თვალების ფერი გენეტიკაზეა დამოკიდებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალების ფერი გენეტიკაზეა დამოკიდებული

- სამყაროს შესახებ ინფორმაციის 90%-ს ბავშვი მხედველობის სისტემის საშუალებით იღებს. მხედველობითი აპარატი ბავშვის ზრდასთან ერთად განიცდის სრულყოფას. ახალშობილს თვალები ოდნავ მოჭუტული აქვს და შორსმხედველია. მერე და მერე თვალი ფართოვდება, იცვლის ფორმას. 6-7 წლისთვის გუგები იდეალურად მრგვალია და შორსმხედველობაც ქრება. მხედველობის სისტემის ყველა მეტამორფოზას ოკულისტმა უნდა ადევნოს თვალყური. სიცოცხლის პირველ წელს თვალის ექიმმა ოთხჯერ უნდა შეუმოწმოს ბავშვს მხედველობა - დაბადებისთანავე, მე-3, მე-6 და მე-12 თვეს. მნიშვნელოვანია სამშობიაროში პირველი გამოკვლევის შედეგები, რომლებიც შემდეგ უბნის ოკულისტმა უნდა გაითვალისწინოს.

- რამ უნდა შეგვაშფოთოს?

- გეგმურ გასინჯვებთან ერთად, ოკულისტის კონსულტაცია საჭიროა, თუ ჩვილს თვალის შიგნითა კუთხე შეუშუპდა და ცრემლი სდის ან წამწამები არასწორად იზრდება - შიგნით უბრუნდება და რქოვანას უზიანებს. ექიმი ასწავლის მშობელს, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში.

- რატომ აელმებს თვალებს ჩვილი?

- ორივე თვალის სინქრონულ მოძრაობას და გამოსახულების სწორ აღქმას აკონტროლებს თვალის მამოძრავებელი ბირთვებისა და ნერვული ბოჭკოების რთული კომპლექსი, რომელიც თავის ტვინში მდებარეობს. ახალშობილს ეს ფუნქცია სრულყოფილად არ აქვს ფორმირებული, მას ჯერ კიდევ არ შეუძლია საგანზე მზერის შეჩერება - ფოკუსირება, ამის უნარი გამოუმუშავდება მხოლოდ მეორე თვეს, მანამდე კი საგანზე მზერის ფიქსირებისას თვალები აქეთ-იქით გაურბის, ხოლო დიდხანს შეჩერებისას თითქოს უხტის. ეს ნისტაგმია, რომელიც სიცოცხლის პირველ კვირებში საშიში არ არის. თუ სიელმე და ნისტაგმი უფრო მეტხანს შენარჩუნდა, ჩვილი ოფთალმოლოგსა და ნევროლოგს უნდა ვაჩვენოთ.

- მშობლებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რა ფერის თვალები ექნება მათ შვილს. რაზეა ეს დამოკიდებული?

- როგორც ვთქვით, ახალშობილს მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები აქვს, რომლებიც თანდათან იცვლის ფერს. ცვლილებას განიცდის სახის ნაკვთები, თავის ფორმა. ეს ნორმალური მოვლენაა. ახალშობილის თვალი თავისებური ფოტოკამერაა. იგი შედგება “ობიექტივისგან” - რქოვანასა და ბროლისგან - და “ფოტოფირისგან” - ბოჭკოების მგრძნობიარე გარსებისგან. ეს სისტემა მოიცავს თვალის ნერვებსაც, რომლებსაც ინფორმაცია მიაქვთ უშუალოდ თავის ტვინში, სახელდობრ, მის იმ უბნებში, სადაც ხდება ამ ინფორმაციის აღქმა და ანალიზი - “ფოტოგრაფირება”. ბავშვის თვალს მოზრდილივით სრულყოფილი ფუნქციობა არ შეუძლია. მისი მხედველობის სიმახვილე დაქვეითებულია, ის უბრალოდ აღიქვამს სინათლეს. მხედველობის სიმახვილე თანდათან იმატებს და ერთი წლისთვის აღწევს მოზრდილის მხედველობის სიმახვილის 50%-ს. სიცოცხლის პირველ კვირას ექიმი მხედველობას სინათლეზე გუგების რეაქციით ამოწმებს. მეორე კვირას ახალშობილს შეუძლია მხედველობის ფოკუსირება განსაზღვრულ საგნებზე მხოლოდ რადენიმე წამით. ორი თვის ასაკში ფიქსაცია უფრო მყარია, 6 თვისთვის ბავშვს შეუძლია საგნის მარტივი ფორმების გარჩევა, ხოლო 1 წლისთვის - ნახატებისაც. თვალის ფერი პიგმენტ მელანინის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელსაც თვალის ფერადი გარსი შეიცავს. პიგმენტი 2-3 წლისთვის ჩნდება, ამიტომ თვალის ფერიც საბოლოოდ ამ დროისთვის ყალიბდება. მელანინის რაოდენობა კი გენეტიკურადაა განპირობებული. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში მუქთვალებიანი ადამიანები ჭარბობენ. საქმე ის არის, რომ მელანინი ძლიერი პიგმენტია, რის გამოც მუქი და ღია ფერის თვალების მქონე მშობლებს მუქთვალებიანი შვილები უჩნდებათ. თუმცა გასათვალისწინებელია ბებიებისა და პაპების თვალების ფერიც. ცისფერთვალება მშობლებს ხშირად უჩნდებათ მუქთვალებიანი შვილები, რაც სწორედ ბებიის ან პაპის გენების გავლენის შედეგია. ამრიგად, თვალების ფერს გენეტიკა განსაზღვრავს, ის კი სერიოზული რამაა და ბუნების კანონებს ემორჩილება.