საზაფხულო პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზაფხულო პრობლემა

- ბავშვის კუჭქვეშა ჯირკვალი ნაზი ორგანოა და ზოგიერთი პროდუქტის - ხილის, კენკრის, უმი ბოსტნეულის - უხვ მიღებაზე ანთებით, რეაქციული პანკრეატიტით რეაგირებს. არასახარბიელო სიტუაციაში - ეს შეიძლება იყოს მშობლებთან განშორების სტრესი, საკვებისმიერი ტოქსიკოინფექცია თუ კვების რაციონის ცვლილება - კუჭქვეშა ჯირკვალი დარტყმას თავის თავზე იღებს.

- რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ ზაფხულში?

- ხშირად ხდება ასე - ბავშვი აგარაკზე მიგვყავს, ქალაქის სიცხეს ვარიდებთ, იქ კი უეცრად პრობლემა იჩენს თავს: პირველ დღეებში პატარა ხარბად ეტანება ხილს, კენკრას, ბოსტნეულს, მერე კი უეცრად უარს ამბობს მათზე, ეწყება შემაწუხებელი ჩივილები და ბებია და პაპა იძულებული ხდებიან, შვილიშვილი ქალაქში, მშობლებთან დააბრუნონ. ბავშვი უჩივის გულისრევას, მუცლის ტკივილს, აქვს ნაწლავთა მოქმედების გახშირება საკვების მოუნელებელი ნაწილებით, უმადობა, პირიდან ამოსდის უსიამოვნო სუნი. ამგვარად, კვების ჩვეული რეჟიმისა და რაციონის მკვეთრი ცვლილების ფონზე ვითარდება რეაქტიული პანკრეატიტი.

- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- რეაქტიულ პანკრეატიტზე ეჭვის მიტანისთანავე ბავშვი უნდა ვაჩვენოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს. თუ მან დიაგნოზი დაადასტურა, პანიკას ნუ აჰყვებით - საბედნიეროდ, ეს ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული დაავადება, ეს მხოლოდ ორგანიზმის მზაობაა ამ დაავადებისთვის. საწყის ეტაპზე კუჭქვეშა ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი ცვლილებები შექცევადია. კუჭქვეშა ჯირკვლის არასასურველი რეაქციების პროვოცირება რომ არ მოხდეს, ხილი და კენკრა ბავშვს თანდათან, ნორმირებულად უნდა მივაწოდოთ, აგარაკზეც დავიცვათ მისი კვების ჩვეული რეჟიმი. თუ პანკრეატიტის ნიშნები მაინც გამოვლინდა, 1-2 კვირა ბავშვი მკაცრ დიეტაზე გადავიყვანოთ. რაციონიდან ამოვიღოთ უმი ბოსტნეული, ხილი, კენკრა და მათი წვენები. რაციონი თანდათანობით გავამდიდროთ მწიფე ხილით, ბოსტნეულით, წყალში გაზავებული წვენებით, თავდაპირველად - 1:1, მერე კი 1:3 თანაფარდობით. ასე რომ, ხილ-ბოსტნეული პატარა ბავშვისთვის საშიში არ არის. თუ ზომიერებას დავიცავთ, პრობლემები არასოდეს შეგვაწუხებს.