პიროტექნიკის აღმოჩენის გამო ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პიროტექნიკის აღმოჩენის გამო ბურბუშელას მწარმოებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, სურსათში დადასტურდა ფიზიკური საფრთხის შემცველი პიროტექნიკის არსებობა, გამოვლინდა ასევე სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც შპს "დავლათს" შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. მას დაევალა პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიმართავს ბიზნესოპერატორებს, არ განათავსონ სურსათთან ერთად ასაფეთქებელი, მომწამვლელი და სხვა სახის ნივთიერებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც მწარმოებელს, ასევე რეალიზატორს.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ შეძენილ იქნა ბურბუშელა "მინსტერი" საჩუქრით, რომელშიც საახალწლო საჩუქრის სახით პიროტექნიკა იყო მოთავსებული, რომელიც მცირეწლოვანმა ბურბუშელასთან ერთად გადაყლაპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, პიროტექნიკა ბურბუშელაში საჩუქრის სახით იყო მოთავსებული და ის რომ ბავშვს დაეღეჭა, პირში აუცილებად აფეთქდებოდა, თუმცა ბავშვმა პიროტექნიკა დაღეჭვის გარეშე გადაყლაპა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში განაცხადეს, ბავშვს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა და ამჟამად სახლშია გაწერილი.

"ბავშვი უკვე კარგად არის, საბედნიეროდ, გადარჩა. პიროტექნიკის სასაჩუქრე ინსტრუქციაში ეწერა, რომ არ შეიძლებოდა მისი ჯიბეში ჩადება. როცა ექიმი ოთახში შემოვიდა და ბურბუშელა მაგიდაზე დაახეთქა, შიგნით აფეთქდა. როგორც ჩანს, შეხებაზე ფეთქდებოდა. ეს პიროტექნიკა შეფუთული იყო ყვავილებით და ბურბუშელაში იდო სიურპიზის სახით", - განაცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში.