რისგან შედგება ჩემი სხეული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისგან შედგება ჩემი სხეული?

- ქუჩაში სეირნობისას უამრავი სხვადასხვანაირი ადამიანი გვხვდება - გოგონები და ბიჭები, მაღლები და დაბლები, სხვადასხვა ფერის კანით, თმითა და თვალებით. ასეა ერთი შეხედვით, მაგრამ იმავდროულად ჩვენ ყველანი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ბავშვს რომ ადამიანის დახატვა ვთხოვოთ, ის ყველას ერთნაირად დახატავს - თავით, ორ-ორი ხელითა და ფეხით, ტანით, თვალებით, ცხვირით, პირით, ყურებით... სამაგიეროდ, თუ ვთხოვთ, დახატოს უცხოპლანეტელი, მიუხატავს მას რამდენიმე ხელსა და ფეხს, მისცემს უცნაურ ფორმას... ანუ, მეცნიერების ენით რომ ვთქვათ, დახატავს მას სხვაგვარი ანატომიით. ეს იმიტომ, რომ ის სხვა პლანეტიდან არის, სადაც განსხვავებული გარემო და ცხოვრების პირობებია.

- კიდევ რა საერთო აქვთ ასე განსხვავებულ ადამიანებს?

- ადამიანებს საერთო ის აქვთ, რომ მათი სხეული უამრავი უჯრედისგან შედგება. ეს უჯრედები თვალით შეუმჩნეველია, მიკროსკოპში კი კარგად ჩანს. უჯრედი ადამიანის სხეულში იმდენია, რამდენიც ცაზე ვარსკვლავი. მათ სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ერთნაირი აგებულება და შემადგენლობა აქვთ.

ყოველი უჯრედი დაფარულია გარსით, მემბრანით, რომლის შიგნითაც მოქცეულია უჯრედშიდა სითხე - ციტოპლაზმა. უჯრედის შუაში ბირთვია, რომელშიც ინახება “ჯადოსნური ჯოხები” - ქრომოსომები. სწორედ ისინი განსაზღვრავენ, ვინ გოგონაა და ვინ - ბიჭი, რა ფერის თვალები და თმა აქვს, რა ფორმის ცხვირი და ყურები, რა სიმაღლისაა და როდის გახდება მოწიფული ადამიანი.

- რამდენ ხანს ცოცხლობენ უჯრედები?

- ადამიანი ას წლამდე ცოცხლობს, ხოლო მისი უჯრედები - გაცილებით ნაკლებ ხანს: ზოგი - რამდენიმე საათს, ზოგიც - რამდენიმე კვირას ან წელიწადს. შემდეგ ისინი იხოცებიან, მათ ადგილს კი ახალი უჯრედები იკავებენ. მათ დაყოფის უნარი აქვთ: იყო ერთი, გახდა ორი. ადამიანი კარგად რომ გრძნობდეს თავს და დიდხანს ცოცხლობდეს, უჯრედები მშვიდობიანად უნდა თანაცხოვრობდნენ ერთმანეთთან. როდესაც ისინი ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ, წარმოიშობა ალერგია და სხვა დაავადებები. ვირუსი, იჭრება რა ადამიანის ორგანიზმში, იწყებს ერთი უჯრედის დაპყრობას და მტრულად განაწყობს მას სხვა უჯრედების მიმართ. ამის შედეგად ჩვენ გვიწევს სიცხე, გვეწყება ყელის ტკივილი. უჯრედები რომ უფრო მეგობრულები იყვნენ, ხოლო ჩვენი ჯანმრთელობა - უფრო მტკიცე, საჭიროა სუფთა ჰაერზე ხშირად სეირნობა, გაკაჟება და დილის ვარჯიში.

- რისგან შედგება ჩვენი კანი?

- კანი სხვადასხვა ქსოვილისგან შედგება. გარეთა ქსოვილი უფრო მტკიცეა და გამძლე, შიგნითა - უფრო ნაზი და თხელი. ეს არის ლორწოვანი გარსი, რომელსაც პირის ღრუში თვალითაც ვხედავთ. ლორწოვანი გარსით ამოფენილია არა მხოლოდ პირის ღრუ, არამედ ცხვირი, ტუჩები, თვალები, კუჭი, ნაწლავებიც, ლორწოვანი გარსი კი იმიტომ ჰქვია, რომ მისი უჯრედები ლორწოს გამოყოფს. უამისოდ ეს ნაზი გარსი სწრაფად გამოშრებოდა, დასკდებოდა და დაავადდებოდა. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ვსვათ ბევრი სითხე, განსაკუთრებით - ზაფხულის სიცხეში და სურდოს დროს. გაციებისას ცხვირის ლორწოვანი გარსი დღე-ღამის განმავლობაში 1 ლიტრამდე ლორწოს გამოყოფს და ორგანიზმი შრება. ამიტომაც გვაწუხებს ავადმყოფობისას ძლიერი წყურვილი. კუნთოვან და ნერვულ ქსოვილებს თვალით ვერ ვხედავთ, ისინი ორგანიზმის შიგნითაა. კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება კუნთები, ნერვულისგან - თავისა და ზურგის ტვინი. მათ ერთმანეთთან შემაერთებელი ქსოვილი აკავშირებს. დაზიანებისას ყველაზე უკეთ აღდგება ლორწოვანი გარსი და კანი (ეპითელური ქსოვილი), ამიტომ ადვილად რჩება ნაკაწრები, მსუბუქი ჭრილობები.


- რა საჭიროა კანი?

- იგი იცავს და ათბობს ორგანიზმს. სიცივის დროს კანზე ჩნდება ხორკლი. ეს იმიტომ, რომ კანის შიდა შრეში, დერმაში, არსებული კუნთები იკუმშება, წამოსწევს კანზე არსებულ თმას და გამოყოფს ცხიმის უმნიშვნელო წვეთებს. რა საჭიროა ეს? იმისთვის, რომ სხეულმა სითბო შეინარჩუნოს. სიცხეში კანი სწორდება და გლუვი ხდება, იფარება ოფლით, რომლის აორთქლებით სხეული გრილდება და არ გადახურდება.

- რატომ აქვს კანი ზოგს თეთრი, ზოგს - მოწითალო ან მოყვითალო, ზოგს - შავი?

- რაც უფრო მუქი ფერისაა კანი, მით უფრო მეტ პიგმენტ მელანინს შეიცავს. მას გამოიმუშავებს განსაკუთრებული უჯრედები - მელანოციტები. მელანინი კანს მზით დამწვრობისგან იცავს, ამიტომ აფრიკაში, სადაც მეტად აცხუნებს მზე, მოსახლეობას კანში მელანინიც მეტი აქვს. რაც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო თეთრი კანის პატრონია.

- რატომ ჩნდება კანზე სილურჯე?

- თუ რამეს დავეჯახებით, რამეზე დავეცემით ან მაგარი საგანი მოგვხვდება, ამ ადგილას გაგვიჩნდება ლურჯი ლაქა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში თანდათან იცვლის ფერს - იღებს იასამნისფერს, მწვანეს, ყვითელს, ბოლოს კი ჩვეულ ფერს იბრუნებს. ეს ჰემოგლობინის ბრალია - ტრავმის ადგილას გამსკდარი სისხლძარღვიდან გადმოდის სისხლი, მასთან ერთად კი ჰემოგლობინიც, რომელიც იშლება და სხვადასხვა შეფერილობას იღებს.

- რატომ არის, რომ სამოსი ცვდება, კანი კი - არა?

- კანი იმიტომ არ ცვდება, რომ განუწყვეტლივ ახლდება. მაგალითად, იდაყვებზე ახალგაზრდა უჯრედები ერთი კვირის განმავლობაში რქოვანდება და კვდება, მათ ადგილს კი ახალგაზრდა უჯრედები იკავებს. მკვდარი გარქოვანებული უჯრედებიც იცავს კანს დაზიანებისგან, შემდეგ კი თანდათანობით აიქერცლება და ჩამოიფცქვნება.

ეს პროცესი ასეთი თანამიმდევრული რომ არ იყოს, სიცოცხლის ბოლოს ჩვენი კანის სისქე რამდენიმე მეტრს მიაღწევდა, თანაც გარქოვანებული კანი, ისევე როგორც მჭიდრო სამოსი, სხეულს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ამიტომაც არის სასარგებლო, ზაფხულში პატარები ტრუსების ამარა ვატაროთ - კანი უკეთ ისუნთქებს და მზის სხივებიც უკეთ მოხვდება.

- რა საჭიროა თმა?

- თმა თერმოიზოლატორია - ზამთარში გვათბობს, ხოლო ზაფხულში გადახურებისგან გვიცავს. რაც უფრო ხვეულია თმა, მათ უფრო მეტ ჰაერს აკავებს. ამით აიხსნება, რომ ზანგებსა და არაბებს ხშირი, ხუჭუჭა თმა აქვთ - ის მათ მზის დაკვრისგან იცავს.

- როგორ ამოდის თმა?

- როგორც ბოსტანში - მწვანილი. თითოეული თმის ძირი კანის უჯრედებშია ჩამაგრებული. უჯრედის გამრავლების შედეგად თმაც იზრდება. ის თვეში დახლოებით 1 სანტიმეტრს იმატებს. თმა კარგად რომ გაიზარდოს, ხშირი და ჯანმრთელი იყოს, მისი ძირები კარგად უნდა იკვებებოდეს, ამისთვის კი ორგანიზმს უნდა მიეწოდოს საჭირო ნივთიერებები, ვიტამინები, მინერალები. თმის ზრდის შეფერხება ორგანიზმში მიმდინარე არასასურველ პროცესებზე მიუთითებს.