ტელევიზორთან და კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა ბავშვებში ჰიპერტონიის აღმოცენების რისკს ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტელევიზორთან და კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომა ბავშვებში ჰიპერტონიის აღმოცენების რისკს ზრდის

ჰიპერტონიის განვითარების რისკი ასეთ ბავშვებში 30 %-ს აღწევს. ექიმები განმარტავენ, რომ ევროპელ ბავშვთა შორის ჰიპერტონიიით დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ამის მიზეზი ფიზიკური აქტივობის შემცირება და ეკრანთან ხანგრძლივად ჯდომის მავნე ჩვევაა. მეცნიერებმა 5221 ბავშვის (გერმანიიდან, ესპანეთიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, ესტონეთიდან, ბელგიიდან და შვედეთიდან) მონაცემები შეისწავლეს. ბავშვთა ასაკი კვლევის დაწყებისთვის 2-დან 10 წელს შეადგენდა.

დაკვირვება-შესაწვლა 2 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამ პერიოდში გამოვლინდა ჰიპერტონიის მნიშვნელოვანი გავრცელება - ათასიდან 110 ბავშვს არტერიული წნევის მეტად მაღალი მაჩვენებლები აღმოაჩნდა.

სპეციალისტები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მშობლებს - ბავშვები აუცილებლად უნდა იყვნენ დაკავებულნი ფიზიკური აქტივობით, თანაც დღეში ერთ საათზე მეტხანს. ხოლო ტელევიზორის ეკრანთან ან კომპიუტერის მონიტორთან ორ საათზე მეტს არ უნდა იმყოფებოდნენ.

დროულად მიაქციეთ ყურადღება ბავშვების დღის რეჟიმს და იზრუნეთ მათ ჯანმრთელობაზე.

თინათინ გოცაძე