაში პატარა ცურვით სიამოვნებას მიიღებს და კიდევ გაუჩნდება წყალში ჩასვლის სურვილი. შიშის დაძლევის საუკეთესო გზაა დედა-შვილის ერთად ცურვა. დედის გვერდით პატარა უფრო მშვიდად გრძნობს თავს, უფრო მეტ სიამოვნებას იღებს და სურვილი უჩნდება, ის ხელახლა განიცადოს. წყალი სიცოცხლეა, ჯანმრთელობაა, სისუფთავეა, სილაღეა, სილამაზეა... რაც შეიძლება ადრე აზიარეთ შვილები ამ სტიქიას.