როდის არ შეიძლება ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება და რა დროს არის ეს აუცილებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის არ შეიძლება ბავშვისთვის მასაჟის გაკეთება და რა დროს არის ეს აუცილებელი

- მასაჟი ინიშნება ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ბავშვთა თანდაყოლილი დისპლაზია, კისრის გამრუდება, ბრტყელტერფიანობა, სასუნთქი სისტემის დაავადებები - ქრონიკული პნევმონია, ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ნერვული სისტემის დაავადებების და დაზიანებების დროს, მაგალითად როგორიცაა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგები.

- რა სახის მასაჟი არის რეკომენდებული პატარა ბავშვისთვის?

- ჯანმრთელი ბავშვისთვის რეკომენდებულია გამაჯანსაღებელი მასაჟი, ჩვენებიდან გამომდინარე კი ინიშნება სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო მასაჟი, რომელსაც ნიშნავს ნევროლოგი ან ორთოპედი. ბავშვებისთვის, რომლებსაც ბრონქული ასთმა, ბრონქიტი აწუხებთ, რეკომენდებულია პერკუსიული მასაჟი. ამ დროს გულ-მკერდის და ზურგის ზონებზე ხდება რიტმული დარტყმები და ხდება ნახველის გათხიერება, ფილტვების ვენტილაცია. მასაჟთან ერთად ძალიან სასარგებლოა აქტიური და პასიური მოძრაობების შესრულება, რეკომენდებულია ვარჯიშების შესრულება, მაგალითად პატარებს ძალიან უყვართ ბურთზე ვარჯიში.

- როდის არ არის საჭირო მასაჟის გაკეთება?

- ვინაიდან მასაჟი მიზანმიმართულია ბავშვის ორგანიზმის გაჯანსაღება-გაკაჟებაზე, ვიტყოდი, რომ მასაჟი საჭიროა! თუმცა აქვს თავისი წინააღმდეგჩვენებები. მასაჟის ჩატარება არ შეიძლება: მაღალი ტემპერატურის, სისხლის ავთვისებიანი დაავადებების(ლეიკემიის), ალერგიული ჩირქოვანი გამონაყარის დროს, მწვავე რესპირატორული ინფექციების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქციის (გულისრევა, ღებინება), ჰიპოტროფიის მძიმე ფორმების დროს. მასაჟი არ კეთდება, როცა ბავშვი ავადაა.

- რომელი თვიდან შეგვიძლია დავუწყოთ ბავშვს მასაჟი?

- სასურველია 3 თვიდან, თუმცა პრაქტიკაში გვხვდება მასაჟის ჩატარების აუცილებლობა 2-3 კვირის ახალშობილებთანაც. როცა ბავშვი ამ ასაკისაა, საჭიროა მასაჟი ჩატარდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მსუბუქად, ნაზად. უმთავრესად იყენებენ ხელსმის ილეთებს, ისე, რომ მიმართული იყოს პერიფერიიდან ცენტრისკენ, ემთხვეოდეს ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებას. დროული და კვალიფიციური მასაჟი ხელს უწყობს გარკვეული დაავადებებისა და სინდრომების მკურნალობა/რეაბილიტაციას.

- რა დადებითი გავლენა აქვს მასაჟს ბავშვის ორგანიზმზე, ნერვულ სისტემაზე?

- როგორც აღვნიშნე, მასაჟის დროს უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ლიმფის მიდინება. ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ძლიერდება, ხდება მოძრავი, ადვილად ახერხებს იმ მოქმედებების შესრულებას, რასაც ითვალისწინებს მისი ასაკი, უძლიერდება იმუნიტეტი, უადვილდება კბილების ამოჭრის პროცესი, ურეგულირდება ძილი, ემატება მადა, მასაჟი ნაჩვენებია მუცლის ტკივილის, ე.წ. კოლიკის საპრევენციოდაც.

- როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს მასაჟის პროცესი? განაგრძეთ კითხვა ...

სალომე გორგოშიძე