რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
კვლევებმა აჩვენა, რომ სახლში შინაური ცხოველების არსებობა ამცირებს ბავშვებში ალერგიისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. მეცნიერებმა ბავშვების ორგანიზმში ამ დაავადებებისგან დამცავი მეტი ბაქტერია აღმოაჩინეს.

კვლევაში მონაწილეობდა 746 ბავშვი. მოხალისეთა ოჯახების 70%-ს ძაღლი ჰყავდა. სპეციალისტებმა შეისწავლეს მონაწილეების განავლის ნიმუშები. მკვლევარებმა დაადგინეს,
You must have Flash Player installed in order to see this player.
ბავშვებს, რომლებმაც შინაური ცხოველების კანში არსებული ალერგენის ზემოქმედება განიცადეს, ორჯერ მომატებული აღმოაჩნდათ ბაქტერიების Ruminococcus და Oscillospira დონე. ისინი ალერგიისა და სიმსუქნის რისკს ამცირებს.

მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ხელს უწყობს ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. მკვლევარებმა ასევე გამოავლინეს, რომ სახლში შინაური ცხოველის არსებობა ამცირებდა მშობიარობის დროს В ჯგუფის სტრეპტოკოკების გადაცემის რისკს. როგორც ცნობილია, ეს ბაქტერიები ახალშობილების პნევმონიას იწვევს.


ლალი ჩხიკვაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გერმანელი მეცნიერები აფრთხილებენ მშობლებს, ნუ მიაჩვევენ ბავშვებს მობილურ მოწყობილობებს. მათ გასართობად და გასაჩუმებლად სხვა საშუალებები გამოიყენონ, რადგან ე.წ. სმარტფონები დიდ ზიანს აყენებს ბავშვების როგორც მენტალურ, ასევე ფიზიკურ განვითარებას.
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კომპანია Mars-ის თანამშრომლები დარწმუნდნენ იმაში, რომ შინაური ცხოველები ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ძაღლი, სხვა ცხოველებთან შედარებით, ოჯახში უფრო ნაკლებ კონფლიქტს იწვევს.
დიდი ხანია ინტერნეტ-სივრცეში არსებობს ვირტუალური თამაშები, რომლებშიც ხშირ შემთხვევაში ჩადებულია აგრესიული ქცევები, სისასტიკე, მკვლელობები, სხვადასხვა იარაღის გამოყენება, ამ თამაშებში მოზარდები საათობით დასდევენ მსხვერპლს დაჭრისა და მოკვლის მიზნით.
თანამედროვე ბავშვებს ხანდაზმულობისას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა შეაწუხებს.
განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1930 წლიდან გაიზარდა. თუმცა სპეციალისტები თანამედროვე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას „შენელებული მოქმედების ბომბს“ უწოდებენ.
არ იჩხუბოთ, მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით, ეს შვილებზე მეტად მტკივნეულად მოქმედებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც პერიოდულ ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა.
ტეხასის უნივერსიტეტის თანამშრომლები მამებს საკუთარი შვილების თანადგომისკენ მოუწოდებენ. მამის მხრიდან გამოვლენილი სითბო და აღზრდის პროცესში მონაწილეობა მოსწავლეებში ზრდის ოპტიმიზმის, თვითეფექტურობისა და მოსწრების დონეს.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.