ფრთხილად, ოჯახში პატარა ბავშვია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრთხილად, ოჯახში პატარა ბავშვია!

წლინახევრის პატარას უკვე შეუძლია კიბეზე აცოცება და ჩამოცოცება, მშობლების თხოვნის შესრულება. მისი აქტიური ლექსიკონი არც ისე დიდია - 30-დან 50 სიტყვამდე. მას ბევრი რამის გამოხატვის სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის, სწორედ ამის შედეგია ცრემლები, ჭირვეულობა, აგრესია.

გავა 2-3 თვე და ბავშვი ამ კრიზისს გადალახავს.

მნიშვნელოვანი მიღწევები

ორი წლის პატარას თავისი მიღწევები აქვს: ის მშვენივრად დარბის, ჩაცმის დროს იღებს საჭირო პოზას, ცდილობს, თვითონ ჩაიცვას და გაიხადოს, თვითონ ჭამს კოვზით, თამაშობს ბურთით, კუბებისგან აშენებს სახლს, შეუძლია ფანქრის დაჭერა, ცნობს ძირითად ფერებს, წარმოთქვამს 500-მდე სიტყვას და აგებს მარტივ წინადადებებს, მაგრამ ამ პერიოდში ეცვლება ხასიათიც.

მესამე წელს ბევრი ბავშვი მიჰყავთ ექიმთან ღამის შიშების, ენაბორძიკობის, ჭირვეულობის გამო. ყოველგვარი აკრძალვა ბავშვში მძიმე რეაქციას იწვევს - პატარა ყვირის, ტირის, ფეხებს აბაკუნებს... მიზეზი საკუთარი თავის როგორც ცალკე პიროვნების გაცნობიერებაა. უფროსები კი დამოუკიდებლობის გამოვლენას ჭირვეულობად უთვლიან და სჯიან, რითაც ბავშვს ფსიქიკას უზიანებენ და ნერვულ არსებად აქცევენ.

ნუ გაუბრაზდებით გაჯიუტებულ ბავშვს. უმჯობესია, მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. არ უნდა ბანაობა? - მასთან ერთად გაემართეთ სააბაზანოსკენ და თან წაიყოლეთ სათამაშო მატარებელი! არ სურს მამის სამუშაო იარაღის ხელიდან გაშვება? - მიეცით საშუალება, როგორც მოზრდილმა ადამიანმა, თვითონვე შეინახოს ეს ნივთი მისთვის განკუთვნილ ადგილას და მის ნაცვლად რამე სხვა მიაწოდეთ, მერე კი შეაქეთ.

ყოველდღე ერთი-ორი საათი მაინც დაუთმეთ პატარას, მასთან ერთად ითამაშეთ, ხატეთ ან კუბებისგან სახლი ააშენეთ, დაათვალიერეთ ნახატებიანი წიგნები, წაუკითხეთ ზღაპრები, ლექსები, უმღერეთ და მოასმენინეთ საბავშვო სიმღერები.

სათამაშო, თუნდაც ძალიან ძვირფასი, ბავშვებს მალე ბეზრდებათ, ხოლო ქაღალდი, ფანქრები, საღებავები, პლასტილინი ძალიან მოსწონთ. შემოქმედების შედეგი - ჩარჩოში ჩასმული ნახატის ან აპლიკაციის კედელზე დაკიდება - აქ სულაც არ არის მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია გვერდითი ეფექტი - წვრილი მოტორიკის, ტაქტილური შეგრძნებების განვითარება, მიზეზშედეგობრივი კავშირების ათვისება, შემოქმედებითი შრომა და ამით მოგვრილი სიამოვნება.