დღესასწაული მთელი ოჯახისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღესასწაული მთელი ოჯახისთვის

და აი, დროა, ჩვენ თვითონ მოვუწყოთ ჩვენს შვილებს ჯადოსნური დღესასწაული. ბავშვებს უყვართ ზეიმი, მით უმეტეს - ახალი წელი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს, უფრო მშვენიერი გახადოს სამყარო. სასწაულის მოლოდინი, ოცნებების ახდენის იმედი სწორედ ბავშვობიდან მოდის, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ დღესასწაულს მოუწყობთ ბავშვებს. ბავშვობაში უამრავი რამ ილექება მეხსიერებაში, ცნობიერებაში. ამ დროს მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანს მთელი სიცოცხლე მიჰყვება. ამიტომ ყველა უნდა ეცადოს, ბავშვობა გაუხანგრძლივოს შვილს, სითბო და სიყვარული არ მოაკლოს, რათა ის მუდამ დადებითი ემოციებით იყოს გარემოცული.

ოჯახური ზეიმი

საქართველოში ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, შინ უნდა შევქმნათ სათანადო ატმოსფერო, რომ ბავშვს პატარაობიდანვე გაუჩნდეს ამ დღესასწაულის მიმართ მოწიწება. ბავშვები ამ დროს საოცრად აღტყინებულნი არიან - საახალწლო განწყობა ხომ გადამდებია. მათ უდიდეს სიამოვნებას ჰგვრით სადღესასწაულოდ მორთული სახლი, ნაძვის ხე, საჩუქრები, სტუმრები, საახალწლო სუფრა და ტკბილეული.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევიან ამ დროს უფროსები. კარგი იქნება, თუ საახალწლო გაწამაწიაში ბავშვებსაც ჩართავენ, მათთან ერთად იმხიარულებენ, იცეკვებენ, იცელქებენ, ერთად მოემზადებიან სტუმრების დასახვედრად. საჩუქრების მომზადება და მირთმევა ხომ მთელი რიტუალია. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ახლობლებისთვის საჩუქრის მიძღვნა ძალიან სასიამოვნოა. არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირფასი იყოს - მთავარია ყურადღება. დღესასწაულის ხიბლი ის არის, რომ არა მარტო მიიღო, არამედ გასცე კიდეც.

ოჯახის წევრების ერთად ყოფნა, სითბოს გაზიარება ბავშვზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ბედნიერების ეს განცდა დაუვიწყარია. ბავშვებს უყვართ წუთები, როცა ყველა ერთადაა, ერთი და იმავე საქმითაა დაკავებული.

ბავშვები მზად არიან, მთელი გული და სული ჩადონ საერთო სამზადისსა თუ მხიარულებაში. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აუცილებლად დაიყენეთ გვერდით. შესაძლოა, ბევრი ვერაფერი გააკეთონ, მაგრამ აუცილებლად მიეცით საშუალება, ყველაფერს თვალი ადევნონ.

თოვლის ბაბუა

არ დაივიწყოთ თოვლის ბაბუა და მისი ჯადოსნური ხურჯინი, რომელსაც ყველა ბავშვი მოუთმენლად ელის. ხშირად არც კი იციან, რას ელიან - უბრალოდ, სასიამოვნო მოლოდინის განცდა აქვთ.

XXI საუკუნის ბავშვები უამრავ ინფორმაციას იღებენ ტელევიზიის, ინტერნეტის მეშვეობით და შესანიშნავად იციან, ნამდვილად არსებობს თუ არა თოვლის ბაბუა, თუმცა არიან ისეთებიც, გულწრფელად რომ სჯერათ მისი არსებობის. მიეცით საშუალება, დაიჯერონ, სანამ თვითონვე ექნებათ ამის სურვილი. დაეხმარეთ, ეს რწმენა დიდხანს გაჰყვეთ. ეს კიდევ ერთი გზაა, გამოხატოთ შვილებისადმი სიყვარული, ყურადღება, სიხარული აჩუქოთ მათ.