როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი უწმაწურ სიტყვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი უწმაწურ სიტყვებს

1 ალბათ ყველანაირად ეცდებით, ბავშვმა ყური არ მოჰკრას უხამს სიტყვებს, მაგრამ ეს შეუძლებელია – ბავშვი ასეთ სიტყვებს მაინც გაიგონებს და აუცილებლად გაიმეორებს. ეს ბუნებრივია - ნებისმიერი ახალი სიტყვა ბავშვის ინტერესს იწვევს, ის ცდილობს, გაიმდიდროს ლექსიკონი და ხშირად ვერც კი ხვდება სიტყვების მნიშვნელობას, ისინი მისთვის მხოლოდ განსაზღვრულ ბგერათა უცხო თანწყობაა. ამიტომ არ შეიძლება ბავშვს ვუსაყვედუროთ უწმაწური სიტყვების გამო. თუ რეაქცია არ გექნებათ, პატარამ შესაძლოა აღარც კი გაიმეოროს ისინი და სულ მალე დაივიწყოს.

2 ზოგჯერ უფროსებს ართობთ ბავშვის ბაგეთაგან გაგონილი უხამსი სიტყვები, სთხოვენ პატარას მათ გამეორებას... ასეთი რეაქცია არასასურველია, რადგან ბავშვი ამას თავისი საქციელის წახალისებად აღიქვამს და თუ მართლაც დაიწყო უწმაწური სიტყვების გამეორება, მისი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების ცენტრში ყოფნა და უფროსების გართობა იქნება, ამისთვის კი ნამდვილად არ იმსახურებს საყვედურს.

3 თუ ბავშვი უხამსი სიტყვების წარმოთქმას მიეჩვია, უნდა ავუხსნათ, რომ ზრდილობიანი პატარები ასე არ იქცევიან. საკითხს შემოქმედებითად მიუდექით, მოიგონეთ ზღაპარი კარგ და ცუდ სიტყვებზე. მაგალითად, მოუყევით ბავშვს, რომ არსებობენ ჯადოსნური და დამხმარე სიტყვები, მათ გვერდით კი - სიტყვა-ყაჩაღები, რომლებსაც შეუძლიათ გაწყენინონ, გული გატკინონ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას მაშინაც კი, როცა ბავშვი სხვა ოთახშია და გგონიათ, რომ არ გისმენთ. იგივე ეხება ფილმებს, რომლებსაც უყურებთ.

4 თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი შვილი რამდენიმე წლით უფროსმა მეზობელმა “გაანათლა”, ნუ ჩაერევით მათ მეგობრობაში და ნუ იტყვით, რომ ის “ცუდი ბიჭია”. მოგეხსენებათ, ცხოვრება ისეთი არ არის, რომ თქვენს შვილს სულ “დადებითი გმირები” შეხვდნენ. უბრალოდ აღნიშნეთ, რომ უწმაწური სიტყვები ზრდილობიან ადამიანს არ შეეფერება. ბავშვი თავად გამოიტანს დასკვნას.

5 ისეც ხდება, რომ პატარა ბავშვი დედას ან მამას სთხოვს რაიმე უცენზურო სიტყვის ან ფრაზის მნიშვნელობის განმარტებას. ნუ დაიწყებთ გარკვევას, სად გაიგონა პატარამ ეს ფრაზა თუ სიტყვა, უბრალოდ აღნიშნეთ, რომ არ გინდათ, მან ეს კიდევ ერთხელ გაიმეოროს.

6 თუ, შინიდან გასული, უეცრად ბავშვთან ერთად ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, სადაც უხამს გამოთქმებს არ ერიდებიან, შეეცადეთ, პატარას ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. მაგალითად, შეხედოთ ცას, ხეს, რეკლამას. ძალიან რთულია გარდატეხის ასაკი. ამ პერიოდში უცენზურო სიტყვებით გამოხატული აგრესიის მიღმა შესაძლოა ძლიერი შინაგანი განცდები იმალებოდეს. ეცადეთ, მშვიდად ესაუბროთ შვილს, გაარკვიოთ მისი პროტესტის რეალური მიზეზი. შესაძლოა, მოზარდს თქვენი დახმარება და მფარველობა სჭირდებოდეს. ოჯახში, სადაც ბავშვები იზრდებიან, მეგობრული და ჰარმონიული ატმოსფერო უნდა იყოს. როცა ბავშვი უყვართ და აფასებენ, უფროსები კი ერთმანეთთან ურთიერთობისას უცენზურო სიტყვებს არ იყენებენ, პრობლემა ადვილად გვარდება.