მამის როლი ქალიშვილის აღზრდაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამის როლი ქალიშვილის აღზრდაში

თუ გოგონა თამაშს გთხოვთ, ნუ დაიზარებთ. ნუ შეგრცხვებათ, “აჭამოთ საჭმელი” მის საყვარელ თოჯინას და აღფრთოვანდეთ მისი გარდერობით. ასეთი დამოკიდებულების გარეშე გოგონას ჩამოუყალიბდება წარმოდგენა, რომ სქესთა (დედასა და მამას) შორის დიდი უფსკრულია. განუვითარეთ გოგონებს სხარტი აზროვნება, ნუ შეუშინდებით მათთვის ლოგიკური ამოცანის მიცემას - უმეტესობა დაინტერესდება და შესანიშნავადაც გაართმევს თავს. გარდა ამისა, გოგონებისთვის მამები ავტორიტეტები არიან, ამიტომ იოლად დაარწმუნებთ ქალიშვილს, რომ, რასაც არ უნდა მოჰკიდოს ხელი, წარმატებას მიაღწევს. როდესაც გოგონა წამოიზრდება, მამამ უნდა აგრძნობინოს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია შვილის აზრი. საყურადღებოა პერიოდი, როდესაც გოგონას პირველი თაყვანისმცემლები უჩნდება. მამა უნდა ეცადოს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, რათა თავიდან აიცილოს შვილთან კონფლიქტი.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც გოგონა შეყვარებულია?

უწინარეს ყოვლისა, მამა და შვილი ურთიერთნდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებას უნდა ეცადონ. გოგონა ნებისმიერ ასაკში უნდა გრძნობდეს, რომ მამა მისი ერთგული მცველია. მამამ დედაზე უკეთ იცის, როგორი უნდა იყოს ცოლი და ბედნიერი ოჯახის დედა, ამიტომ უფრო იოლად აღზრდის ქალიშვილს ისე, რომ მომავალში გაწითლება არ მოუწიოს მძახლების წინაშე მისი საქციელის გამო. გოგონებს უყვართ, როდესაც მამას საიდუმლოს ანდობენ. ეს ძალზე ფაქიზი თემაა და ზერელე დამოკიდებულება ბავშვის საიდუმლოს, უფროსებისთვის თუნდაც ძალზე არასერიოზულის მიმართ გოგონას მამის ნდობას დააკარგვინებს. საქმე იქამდე მივა, რომ ქალიშვილი უფრო სერიოზულ ამბებს დაგიმალავთ. მამა უნდა იყოს ყველაზე საიმედო სეიფი, რომელიც ქალიშვილის ყველა საიდუმლოს შეინახავს. მამაკაცებმა ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ გოგონასთვის მამა მამაკაცის ერთგვარი ეტალონია და ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ქვეცნობიერად მამის თვისებებს ეძებენ მასში. ასეთ მამაკაცში, ისევე როგორც მამაში, ისინი ხედავენ საყრდენს და მცველს. გახსოვდეთ, მომავალი ოჯახის მოდელს ადრეულ ასაკში ეყრება საფუძველი.