პედიატრიის ცნობარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პედიატრიის ცნობარი

I. ბავშვთა ასაკის ალერგიული დაავადებები

რა არის ალერგია

რა არის ალერგია? ალერგენი? რომელი ალერგენებია გავრცელებული ყველაზე მეტად? ტერმინი „ალერგია“ წარმოდგება ბერძნული სიტყვებისგან ალლოს - „სხვა“ და ერგონ - “მოქმედება”. ალერგია ორგანიზმის შეცვლილი, უჩვეულო რეაქციაა. ალერგიული ბავშვები ავადმყოფურად რეაგირებენ გარე სამყაროში არსებულ ისეთ სუბსტანციებზე, რომლებიც ჯანმრთელ ბავშვებთან არავითარ რეაქციას არ იწვევს. სწორედ ამ სუბსტანციებს უწოდებენ ალერგენებს. ორგანიზმში მოხვედრის გზის მიხედვით, ალერგენები ძირითადად სამი ტიპისაა: კვებითი (რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, ციტრუსები, შოკოლადი და სხვა); საყოფაცხოვრებო (მტვერი, ტკიპა, ცხოველის ბეწვი, ბუმბული, მცენარის მტვერი, სოკოს ობი); საინექციო (ზოგიერთი წამალი, მწერის შხამი). ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის გზაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ალერგიული რეაქციის სისწრაფე და სიმძაფრე. მაგალითად, ნემსით კუნთში ან ვენაში შეყვანილი წამალი უფრო სწრაფად იწვევს ანაფილაქსიურ შოკს, ვიდრე კუჭ-ნაწლავში პირიდან მოხვედრილი, თუმცა არც უკანასკნელ შემთხვევაშია გამორიცხული შოკის განვითარება. გარდა ამისა, არსებობს კონტაქტური ალერგენებიც (ნიკელი, ქრომი, ფორმალინი, საღებავები, სარეცხი საშუალებები, კოსმეტიკა და სხვა), რომლებსაც შეუძლია კონტაქტური ეგზემის გამოწვევა, მეტწილად - ზრდასრულებთან. ორგანიზმში მოხვედრა, როგორც წამალს, მიკრობსაც შეუძლია. რთული მიკროორგანიზმები ხშირად ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში ალერგიის მაპროვოცირებელი ფაქტორი, როგორც წესი, საკვებია. ჩვილებს (მეტწილად - ხელოვნურ კვებაზე მყოფებს) შესაძლოა განუვითარდეთ ალერგია ძროხის რძეზე (შეიცავს ალფა-ლაქტალბუმინს, ბეტა-ლაქტალბუმინს, კაზეინს). ასაკთან ერთად იმატებს საყოფაცხოვრებო ალერგენების როლი. ორგანიზმში ალერგენის მოხვედრა იმუნური სისტემისთვის ანტისხეულების გამომუშავების სიგნალს წარმოადგენს. ანტისხეულებს რეაგინებს უწოდებენ და მიაკუთვნებენ Е იმუნოგლობულინების (IgE) კლასს. ისინი სისხლის შრატში მცირე რაოდენობით არიან, რადგან უჯრედებთან მსგავსება ახასიათებთ. რეაგინები Fс-რეცეპტორის მეშვეობით ადსორბირდებიან მასტოციტებისა და ბაზოფილების ზედაპირზე. ალერგენის შეკავშირება ფიქსირებულ რეაგინებთან იწვევს მასტოციტების დეგრანულაციას, სისხლში ჰისტამინისა და სხვა ბიოგენური ამინების მაღალი კონცენტრაციით გადასვლას, რასაც მოჰყვება გლუვი კუნთოვანი ბოჭკოების შეკუმშვა, სისხლძარღვების შეღწევადობის ზრდა და სხვა პათოფიზიოლოგიური რეაქციები. რთული სამედიცინო ტერმინებით რომ არ დაგაბნიოთ, მარტივად გეტყვით, რომ ალერგია არის შეძენილი მდგომარეობა, რომელიც ორგანიზმისთვის მავნე ალერგენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება, თუმცა მას დადებითი მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს. მიკრობზე განვითარებული ალერგია იმის ნიშანია, რომ ორგანიზმში ამ მიკრობის ხელახლა მოხვედრის შემთხვევაში იმუნური სისტემა დამცველობითი რეაქციის სწრაფად მობილიზებას შეძლებს. სწორედ ასე ხდება ბცჟ აცრის, მერე კი ორგანიზმში ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირების ხელახალი მოხვედრის დროს.

2. ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა

როგორ დიაგნოსტირდება ალერგიული დაავადებები?

ალერგიული დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდებია:

  • დაავადებული ბავშვის მშობლის გამოკითხვა (ალერგიული ბავშვების მშობლების 60-70%-ს თავადაც აქვს ალერგია);
  • დაავადებული ბავშვის გასინჯვა;
  • დაავადების მიმდინარეობის შესწავლა;
  • ალერგენებზე დამატებითი ტესტების ჩატარება (3 წლამდე ასაკის ბავშვებს ტესტები არ უტარდებათ);
  • სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის განსაზღვრა (პერიფერიულ სისხლში 5%-ზე მეტია, ხოლო ნაცხში - 50%-ზე მეტი);
  • რეაგინების დონის განსაზღვრა (იმატებს IგE-ს ტიტრი);
  • საეჭვო ალერგენზე პროვოკაციული ტესტის ჩატარება (კვებითი ალერგენი პარენტერალური გზით (ანუ პირიდან) შეჰყავთ, ხოლო საყოფაცხოვრებო, მაგალითად, მტვერი - ინჰალაციურად და აკვირდებიან მის გავლენას ბრონქების სანათურზე);
  • გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასთმის დროს);
  • სასუნთქი სისტემის ფუნქციონალური გამოკვლევა (განსაკუთრებით - ასთმის დროს, მაგრამ 7-8 წლიდან).

მძიმე შემთხვევებში, ამასთან ერთად, აუცილებელია ანთებითი კერიდან აღებული მასალის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, იმუნოლოგიური გამოკვლევა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლების) ფუნქციონალური გამოკვლევა და სხვა. ბოლო წლებში ალერგიული სინჯები და პროვოკაციული ტესტები ბავშვებს ადრინდელთან შედარებით მეტი სიფრთხილით უტარდებათ, ამასთან, მათ ატარებენ გამოცდილი მედდები ექიმის მეთვალყურეობით.