როგორ ვებრძოლოთ ინტოქსიკაციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვებრძოლოთ ინტოქსიკაციას

- ჩვილ ასაკში ნებისმიერი მწვავე ინფექციური დაავადება, განურჩევლად იმისა, ვირუსით არის გამოწვეული თუ ბაქტერიით, ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციით მიმდინარეობს. რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების დაავადებათა ტოქსიკური ფორმები გამოწვეულია ვირუსული და ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციებით, ხოლო ნაწლავთა დაავადების დროს ძირითადი გამომწვევია ენტეროპათოგენური გრამუარყოფითი ფლორა: შიგელა, სალმონელა, ნაწლავის ჩხირი და სხვა. იმისდა მიხედვით, საიდან შეიჭრება ინფექცია ორგანიზმში და სად დაიბუდებს (სად ექნება პირველი კერა), თავს იჩენს ან სასუნთქი, ან საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების კლინიკური ნიშნები. ტოქსიკოზი რომ განვითარდეს, ამისთვის გამომწვევის ორგანიზმში შეჭრა, თუნდაც მასობრივი, არ არის საკმარისი - ბავშვის ორგანიზმს უნდა ჰქონდეს მომატებული მგრძნობელობა ამ გამომწვევის მიმართ. მისი ხარისხის კვალობაზე, ტოქსიკოზი მსუბუქად, საშუალოდ ან მძიმედ წარიმართება.

- რისი ბრალია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა?

- ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის მიზეზებია:

  • იმუნური სისტემის ჩამოუყალიბებლობა, უმწიფრობა;
  • მემკვიდრეობითი განწყობა;
  • თანდაყოლილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

- როგორ ვლინდება ორგანიზმის ინტოქსიკაცია?

- ტოქსიკოზის ტიპური მიმდინარეობისთვის დამახასიათებელია გენერალიზებული რეაქციებისა და პათოლოგიური პროცესის ორგანული ლოკალიზაციის მონაცვლეობა. ტოქსიკოზის სიმძიმის კვალობაზე, მეტ-ნაკლებად არის გამოხატული შემდეგი ნიშნები:

  • ზოგადი სისუსტე, ადინამია, ძილად მივარდნა;
  • ხასიათის, გუნება-განწყობის ცვლილება, აგზნება, უძილობა;
  • უმადობა, კვებაზე უარის თქმა;
  • გულისრევის შეგრძნება, პირღებინება;
  • ტემპერატურული რეაქცია, კრუნჩხვები;
  • კანის სიფითრე, სიჭრელე, გრილი ან ცივი კიდურები.

თუ პატარას ეს ნიშნები გამოაჩნდა, მშობლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ინფექციონისტს. ტოქსიკოზი მოითხოვს სწრაფ მოქმედებას და ეტაპობრივ, კომპლექსურ თერაპიას.

- სანამ ექიმთან მივიყვანთ პატარას, როგორ დავეხმაროთ?

- ინტოქსიკაციასთან ბრძოლა მისი პირველი ნიშნების გაჩენისთანავე უნდა დავიწყოთ. ამისთვის საჭიროა:

  • ვასვათ ბავშვს ჩვეულებრივზე მეტი სითხე;
  • მივცეთ ასაკის შესაბამისი კალორიული საკვები.

სითხე უმჯობესია იყოს სპეციალური გლუკოზამარილოვანი ხსნარი. ყველაზე ეფექტური თანამედროვე ფორმულები შეიცავს პრობიოტიკებსაც, რასაც ბავშვი უფრო სწრაფად გამოჰყავს მდგომარეობიდან. თუ ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა, ძუძუ უფრო ხშირად უნდა ვაწოვოთ. ბავშვს სითხე მივცეთ მცირე ულუფებად, ჩაის კოვზით 1-2 წუთში ერთხელ. თუ აღებინა, ათი წუთი დავასვენოთ და სითხის მიცემა განვაგრძოთ. გახსოვდეთ, დიდი ოდენობის სითხის ერთბაშად მიცემამ შესაძლოა ღებინებას გაუწიოს პროვოცირება. არ დააყოლებინოთ საკვებზე სითხე და პირიქით, ახალნაჭამ პატარას ნუ მისცემთ სითხეს. თუ სპეციალური მარილოვანი ფხვნილი არ გაქვთ, შეგიძლიათ ასვათ უგაზო მინერალური წყალი, ოდნავ დამტკბარი ჩაი ან კომპოტი. საკვები მიეცით მცირე ულუფებით, თუ უარობს, ნუ დააძალებთ. ერთ ჯერზე 3-4 კოვზიც საკმარისია. სანაცვლოდ გაზარდეთ კვების ჯერადობა. თუ ინტოქსიკაცია მძიმედ მიმდინარეობს, საკვებისა და სითხის მიღებას მოჰყვება პირღებინება, ბავშვი მივარდნილია, კონტაქტში ძნელად შემოდის, ნუ დააყოვნებთ, მიმართეთ სტაციონარს. ამ შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის დეზინტოქსიკაცია ინტრავენური გადასხმების საშუალებით. გახსოვდეთ, დროულად დაწყებული მკურნალობა თავიდან აგაცილებთ გართულებებს, ბავშვის ორგანიზმი უფრო მალე აღიდგენს ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და თქვენც მალევე დაუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.