სკოლიოზი და ტანადობის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სკოლიოზი და ტანადობის დარღვევა

1. დასვით ბავშვი სკამზე, გაუსწორეთ მხრები და ხელები მხრების დონეზე გააშლევინეთ. თუ ხელები თანდათან დაუშვა, მხრები დაეწია, ზურგში მოიხარა, ეს ნიშნავს, რომ ზურგის კუნთები მეტისმეტად სუსტი აქვს სწორი ტანდეგობის შესანარჩუნებლად და გამაგრებას მოითხოვს.

2. გახადეთ წელს წევით, დააყენეთ თქვენ წინ და დაუკვირდით. იდეალური ვარიანტია, როცა ხერხემალი კისრისა და წელის არეში მოხრილია (შედრეკილია), ხოლო გულმკერდისა და მენჯის არეში - ამობურცული. თუ ხერხემლის გულმკერდის ნაწილი უკან იხრება, თავი - წინ, ხოლო მუცელი გამობერილია, ეს ტანდეგობის დარღვევაზე მიუთითებს. თუ ცალი მხარი მეორეზე მაღლაა, ბეჭის კუთხეები ასიმეტრიულია, ხერხემლის სვეტი გვერდზეა გადახრილი - საქმე გვაქვს სკოლიოზთან. სასწრაფოდ აჩვენეთ ბავშვი ორთოპედს.

3. დააყენეთ ბავშვი გვერდულად, სთხოვეთ, დაიხაროს და ხელები ისე შეახოს იატაკს, რომ ფეხები მუხლებში არ მოხაროს. ამ დროს თვალნათლივ ჩანს გულმკერდის ნეკნების ამობურცულობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის სკოლიოზის დროს, ასევე - კუნთოვანი ბალიში წელის არეში წელის ნაწილის სკოლიოზის დროს.

4. სთხოვეთ ბავშვს, ზურგით მიეყრდნოს კედელს. თუ ის კედელს ეხება კეფით, ბეჭებით, დუნდულებით, ქუსლებით, ხოლო კისრისა და წელის არეში კედლამდე მცირე ადგილი რჩება, ეს ნორმალური ტანადობის მაჩვენებელია.

5. ხერხემლის მალების წვეტიან მორჩებზე გაატარეთ ბრილიატის მწვანეში დასვენებული ჩხირი. თუ ხაზი გადახრილია, ესეც გამრუდებაზე მეტყველებს. ყურადღება მიაქციეთ დუნდულების ნაოჭებს - თუ ერთი მეორეზე დაბლაა, ეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ფუნქციის დარღვევაზე და ფეხების განსხვავებულ სიგრძეზე მიუთითებს.

გირჩევთ, მცირედი ცვლილების შემთხვევაშიც კი აჩვენოთ ბავშვი ორთოპედს. გახსოვდეთ, ბავშვის ზრდასთან ერთად ხერხემლის დეფორმაციაც პროგრესირებს.

- როგორია ბავშვის ზრდის ნორმალური ტემპი?

- ხუთ წლამდე ბავშვი წელიწადში 4-6 სმ-ს იმატებს, მერე კი, თითქოს გაიწელაო - 7-10 სმ-ს. ნუ გაგიკვირდებათ - იწყება პიველი ფიზიოლოგიური აჭიმვის პერიოდი, რომელიც 2 წელიწადს გრძელდება. ამ პერიოდში მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რომ ხერხემლისა და ძვალსახსროვანი სისტემის სხვა ნაწილების მცირედი გადახრაც კი არ გამოეპაროთ. სკოლიოზის პროფილაქტიკისთვის შეიძლება მარტივი ვარჯიშების შესრულება:

  • დაადეთ ბავშვს თავზე წიგნი და სთხოვეთ, ხელების დაუხმარებლად გაიაროს.
  • ხელებგაშლილი გაატარეთ ფიცარზე ან მორზე.
  • გაუვლეთ ასფალტზე ცარცით სწორი ხაზი და სთხოვეთ, თითის წვერებზე შემდგარმა გაიაროს მასზე.

ეს ყოველივე მას სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.