სურდოს მკურნალობა სჭირდება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სურდოს მკურნალობა სჭირდება?

- სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა მხოლოდ მოზრდილებთან შეიძლება იყოს გამართლებული. ბავშვისთვის ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაცილებით მძიმე ასატანია, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. ის ვნებს ზოგად მდგომარეობას, აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს...

- რა ხდება სურდოს დროს ორგანიზმში?

- სურდოზე საუბრისას ვგულისხმობთ სამ ძირითად სიმპტომს:

  • ცხვირიდან გამონადენს;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელებას;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას - ცემინებას და ქავილს.

ეს სამი სიმპტომი მაშინ იჩენს თავს, როდესაც ცხვირის ღრუს რაღაც აღიზიანებს. გამაღიზიანებელი ფაქტორებია:

  • სიცივე;
  • ქიმიური ნივთიერება;
  • მტვერი;
  • მიკრობები და ვირუსები, რომლებიც ცდილობენ, მიემაგრონ ლორწოვან გარსს.

მათი ზემოქმედების პასუხად სისხლძარღვები ფართოვდება, ძლიერდება ცხვირის ღრუსკენ მიმავალი სისხლის ნაკადი, ლორწოვანი გარსის უჯრედები აქტიურდება და იწყება უხვი გამოყოფა თხევადი სეკრეტისა, რომელმაც გამღიზიანებელი ლორწოვან გარსს უნდა მოაშოროს. ამრიგად, სურდო, ისევე როგორც ხველა, ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ზოგჯერ ეს რეაქცია იმდენად ძლიერია, რომ თვითონვე იქცევა დამაზიანებელ ფაქტორად. ლორწოვანი დამცველობით ფუნქციას ინარჩუნებს, როცა ბავშვი სუნთქავს გრილი (არა უმეტეს 25 გრადუსი ტემპერატურის) ნოტიო ჰაერით. მშრალი და თბილი ჰაერით სუნთქვისას ცხვირიდან გამონადენი სწრაფად სქელდება, იმუნოგლობულინები აღარ მუშაობენ, თვით შესქელებული ლორწო იქცევა ხელსაყრელ ნიადაგად ბაქტერიების გამრავლებისთვის. ეს უნდა ვიცოდეთ, რათა დროულად ვიზრუნოთ ცხვირით სუნთქვის აღდგენაზე, რაც აუცილებელია საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, და არ მივცეთ გამოშრობის საშუალება ლორწოვან გარსს.


- რამ შეიძლება გამოიწვიოს სურდო?

- წელიწადის ცივ სეზონზე სურდოს მიზეზი უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც მწვავე რესპირაციული ინფექციის ფონზე ვითარდება ხოლმე. არასასურველი სიმპტომები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში ქრება, მაგრამ შესაძლოა მოხდეს სხვაგვარადაც - გაციებამ გაიაროს, ცხვირიდან გამონადენი და სუნთქვის გაძნელება კი დარჩეს. არც ის არის გამორიცხული, ბავშვი საერთოდ არ იყო გაციებული, მაგრამ გამუდმებით უჭირდეს ცხვირით სუნთქვა და თან თვალებიც ეცრემლებოდეს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ალერგიული ხასიათის სურდოსთან. ის უმეტესად გაზაფხულობით, მცენარეთა ყვავილობის პერიოდში მწვავდება. სურდოს შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს სხვა ალერგენებმაც - საყოფაცხოვრებო ქიმიამ, პარფიუმერია, მტვერმა, ცხოველის ბეწვმა.

- როგორ იწყება ალერგიული სურდო?

- ინფექციურისგან განსხვავებით, ალერგიული სურდო იწყება:

  • ცრემლდენით;
  • ქუთუთოების ქავილით;
  • ქუთუთოების სიწითლით;
  • ამას მოჰყვება სასუნთქი გზების გაღიზიანება;
  • ცემინება;
  • ლორწოვანი გარსების შეშუპება;
  • ცხვირიდან უხვი გამონადენი.

საერთო მდგომარეობა ამ დროს უცვლელია.

- რა შეიძლება გავაკეთოთ ექიმთან მისვლამდე, რით შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ბავშვს?

- უწინარესად, გამოვურეცხოთ ცხვირი მარილწყლით, ზღვის წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს პროცედურა მთლიანად ვერ აღადგენს სუნთქვას, მაგრამ ჩამორეცხავს ჭარბ ლორწოსა და ბაქტერიებს, შეამცირებს ქსოვილების გაღიზიანებას. თუ გამონადენი არც ისე უხვია, შეიძლება შემოვიფარგლოთ დანოტივებით - სპრეით ან წვეთებით. ორგანიზმის დასანოტივებლად კარგი იქნება, ვასვათ ბავშვს ბევრი სითხე (ეს განსაკუთრებით რეკომენდებულია მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს), რეგულარულად გავანიავოთ საბავშვო ოთახი, დავანოტივოთ ჰაერი. თუ ბავშვი პატარაა, ჭარბი ლორწოსგან ცხვირის გათავისუფლება უფრო მეტად ჭირს; ბავშვს ამის დამოუკიდებლად გაკეთება არ შეუძლია და სპეციალური ასპირატორის (გამოსაქაჩის) გამოყენება გვიწევს. საბედნიეროდ, იგი სრულიად უვნებელია და ზიანს არ აყენებს ბავშვის ნაზ ლორწოვანს. მოზრდილ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ცხვირის სწორად გასუფთავება: ჯერ - ერთი ნესტოსი, მერე - მეორისა, ისე, რომ მეორეზე ამ დროს თითი ჰქონდეთ მიჭერილი, რათა ინფექცია ყურისკენ არ გავრცელდეს, რაც  არცთუ იშვიათად ხდება პროცედურის არასწორად ჩატარების დროს. თუ პატარას ცხვირი გაეჭედა, დაეკარგა მადა, დაერღვა ძილის რეჟიმი, ჭირვეულობს და თავის ტკივილს უჩივის, შეიძლება სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების გამოყენება. ასეთი პრეპარატები რამდენიმე საათით აცხრობს შეშუპებას და აღადგენს ცხვირით სუნთქვას, მაგრამ მათი გამოყენებისას სიფრთხილე გვმართებს. ისინი უნდა გამოვიყენოთ უკიდურეს შემთხვევაში, იშვიათად და მოკლე ხნით - არა უმეტეს 5-7 დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა წამალზე დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს. გაითვალისწინეთ: ჩვილებისთვის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ სპეციალური ფორმა საბავშვო დოზირებით. მოზრდილთათვის განკუთვნილი პრეპარატებით ბავშვების მკურნალობა არ შეიძლება! ნუ ჩააწვეთებთ ჩვილს ცხვირში ბოსტნეულის წვენს (განსაკუთრებით - ხახვისას, ნივრისას და ა.შ.). დადგით ბავშვის ოთახში ჰაერის დამატენიანებელი იონიზატორით ან აერონათურა ევკალიპტის, კედრის ეთერზეთებით. არანაკლებ სახიფათოა სურდოს მკურნალობა ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებით, იმუნოსტიმულატორებით ან ანტიბიოტიკებით. ყველა ამ პრეპარატს თავისი ჩვენება აქვს, თანაც - საკმაოდ შემოფარგლული. ისინი უნდა დაგინიშნოთ ექიმმა. იმუნიტეტის გასაძლიერებლად შეიძლება გამოვიყენოთ პოლივიტამინები, ასკილის ნაყენი, ციტრუსები (თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი ალერგიული არ არის მათ მიმართ). თუ სურდოს მიზეზი ალერგიაა, შეიძლება მკურნალობაში ანტიჰისტამინური პრეპარატების ჩართვა, მაგრამ ესეც მხოლოდ ექიმის კონსულტაციით. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს გაციების საწინააღმდეგო კოპლექსური პრეპარატებით, რომლებსაც აქტიურად უწევენ რეკლამირებას - მათ შესაძლოა შვება მოჰგვარონ მოზრდილს, მაგრამ პატარებისთვის არ არის რეკომენდებული. თუ გამონადენი 7 დღეზე მეტხანს გახანგრძლივდა, გასქელდა, შეიცვალა ფერი - გახდა მომწვანო-მოყვითალო, გაუჩნდა მძაფრი სუნი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.