რა უნდა იცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე და რით ვუშველოთ პატარას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე და რით ვუშველოთ პატარას?

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი მიზეზი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციის დარღვევა, მოუმწიფებელი ნერვული სისტემა, სტრესი, ნევროზი და ფსიქიკის სხვა დარღვევები, გენეტიკური ფაქტორი; გამოღვიძების პროცესის დარღვევა; შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა; ენდოკრინული ფაქტორი (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას); ხერხემლის სვეტის დაზიანება ან უბრალოდ ბავშვის სიზარმაცე და მშობლის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს.

ბავშვთა ასაკში ეს პრობლემა ბევრს აწუხებს, თუმცა ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც განგაშს ან რაიმე სახის განსაკუთრებულ აქტივობებს საჭიროებს. მთავარია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, ის, თუ საჭიროდ ჩათვლის, შარდის ანალიზსაც გააკეთებს და გამორიცხავს ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტორს. ითვლება, რომ თუ დღის განმავლობაში 4 წლის ბავშვი ვერ იკავებს შარდს, ხოლო 6 წლის ასაკში ბავშვი ვერ იკავებს შარდს ღამით, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმთან ვიზიტი უფრო ადრეულ ვადაზეც შეიძლება, რათა გამოირიცხოს შარდ-სასქესო ორგანოების სხვადასხვა ინფექცია. თუ ყველაფერი წესრიგშია და ბავშვი მაინც აგრძელებს უნებლიე შარდვას, ამ შემთხვევაში მშობელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის რჩევებს:

  • არასდროს მიუთითოთ ბავშვს თავის ნაკლზე და არასდროს დასაჯოთ იმის გამო, რომ მან "ჩაიფსა".
  • ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ამ თემაზე, ნუ ეტყვით "აი ნახე, გიორგი შენზე პატარაა და თავისით დადის ტუალეტში" - ამით მხლოდ დასტრესავთ ბავშვს, შედეგს კი ვერ მიაღწევთ.
  • გააფრთხილეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელი ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვას ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს და არც მისმა თანატოლებმა შეიტყონ.
  • ძილის წინ აუცილებლად მოაშარდვინეთ; და ეცადეთ, ძილის წინ არ დაიტვირთოს სხვადასხვა სითხით - ჩაი, ლიმონათი, თუნდაც ბევრი წყალი ან გაზიანი სასმელი.
  • გახსოვდეთ, პამპერსს და ენურეზს არანაირი საერთო არ აქვთ. პამპერსი არ უწყობს ხელს ენურეზის განვითარებას.
  • ბავშვები ხშირად განიცდიან სტრესს, როდესაც უწევთ ადგილმდებარეობის ხშირი შეცვლა, მაგალითად ბებიასთან დარჩენა, სტუმრად დარჩენა. ამ დროს შეგიძლიათ ღამით თავისუფლად გამოიყენოთ პამპერსები. ნუ განიხილავთ ამ თემას ბებია-ბაბუებთან და ნათესავებთან, იმიტომ, რომ აუცილებლად გახდებით განსჯის საგანი. ამას მოჰყვება ბებიას კომენატრები "ამხელა ბიჭი/გოგო ხარ, არ გრცხვენია?!" და ა.შ. ბავშვს გაუქრება თვითშეფასების უნარი, შერცხვება, მიიღებს სტრესს და მივიღებთ უარეს შედეგს.

მკურნალობის მეთოდები: განაგრძეთ კითხვა...