რატომ არ უნდა გაზარდოთ ბავშვი სტერილურად - ორი უკიდურესობა, რომელიც დედებს სჩვევიათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ უნდა გაზარდოთ ბავშვი სტერილურად - ორი უკიდურესობა, რომელიც დედებს სჩვევიათ

ამ დროს ბავშვის მოვლის შესახებ ყველა თავის ხედვას გვთავაზობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვის ჯანმრთელობა ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ადამიანიების გარემოცვაში იზრდება ის. მაგალითად, ამ ვიდეოში ორი კატეგორიის დედა არის ნაჩვენები, ორივე უკიდურესობაა. ერთი - თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ზრდის პატარას, მეორე კი ანტისეპტიკური ხელსახოცებით გადააგდილდება და ზეყურადღებას იჩენს ირგვლივ მყოფი ბაქტერიების მიმართ. სტატისტიკურად, დედები ბაქტერიებზე ჰიპერმგრძნობელობას ბავშვის დაბადების პირველ თვეებში გამოხატავენ. შემდეგ კი, როდესაც პატარა იზრდება, დადის, ხოხავს და საერთო სადილებსაც მიირთმევს, დედას არც ნერვები ყოფნის და აღარც ენერგია, ყველაფერი ხარშოს, ასტერილოს და დააუთოვოს.

დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ბავშვის სტერილურად გაზრდა საზიანოა არა მარტო დედების ნერვებისთვის, არამედ იწვევს ბავშვის იმუნიტეტის დაქვეითებას და ხშირ ავადობას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ხელი არ დავბანოთ ან ყველაფრის ჭამის უფლება მივცეთ.

თუმცა არ არის საჭირო სათამაშოების გამოხარშვა და გასტერილება, ყველა ნივთის დამდუღვრა და სტერილიზაცია. ალერგოლოგებიც შეთანხმდნენ იმაზე, რომ ზედმეტი სტერილიზაცია, სველი ხელსახოცების და ანტისეპტიკური საპნების დიდი დოზით გამოყენება ალერგიების განვითარებას უწყობს ხელს და ბაქტერიებთან ბრძოლის უნარს უქვეითებს ბავშვს. თანაც, თავად ეს სველი ხელსახოცებიც ხშირად არის ალერგიული.

თუ ბავშვს პარკში გავასეირნებთ და თამაშის უფლებას არ მივცემთ, ეს იგივეა, რომ წინ ტორტი დავუდოთ და ჭამის ნება არ მივცეთ. ამ ასაკში ბავშვები ნამდვილი გამომძიებლები არიან, მათ ყველაფერი აინტერესებთ და ყველაფრისკენ ილტვიან. ნუ დაუშლით, დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯები. არც ის ვარგა, თქვენ სოციალურ ქსელში ათვალიეროთ პოსტები და ბავშვი ამ დროს 3-მეტრიან სასრიალოზე მარტო აცოცდეს.

საჭიროა დავიცვათ ბალანსი და რჩევები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგვიადვილებს:

  • ბავშვის ოთახში ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 50-70% (შეგიძლიათ შეიძინოთ ჰაერის დამატენიანებელი)
  • ჰაერის ტემპერატურა ბავშვის ოთახში 18-22 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.
  • ოთახი დაალაგეთ სველი წესით (უბრალო წყლით).
  • ოთახის დალაგების დროს ნუ გამოიყენებთ ანტისეპტიკურ საშუალებებს.
სხვა რჩევების წასაკითხად გადადით ლინკზე