ტანდეგობაზე პატარაობიდანვე უნდა ვიზრუნოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტანდეგობაზე პატარაობიდანვე უნდა ვიზრუნოთ

  • კისრის ლორდოზი;
  • გულმკერდის კიფოზი;
  • წელის ლორდოზი;
  • გავის კიფოზი.

ხერხემლის ასეთი ფორმა სხეულს მოქნილობასა და სიმტკიცეს სძენს, წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება.

გამოყოფენ ტანდეგობის 5 ძირითად ტიპს:

  • ნორმალური ტანდეგობა - ახასიათებს ზომიერად გამოხატული ფიზიოლოგიური ნადრეკები და სხეულის ყველა ნაწილის სიმეტრიული განლაგება;
  • ბრტყელი ზურგი - ფიზიოლოგიური ნადრეკები სუსტადაა განვითარებული. მენჯის დახრის კუთხე შემცირებულია. ასეთი ტანდეგობისას ხერხემლის გამძლეობა ნაკლებია და არახელსაყრელ პირობებში არცთუ იშვიათად სკოლიოზი ვითარდება;
  • მრგვალი ზურგი - ახასიათებს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების სიმკვრივე და მენჯის დახრის კუთხის გაზრდა;
  • წელში ოდნავ მოხრილობა - გულმკერდის კიფოზი ძლიერდება, რის გამოც სუსტდება კისრისა და წელის ლორდოზი. ასეთ ბავშვებს გულმკერდი ჩავარდნილი აქვთ, მუცელი - გამოვარდნილი, მხრები - ოდნავ წინ წამოწეული, მუხლები - დგომისას ოდნავ მოხრილი;
  • ტანდეგობის დარღვევა ფრონტალურ სიბრტყეში. მისთვის დამახასიათებელია ხერხემლის სტრუქტურების არამუდმივი ცვლილება. ვინაიდან ასეთი გადახრა მუდმივი არ არის, შესაძლებელია გამოსწორდეს ბავშვის სხეულის გასწორების გზითაც კუნთების დაჭიმვის ხარჯზე.

ტანდეგობის შეფასებისას გასათვალისწინებელია თავისა და მხრის სარტყლის მდებარეობა, ხერხემლის კონფიგურაცია, მენჯის დახრისა და ქვედა კიდურების ღერძით შექმნილი კუთხის სიფართოვე.

- რა არის ხერხემლის დეფორმაციის მთავარი მიზეზი?

- მთავარი მიზეზი ჩონჩხის განვითარების ანომალიებია. ეს ანომალიები იზოლირებულიც შეიძლება იყოს და ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების არასწორ განვითარებასაც უკავშირდებოდეს. რა ასაკში გამოვლინდება დეფორმაცია, ეს, ერთი მხრივ, ანომალიის სახეობაზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი პათოლოგიური პროცესის ინტენსივობაზე. იშვიათად ის წლამდე ასაკში ვლინდება, უმეტესად კი გვიან იჩენს თავს და თანდათან ძლიერდება. ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა სკოლიოზი - ხერხემლის გვერდითი გამრუდება.

- როგორ უნდა გაისინჯოს ბავშვი?

- ბავშვი ისინჯება ფეხზე მდგომი, წინიდან, გვერდიდან, უკნიდან. შემდეგ სთხოვენ, მაქსიმალურად გადაიხაროს წინ, ნიკაპი გულმკერდზე მიიდოს, ხოლო ხელები დაუშვას. ამ პოზიციაში ვლინდება ნეკნოვანი კუზი ტორსის დაზიანებით. წინიდან ფასდება ლავიწის დგომა, გულმკერდის ანომალიები. სკოლიოზის არსებობა-არარსებობის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს:

  • მხრების დგომას;
  • თავის მდგომარეობას (ყურის ნიჟარების სიმეტრიულობა ჰორიზონტალური ხაზის მიმართ);
  • ბეჭის ზედა და ქვედა კიდეების პარალელურობას;
  • მენჯის გადახრას;
  • ქვედა კიდურების სხვადასხვა სიგრძეს;
  • გულმკერდის დეფორმაციებს (ჩავარდნილი, ე.წ. მეწაღისებური და ამოზნექილი - ე.წ. ქათმის გულმკერდი);
  • წელის სამკუთხედის სიმეტრიულობას;
  • ხერხემლის მალების მახვილისებური მორჩების შემაერთებელი ხაზის დეფორმაციას.

- არსებობს თუ არა ტესტები, რომელთა მეშვეობითაც მშობელი დამოუკიდებლად გაარკვევს ბავშვის ხერხემლის სვეტის მდგომარეობას?

- ხერხემლის დეფორმაცია უნდა ვივარაუდოთ, თუ ბავშვი უჩივის წელის ტკივილს, ადვილად დაღლას; დადის მოხრილი ან გვერდზე გადახრილი, ცალმხარჩამოშვებული. ამ შემთხვევაში ის ორთოპედს აჩვენეთ. არსებობს სპეციალური ორთოპედიული ტესტები, რომელთა მეშვეობით დამოუკიდებლადაც შეიძლება დავადგინოთ ხერხემლის მდგომარეობა:


1. დასვით ბავშვი სკამზე, გაუსწორეთ მხრები და ხელები მხრების სიმაღლეზე გააშლევინეთ. თუ ხელები თანდათან დაუშვა, მხრები დაეწია, წელში მოიხარა, ეს ნიშნავს, რომ ზურგის კუნთები მეტისმეტად სუსტი აქვს სწორი ტანდეგობის შესანარჩუნებლად და გამაგრება სჭირდება.

2. გახადეთ წელს ზევით, დააყენეთ თქვენ წინ და დააკვირდით: იდეალური ვარიანტია, როცა ხერხემალი კირსისა და წელის არეში მოხრილია (შედრეკილია), ხოლო გულმკერდისა და მენჯის არეში - ამობურცული. თუ ხერხემლის გულმკერდის ნაწილი უკან იხრება, თავი - წინ, ხოლო მუცელი გამობერილია, ეს ტანდეგობის დარღვევაზე მიუთითებს. თუ ცალი მხარი მეორეზე მაღლაა, ბეჭის კუთხეები ასიმეტრიულია, ხერხემლის სვეტი გვერდზეა გადახერილი - საქმე გვაქვს სკოლიოზთან.

3. დააყენეთ ბავშვი გვერდულად. სთხოვეთ, დაიხაროს და ხელები ისე შეახოს იატაკს, რომ ფეხები მუხლებში არ მოხაროს. ამ დროს თვალნათლივ ჩანს გულმკერდის ნეკნების ამობურცულობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის სკოლიოზის დროს, ასევე - კუნთოვანი ბალიში წელის არეში წელის ნაწილის სკოლიოზის დროს.

4. სთხოვეთ ბავშვს, ზურგით მიეყრდნოს კედელს. ნორმალური ტანდეგობის შემთხვევაში კეფა, ბეჭები, დუნდულები და ქუსლები კედელს უნდა ეხებოდეს, ხოლო კისრისა და წელის არეში კედლამდე მცირე ადგილი რჩებოდეს.

5. ხერხემლის მალების წვეტიან მორჩებზე გაატარეთ ბრილიანტის მწვანეში დასველებული ჩხირი.

თუ ხაზი გადახრილია, ეს ხერხემლის გამრუდებაზე მეტყველებს. ყურადღება მიაქციეთ დუნდულების ნაოჭებს. თუ ერთი მეორეზე დაბლაა, ეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ფუნქციის დარღვევასა და ფეხების სხვადასხვა სიგრძეზე მიუთითებს. გირჩევთ, მცირედი ცვლილების შემთხვევაშიც კი აჩვენოთ ბავშვი ორთოპედს. გახსოვდეთ: ბავშვის ზრდასთან ერთად ხერხემლის დეფორმაციაც პროგრესირებს.

- როგორია ბავშვის ზრდის ნორმალური ტემპი ასაკთან მიმართებით?

- ხუთ წლამდე ბავშვი წელიწადში 4-6 სმ-ს იმატებს, მერე კი, თითქოს გაიწელაო - 7-10 სმ-ს. ნუ გაგიკვირდებათ - იწყება პირველი ფიზიოლოგიური აჭიმვის პერიოდი, რომელიც 2 წელიწადს გრძელდება. ამ პერიოდში მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, რომ ხერხემლისა და ძვალსახსროვანი სისტემის სხვა ნაწილების მცირედი გადახრაც კი არ გამოეპაროთ.

- ძალზე აქტუალურია ე.წ. სასკოლო სკოლიოზი. როგორ ავაცილოთ ის თავიდან ბავშვს?

- პირველი სასკოლო სკოლიოზის დიაგნოზი ორთოპედებმა უარყვეს, ვინაიდან დადასტურდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას სკოლაში მიყვანისას უკვე აღენიშნებოდა ტანდეგობის დარღვევა, ხოლო მათ მცირე ნაწილს სკოლიოზის ნიშნებიც ეტყობოდა. თანამედროვე თვალთახედვით, სასკოლო სკოლიოზი შეიძლება მივაკუთვნოთ იდიოპათიური სკოლიოზების რიცხვს, რომლებიც 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებთან სხვადასხვა არახელსაყრელი ფაქტორის ზემოქმედებით ვლინდება. ასეთი ფაქტორებია: კუნთების სისუსტე. არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა, ჰიპოდინამია - ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, რომლის თავიდან აცილების ერთადერთი გზა რეგულარული ფიზიკური ვარჯიშია, ფიზიკური დატვირთვის მიმართ ხერხემლის გამძლეობის შესუსტება, განსაკუთრებით - აქტიური ზრდის პერიოდში. სკოლიოზის ეს ფორმა დროებით მოვლენად ვერ ჩაითვლება - ბავშვისთვის გაცილებით იოლია ჩვეულ, არასწორ პოზაში ჯდომა და სიარული, რის გამოც ფუნქციური ცვლილებები შესაძლოა სტრუქტურულში გადაიზარდოს. თუ დეფორმაციამ II-III ხარისხს მიაღწია, დაზიანება მუდმივი და შეუქცევადი ხდება. სკოლიოზის პრევენცია ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორ ტანდეგობას მხოლოდ კოსმეტიკური მნიშვნელობა კი არ აქვს, არამედ შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობასაც განაპირობებს. სწორი ტანდეგობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია დღის ოპტიმალური რეჟიმი, ძილი, მუშაობისა და დასვენების სწორად გადანაწილება, რაციონალური კვება, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი. პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი დილის გამამხნევებელ ვარჯიშს. სუფთა ჰაერზე სეირნობასა და თამაშს, გააკაჟეთ (სველი ტილოთი დაზელა, მზისა და წყლის აბაზანები, კონტრასტული შხაპი). მოზარდმა, რომელსაც ტანდეგობის დარღვევა და, მით უფრო, სკოლიოზი აქვს, დღეში 1,5-2 საათი მაინც უნდა დაისვენოს ზურგზე ან მუცელზე დაწოლილმა და სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ამავე მდგომარეობაში იმეცადინოს. ასეთი ბავშვისთვის აუცილებელია ორთოპედის მეთვალყურეობა, ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები. სამკურნალო ფიზკულტურა მიმართული უნდა უნდა იყოს მთელი სხეულის კუნთების გაძლიერებისკენ - ამ გზით ხერხემლის მობილურობაც გაიზრდება.

- რომელი ვარჯიშების შესრულება შეიძლება შინ?

- სკოლიოზის პროფილაქტიკისთვის შეიძლება მარტივი ვარჯიშების შესრულება:

  • დაადეთ ბავშვს თავზე წიგნი და სთხოვეთ, გაიაროს, თან ხელების დაუხმარებლად შეინარჩუნოს წონასწორობა;
  • ხელგაშლილი გაატარეთ ფიცარზე ან მორზე;
  • გაუვლეთ ასფალტზე ცარცით სწორი ხაზი და სთხოვეთ, თითის წვერებზე შემდგარმა გაიაროს მასზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ტანდეგობის დარღვევა იქნება ეს თუ სკოლიოზი, სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ ორთოპედთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს. არ გირჩევთ ტრენაჟორებზე თუ ფიტნესკლუბში, ასევე იოგას სისტემით ვარჯიშს სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე.

ფაქტები ბავშვთა ტანდეგობის შესახებ

  • ჭარბი წონა ცუდ ტანდეგობას იწვევს - სხეულის სიმძიმის ცენტრი გადაინაცვლებს და ბავშვი იძულებული ხდება, მოკუზულმა იაროს;
  • არანაკლებ სახიფათოა ხერხემლისთვის ფეხით დიდხანს სიარული. გამხდარ ბავშვებს უყალიბდებათ დუნე ტანდეგობა - წინ გამოვარდნილი მუცელი, ჩამოკიდებული მხრები;
  • ცურვა სკოლიოზის საუკეთესო პროფილაქტიკაა. ბავშვი ადრეული ასაკიდანვე აუცილებლად ატარეთ აუზზე;
  • ხერხემლის ფორმის ცვლილება გარდაუვალია, თუ ბავშვს რბილ, დრეკადზედაპირიან საწოლზე სძინავს. შეიძინეთ მისთვის ორთოპედიული ლეიბი;
  • ტანდეგობას საფრთხეს უქმნის მძიმე სასკოლო ზურგჩანთა, თუ მისი წონა სხეულის მასის 10%-ს აღემატება;
  • ტანდეგობის დეფექტი ხშირად ახლავს თან ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკულ პროცესებს და ორგანიზმის დასუსტებაზე მიუთითებს. სისუსტის მიზეზი დროულად უნდა გამოვლინდეს და აღმოიფხვრას.