როგორ მოვუაროთ ბავშვის ფრჩხილებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ბავშვის ფრჩხილებს

- ბავშვებს ფრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ. თუ დროულად არ დავაჭერით, მათ ქვეშ დაგროვილი ჭუჭყი ინფექციისა და ჭიებით ინვაზიის წყაროდ იქცევა - პატარებს ხომ ძალიან უყვართ თითების პირში ჩადება და ზოგჯერ ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევაც აქვთ. 2-3 წლიდან, როცა ბავშვი ქვიშაში თამაშს იწყებს, ჭუჭყი მოჭრილი ფრჩხილების ქვეშაც გროვდება, ამიტომ ხელების საპნით დაბანის შემდეგ საჭიროა ფრჩხილების გასუფთავება ჩხირზე წამოცმული ბამბით ან ქლიბის წვერით, ან სულაც რბილი ჯაგრისით ხელების ბანის დროს. ბავშვი თანდათან მიეჩვევა ჰიგიენას და თვითონვე ჩაიტარებს ამ პროცედურებს.

- როგორ და რამდენად ხშირად უნდა დავაჭრათ ბავშვს ფრჩხილები?

- ჩვილს ხელის თითებზე ფრჩხილები კვირაში 1-2-ჯერ უნდა დავაჭრათ, ხოლო ფეხებზე - კვირაში ერთხელ, რადგან ფეხის ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ხელისა. ზოგი ახალშობილი ძალიან გრძელი ფრჩხილებით იბადება. ისინი მაშინვე უნდა დავაჭრათ, რომ პატარამ სახე და სხეული არ დაიკაწროს. ფრჩხილების მოჭრისას განსაზღვრული წესები უნდა დავიცვათ:

  • ჩვილს ფრჩხილები უნდა დავაჭრათ ღრმა ძილის დროს, როცა ხელები მოდუნებული აქვს, თითები - გაშლილი.
  • ფრჩხილების დაჭრა ადვილია ბანაობის შემდეგ - ცხელი წყალი მათ არბილებს.
  • პროცედურისთვის უნდა გამოვიყენოთ მომრგვალებული, გლუვპირიანი პატარა მაკრატელი, რომელიც მხოლოდ ბავშვისთვის იქნება განკუთვნილი და სხვა არავინ გამოიყენებს.
  • კანი რომ არ დაზიანდეს, პატარას თითის ბალიშებს ქვემოდან თითი მივაჭიროთ - ასე ფრჩხილი უკეთ გამოჩნდება.

თუ ამ პროცედურის დამოუკიდებლად ჩატარება გიჭირთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები - სთხოვეთ, ბავშვის ხელი დაგიჭირონ. თუ გეშინიათ ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ აჭრით ჩვილს ფრჩხილებს, ჩააცვით ზედატანი ბოლოებამოკერილი სახელოებით, რომ უნებლიეთ არაფერი დაიზიანოს. ფეხის ფრჩხილების მოვლა უფრო ძნელია, მაგრამ ნუ აღელდებით - ჩვილებს ფრჩხილები კანში არ ჩაეზრდებათ. თუ ფრჩხილების დაჭრის დროს ბავშვს სისხლი წამოუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცედურა არასწორად ჩაატარეთ. არ დაიბნეთ, აიღეთ სუფთა სტერილური ბამბა და მაგრად მიაჭირეთ სისხლიან ადგილზე, მერე კი იოდი დააწვეთეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში დააკვირდით, რომ ანთება არ განვითარდეს.

- როგორ ამოვიცნოთ ანთება?

- ანთების ადგილას კანი თავდაპირველად შეშუპებული, გაწითლებული და მტკივნეულია. მერე იწყება ამ ადგილის დაჩირქება - პანარიციუმი. თუ მას არ ვუმკურნალეთ, შეშუპება და სიწითლე თითის ფალანგზე მთელი ფრჩხილის გასწვრივ გავრცელდება. ასეთ დროს თითი შესივებულია, გახურებული, მუქი წითელი, ჩვილი წუხს, ჭირვეულობს. ასე რომ, უმჯობესია, საქმე აქამდე არ მივიყვანოთ.

- როგორ მოვიქცეთ, თუ მიკროტრავმის ადგილას სიწითლე და შეშუპება შევამჩნიეთ?

- ასეთ დროს ბავშვს უნდა გავუკეთოთ ცხელი მარილიანი აბაზანა: 1 ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 5-7 სადილის კოვზი ზღვის ან მსხვილად დაფქული სუფრის მარილი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გავაგრილოთ, რომ თითი არ დაწვას; ჯერ თავად შევამოწმოთ წყლის ტემპერატურა და მერეღა ჩავაყოფინოთ პატარას თითი. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა წყალი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, პროცედურა შეგვიძლია გავიმეოროთ. მარილის აბაზანის შემდეგ ბავშვს თითი გაუმშრალეთ და დაადეთ ნახვევი დიმექსიდის 10%-იანი ხსნარით: 1 ჩაის კოვზ დიმექსიდის ხსნარს დაასხით 2-4 ჩაის კოვზი თბილი ანადუღარი წყალი და ბავშვს თითი ამ ხსნარში დასველებული საფენით გადაუხვიეთ. 3-4 საათის შემდეგ სახვევი გამოუცვალეთ. მარილიანი აბაზანებისა და ნახვევების მონაცვლეობით 5-7 დღეში ანთებითი პროცესი ჩაქრება და შეშუპებაც ჩაცხრება.