სისხლიანი განავალი ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლიანი განავალი ბავშვებში

- სისხლიანი განავალი სხვადასხვა დაავადების მნიშვნელოვან სიმპტომად მიიჩნევა. ნაწლავთა ინფექციური დაავადების დროს სისხლიანი განავალი ბაქტერიული ინფექციის (ლეიკოციტებთან ერთად) ან უმარტივესებით (ამებური დიზენტერია) გამოწვეული დიზენტერიის მაუწყებელია. სისხლიანი განავალი ხშირად მსხვილი ნაწლავის პათოლოგიურ დაზიანებაზე მეტყველებს, ამიტომ საჭიროა ამ დაავადებების დიფერენცირება. ინფექციონისტთან ერთად პროცესში უნდა ჩაერთოს ბავშვთა ქირურგი. ჩატარდეს დამატებითი კვლევები (კოლონოსკოპია).

- რომელი ინფექციური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი განავალში სისხლის (ერითროციტების) არსებობა?

- საყოველთაოდ ცნობილ დიზენტერიას, რომლის გამომწვევია ბაქტერია შიგელა, ახასიათებს საერთო ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, მსხვილი ნაწლავის უპირატესად დისტალური ნაწილის (დასასრულის) დაზიანება, სისხლიანი განავალი. ეს დაავადება ჩვ. წ. აღ-მდე პირველ საუკუნეში არეთეოსმა აღწერა და “ჭინთვითი ფაღარათი” უწოდა. შიგელოზი მთელ მსოფლიოში გავრცელებული დაავადებაა და მის მიმართ მიმღებლობა ყველა ასაკში აღინიშნება. უმეტესად ავადდებიან 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. სკოლამდელ ასაკზე მოდის დაავადების შემთხვევათა მესამედი. ინფექციის წყაროა ავადმყოფი და ბაქტერიამატარებელი. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ კვების ობიექტებში, ბავშვთა დაწესებულებებში მუშაობის შემთხვევაში.

- არცთუ იშვიათია სისხლიანი განავალი წლამდე ასაკის ბავშვებში. გაკვირვებული მშობლები ირწმუნებიან, რომ ზედმიწევნით იცავენ ჰიგიენურ რეჟიმს, არადა ფაქტი სახეზეა. ჩვილი თავად, მომვლელის “დაუხმარებლად”, ვერაფრით დაინფიცირდება. როგორ ხვდება ორგანიზმში შიგელა?

- მიუხედავად იმისა, რომ ინფექციას გადაცემის ერთადერთი - ფეკალურ-ორალური - მექანიზმი  აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია აუცილებლად ხვდება ჯანმრთელი ადამიანის პირის ღრუში, - მისი გადაცემის გზა მრავალფეროვანია. ძირითადია საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზა, რომელსაც უმეტესად სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ვაწყდებით. ავადმყოფმა ან მატარებელმა შესაძლოა ჭუჭყიანი ხელებით, ტუალეტიდან ხელდაუბანელი გამოსვლის შემთხვევაში, დააინფიციროს ჭურჭელი, სათამაშოები, კარის სახელურები და სხვ. ეს გზა უპირატესად ერთეულ (სპორადულ) შემთხვევებს განაპირობებს, იშვიათად - ჯგუფურს. ეპიდემიური აფეთქებების დროს წამყვანია ფლექსნერით წყლის დაბინძურება. ჯგუფური ინფიცირების შემთხვევები ინფიცირებული საკვებით (არაჟანი, ხაჭო, პაშტეტი, ბოსტნეული, ხილი, წვენები და ა.შ.) არის გამოწვეული და ხშირია ე.წ. დახურულ დაწესებულებებში - ბაგა-ბაღში, ინტერნატში, ყაზარმაში და სხვ. ეპიდემიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ბუნებრივი ფაქტორები, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული მდგომარეობა, დაბალი ჰიგიენური კულტურა.


- რა თავისებურებით გამოირჩევა შიგელოზი ბავშვებში?

- რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით მეტად გამოვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები - მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ადინამია, უმადობა, ძილის დარღვევა, შეტევითი ტკივილი მუცლის არეში ლოკალიზაციის გარეშე, ჭინთვები. ნაწლავთა მოქმედება მცირე ასაკის ბავშვებში გახშირებულია, მასები - თხიერი, შედარებით მოზრდილებში განავალი თხელი კონსისტენციისაა, მცირე რაოდენობისა, მომწვანო, ლორწოს, ხშირად სისხლის შემცველი, ზოგჯერ მხოლოდ ლორწოსა და სისხლისგან შედგება. დაავადების ამ პერიოდში ბავშვები უჩივიან მუცლის უწყვეტ ყრუ ტკივილს, ტკივილს სიგმოიდური კოლინჯისა (მარცხენა მხარეს) და ანუსის მიდამოში. ჭინთვები შიგელოზისთვის დამახასიათებელი ნიშანია, სიგმისა და ანუსის სფინქტერის სპაზმის შედეგი.  მძიმე, შორს წასულ შემთხვევაში ძლიერმა ჭინთვამ შესაძლოა გამოიწვიოს სწორი ნაწლავის ლოწოვანი გარსის გამოვარდნა (პროლაფსი) ან სწორი ნაწლავის პარეზი ანუსის ღიაობით, რაც განაპირობებს უნებლიე დეფეკაციას. დეფეკაციას, როგორც წესი, წინ უძღვის მუცლის ტკივილი, განავლოვანი მასების გამოყოფა არ იწვევს დაკმაყოფილებას, ავადმყოფი დიდხანს ზის ქოთანზე. წლამდე ასაკის ბავშვებში დაავადებას რიგი თავისებურება ახასიათებს. კოლიტური სინდრომის (სისხლიანი განავალი) სიხშირე 80-90%-ს აღწევს. იგი სუსტადაა გამოხატული: განავალი თხიერია, მომწვანო, შეიცავს ლორწოს, სისხლს - ნაკლებად. უფროსი ასაკისთვის დამახასიათებელი ჭინთვები (ტენეზმები) იცვლება მათი ეკვივალენტებით - დეფეკაციის წინ მოუსვენრობით, ტირილით, სახის წამოწითლებით, ანუსის სფინქტერის მოდუნებით. ამავე დროს თავს იჩენს ზოგადი ინფექციური ინტოქსიკაციის ნიშნები: წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, რაც განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს. არის შემთხვევები, როდესაც შედარებითი უკეთესობის შემდეგ სისხლი განავალში ისევ გაჩნდება და დაავადება  ხანგრძლივდება. ასეთი რამ დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებს ახასიათებთ. ამ დროს ბავშვი ცუდად იმატებს ან საერთოდ არ იმატებს წონას. განავლოვანი მასები თხელია, შეიცავს ლორწოს, დროდადრო ნორმალური კონსისტენციისაა. ასეთი ავადმყოფების განავლიდან ხანგრძლივად გამოიყოფა შიგელები.

- კიდევ რომელი დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი სისხლი განავალში და როგორ ხდება მათი გარჩევა, დიფერენციერება?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა მოხდეს შიგელოზის დიფერენცირება ამებური დიზენტერიისგან, სალმონელოზისგან, ეშერიხიოზისგან, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტისგან, მეორეული ბაქტერიული ფლორით გამოწვეული ენტეროკოლიტებისგან. ხშირია ინვაგინაციისა და მწვავე აპენდიციტის გამორიცხვის აუცილებლობა. ამებური დიზენტერიის გამორიცხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, სადაც აღინიშნება ამებიაზის ენდემური კერები. ეს დაავადება, ბაქტერიული დიზენტერიისგან განსხვავებით, ვითარდება ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე. დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 5-8-ს აღწევს. უფრო ხშირი დეფეკაცია იშვიათია. განავალი უხვად შეიცავს სისხლსა და ლორწოს, თუმცა ე.წ. ჟოლოსებრი ჟელეს არსებობა სრულებით არ არის აუცილებელი. მუცლის ხელით გასინჯვისას უპირატესად მარჯვენა კოლინჯის მტკივნეულობა აღინიშნება. დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტია განავალში ქსოვილოვანი ამების აღმოჩენა. სალმონელოზს ახასიათებს უფრო ხანგრძლივი ტემპერატურული რეაქცია. ნაწლავთა მოქმედება ხშირია, განავალი - უხვი, წყლისებური, მომწვანო-ჭაობისფერი, ლორწოს შემცველი, სისხლი უფრო ჩვილებში ახლავს თან. ჭინთვები სუსტია, ზოგჯერ საერთოდ არ შეინიშნება. ეშერიხიოზისთვის (ენტეროინვაზიური) დამახასიათებელია დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა, ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურა, წყლისებური, უხვი, დიდი რაოდენობით მღვრიე ლორწოს, ზოგჯერ სისხლის შემცველი განავალი. დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს. საბოლოო დიაგნოზს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად სვამენ. ენტეროჰემორაგიული ეშერიხიოზი იწყება მწვავედ, მუცლის ტკივილით, პირღებინებით, ფაღარათით - დღე-ღამეში 5-10-ჯერ. დაავადების მე-2 დღეს საერთო მდგომარეობა უარესდება, მუცლის ტკივილი და დეფეკაციის სიხშირე იმატებს, განავალი სისხლიანია და განავლოვან მასებს თითქმის არ შეიცავს. მაღალი ტემპერატურა დამახასიათებელი არ არის. კოლინოსკოპიით ადგენენ კატარულ-ჰემორაგიულ ან ფიბრინულ-წყლულოვან კოლიტს. სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი შესაძლოა იყოს როგორც ინფექციის პირველადი გამოვლინება, ისე მეორეულიც - სეფსისის ან სხვა დაავადების (პნევმონია, მენინგიტი, ომფალიტი) ფონზე. ხშირად ემართებათ 6 თვემდე ასაკის დასუსტებულ, დღენაკლულ, ავადმყოფ ბავშვებს. ახასიათებს დუნე მიმდინარეობა, ხანგრძლივი ტემპერატურა, წონის ცუდი მატება; განავალი თხელია, მაგრამ განავლოვანი ხასიათისა, მწვანე, შეიცავს ლორწოს, ზოგჯერ სისხლსაც. მისი ლაბორატორიული გამოკვლევისას ხშირად ამოითესება პათოგენური სტაფილოკოკი. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი,  დიზენტერიისგან განსხვავებით,  იშვიათი დაავადებაა და ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს. იგი უფრო მოზრდილებში გვხვდება. განავალი გაფორმებულია, შეიცავს ლორწოს და ახალ შეუცვლელ სისხლს. რექტორომანოსკოპიით ან კოლონოსკოპიით ავლენენ სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის წყლულოვან პროცესს. ინვაგინაცია ვითარდება უეცრად, ზოგჯერ - როგორც გართულება ნაწლავთა მწვავე აშლილობის ფონზე. ახასიათებს მუცლის შეტევითი ტკივილი, განავლოვანი მასის შემცირება ან სრული არარსებობა (განავალი მხოლოდ ლორწოსა და სისხლისგან შედგება). ნაწლავის ხელით გასინჯვისას (მუცლის პალპაციით) ან სწორი ნაწლავის თითით რევიზიისას ისინჯება ინვაგინატი, თითზე კი ლორწო და სისხლი რჩება.

- საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკით მკურნალობა სისხლიანი განავლის დროს?

- ნაწლავური ინფექციის დროს ანტიბიოტიკი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ მიკროსკოპიულმა გამოკვლევამ განავალში ლეიკოციტები და ერითროციტები გამოავლინა. გაიდლაინების თანახმად, ასეთი ანტიბიოტიკებია ბისეპტოლი, ნევიგრამონი. ცეფალოსპორინები სიფრთხილით გამოიყენება, რადგან არცთუ იშვიათად იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებას, როგორიცაა ჰუსი (ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი).  ნაწლავური ინფექციები (ვირუსული თუ ბაქტერიული წარმოშობისა) თავიდან რომ ავიცილოთ, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ ჰიგიენა, არ დავივიწყოთ სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.