საზაფხულო ტრადიციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო ტრადიციები

1. ფოტოტრადიცია. სადაც უნდა წახვიდეთ, თან იქონიეთ ფოტოაპარატი. სასიამოვნოა პოზირება არქიტექტურული ძეგლებისა თუ მომხიბლავი პეიზაჟების ფონზე. შინ დაბრუნების შემდეგ აკინძეთ ალბომი, რომელშიც სამახსოვრო ფოტოებთან ერთად მოათავსებთ მუზეუმებში, თეატრებში, გამოფენებზე შესასვლელ ბილეთებს, აგრეთვე რუკებს იმ ადგილების გასახსენებლად, სადაც იმოგზაურეთ. ყველაფერი ეს სასიამოვნო მოგონებებს აღგიძრავთ.

2. კოლექციების ტრადიცია. ყოველი მოგზაურობისას შეიძინეთ სუვენირები: ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი თოჯინები, ცხოველთა ფიგურები, არქიტექტურული ძეგლების მინიატურული მოდელები. ასეთი ნივთების ძებნა უცხო ქვეყანაში შეიძლება ნამდვილ თავგადასავლად იქცეს, რადგან კოლექციის გამდიდრება ნებისმიერი ნივთით არ შეიძლება - ის განსაკუთრებული უნდა იყოს, რომ მთელ ოჯახს მოეწონოს.

3. მუსიკალური ტრადიცია. წამოიყოლეთ სიმღერები, რომელთა ფონზეც თქვენს პატარასთან ერთად ღია ცის ქვეშ მოწყობილ ბარში ან ქალაქის მოედანზე იცეკვეთ. იქნებ იმ მუსიკამ მოგხიბლათ, რომლის ფონზეც ყოველდღე საუზმობდით ან ვარჯიშობდით? დაადეთ ეს მუსიკა მოგზაურობიდან ჩამოტანილი ფოტოების სლაიდშოუს.

4. ღია ბარათების ტრადიცია. ქალაქში, სადაც ოჯახითურთ ისვენებდით, აუცილებლად იქნება მაღაზია, სადაც შეიძენთ ღია ბარათებს, რომლებზეც თქვენ მიერ ნანახი ღირსშესანიშნავი ადგილებია აღბეჭდილი. ისინი შეიძლება გაუგზავნოთ მეგობრებს ან ნათესავებს. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებთ მათ ინგლისიდან ან იტალიიდან მიღებული ღია ბარათი! შეგიძლიათ, ღია ბარათები თქვენსავე მისამართზე გაგზავნოთ. წარმოიდგინეთ: უკვე შინ ხართ, რუჯი თანდათან ქრება, ჩამოტანილი ტკბილეულიც დიდი ხანია მიირთვით, სუვენირებიც დაარიგეთ და უეცრად საფოსტო ყუთში პოულობთ ბარათს, რომელიც მოგზაურობისას გატარებულ ბედნიერ წუთებს გახსენებთ.

5. საზღვაო ტრადიცია. ჩამოიტანეთ დასასვენებელი ადგილებიდან ზღვის “ნაწილი” - ნიჟარები, სხვადასხვა ფორმისა და ფერის კენჭები, მოათავსეთ ზარდახშაში და გაუკეთეთ წარწერა: “ხმელთაშუა ზღვის ნიჟარები”, “შავი ზღვის ნიჟარები”... შეგიძლიათ, ნიჟარებისა და კენჭებისგან შესანიშნავი ვიტრაჟიც გააკეთოთ.

6. ემოციური ტრადიცია. თუ უცხო ქალაქში ეწვიეთ ცირკს, თოჯინების თეატრს ან დელფინარიუმს, ეს ემოციური ტრადიცია იქნება. მასვე შეიძლება მივაკუთვნოთ ისტორიული ადგილების მონახულება, ზღვაზე კატარღით გასეირნება, ატრაქციონებზე გართობა და სხვა.

7. შემოქმედებითი ტრადიცია. მრავალი მოგზაური ყოველი მოგზაურობისას რამეს წერს: ლექსს, მოთხრობას, ზღაპარს... შეეცადეთ, ზედმიწევნით აღწეროთ ბუნება, ქალაქები, მათი ხმები და სურნელი. როცა ამ თხზულებებს გადაიკითხავთ, შთაბეჭდილებებიც გაცოცხლდება. შეიძლება, ისინი წიგნადაც აკინძოთ. როცა ბავშვები გაიზრდებიან, ეს წიგნი მათთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება, რომელიც მათ ბედნიერ ბავშვობას მოაგონებს.