დიარეა ადრეულ ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიარეა ადრეულ ასაკში

მაშ, რა იწვევს დიარეას?

თავდაპირველად, მოდი, განვმარტოთ: ადრეულ ასაკში დიარეა ანუ ნაწლავთა აშლილობა ეწოდება ნაწლავთა მოქმედებას 24 საათის განმავლობაში სამჯერ და უფრო მეტჯერ თხელი, სითხის უხვად შემცველი განავლით. დიარეას, რომლის ხანგრძლივობა 14 დღეს არ აღემატება, მწვავე დიარეა ჰქვია, ხოლო თუ 14 დღეზე მეტხანს გაგრძელდა - გახანგრძლივებული დიარეა. თვითონ დიარეა დაავადება არ არის, ის რომელიმე დაავადების ნიშანია.

დიარეით მიმდინარე ეპიდემიებს გასულ საუკუნეებში არაერთხელ გამოუწვევია ადამიანთა დიდი მსხვერპლი.

დიარეის მიზეზი ყველაზე ხშირად ვირუსია, თუმცა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიამ, პარაზიტმა. ამ ტიპის დაავადებას ინფექციური დიარეა ეწოდება. ზოგჯერ დიარეა სულაც არ არის განპირობებული მიკრობებით და სრულიად სხვა დაავადების ნიშანია.

ვირუსულ დიარეას შესაძლოა თან ახლდეს ცხელება, ღებინება, მუცლის, თავის ტკივილი, უმადობა. მთელ მსოფლიოში ინფექციური დიარეის ყველაზე ხშირი გამომწვევი როტავირუსია. სტატისტიკური მონაცემებით, სამი წლისთვის პრაქტიკულად ყველა ბავშვი ერთხელ მაინც არის ინფიცირებული როტავირუსით. ორ წლამდე ეს ინფექცია განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა.

ბაქტერიული და პარაზიტული დიარეის უხშირესი მიზეზია ბავშვის დასნებოვნება ჭუჭყიანი ხელებით, გაურეცხავი ან ბაქტერიებით დაბინძურებული პროდუქტებით ან დაბინძურებული სასმელი წყლით.

იცით, რატომაა საშიში დიარეა? იმიტომ, რომ თხიერ განავალთან ერთად ორგანიზმიდან იკარგება სითხე და მინერალური ნივთიერებები, რაც ორგანიზმის გაუწყლოებას და გამოფიტვას იწვევს. ამას ექიმები დეჰიდრატაციას უწოდებენ.

აი, იმ ნიშანთა ჩამონათვალი, რომლებითაც ორგანიზმის გაუწყლოება უნდა ამოვიცნოთ:

  • შარდვის შემცირება;
  • პირის სიმშრალე, ენისა და ტუჩების სიმშრალე;
  • ჩაცვენილი თვალები;
  • სისუსტე, ძილიანობა ან, პირიქით, აგზნებადობა, ჭირვეულობა.

გაუწყლოების ნიშნების გამოვლენისას ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. სანამ პატარას გასინჯავს, ექიმი გკითხავთ:

  • ხომ არ გიმოგზაურიათ ბოლო ხანს საზღვარგარეთ;
  • ხომ არ შესულა ბავშვი კონტაქტში ვინმესთან, ვისაც ანალოგიური ნიშნები ჰქონდა;
  • ხომ არ იღებდა ანტიბიოტიკებს დიარეამდე;
  • ახლახან ხომ არ მკურნალობდა საავადმყოფოში.

ახლა დიარეის მკურნალობის საკითხებს შევეხოთ. უპირველესად, აუცილებელია, ბავშვს სათანადო რაოდენობით მივაწოდოთ სითხეები და მინერალური მარილები. ამ პროცესს რეჰიდრატაცია ეწოდება.

შესთავაზეთ უგაზო მინერალური წყალი, სუფთა სასმელი წყალი, ჩაი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. დიარეის მკურნალობის მთავარი მიზანი დაკარგული სითხისა და მინერალური ნივთიერებების მარაგის შევსებაა, ამისთვის კი ბავშვმა ელექტროლიტური ხსნარი უნდა მიიღოს. ელექტროლიტური ხსნარი მზადდება მინერალური მარილებისგან, რომლებსაც ფარმაცევტული მრეწველობა ფხვნილის სახით უშვებს. ის სუფთა სასმელ წყალში იხსნება.

სარეჰიდრატაციო ხსნარი ასე მზადდება:

1. დაიბანეთ ხელები საპნით.

2. ჩაყარეთ სარეჰიდრატაციო ფხვნილი სუფთა, მშრალ ჭურჭელში.

3. დაამატეთ საჭირო რაოდენობის სუფთა სამელი წყალი.

4. ურიეთ, სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება.

მომზადებული ხსნარი ვარგისია მხოლოდ 1 დღის განმავლობაში. ის თავდახურული უნდა შეინახოთ. პატარას ხსნარი უნდა მისცეთ მცირე ულუფებით. გააგრძელეთ სხვა სითხეების მიცემაც. თუ ბავშვს აღებინებს, 10 წუთით შეასვენეთ, მერე კი განაახლეთ ხსნარის მიცემა.


ასაკის მიხედვით, საჭიროა ელექტროლიტური ხსნარის შემდეგი რაოდენობა:

  • 2 წლამდე - 50-100 მლ ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ;
  • 2 წლიდან - 100-200 მლ ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ.

დაავადების სიმძიმის მიხედვით, ექიმი ელექტროლიტური ხსნარის მიცემის სხვადასხვა გეგმას შეგიდგენთ და თუთიასაც დაუნიშნავს ბავშვს. ეს პრეპარატი ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას და გამოყოფილი სითხის რაოდენობას. მრავალი კვლევითაა დადასტურებული, რომ დიარეის გახანგრძლივებაში ერთ-ერთი დამნაშავე სწორედ თუთიის დეფიციტია.

მედიკამენტურ მკურნალობას ექიმი დაავადების მიზეზის მიხედვით შეარჩევს: თუ პატარას ბაქტერიებით გამოწვეული დიარეა, მაგალითად, დიზენტერია აქვს, ანტიბიოტიკს დაუნიშნავს, ვირუსული ინფექციის დროს კი ანტიბიოტიკები არ აუმჯობესებს მდგომარეობას, მეტიც - შესაძლოა, მიკრობთა რეზისტენტობა (ანტიბიოტიკებისადმი მედეგობა) გამოიწვიოს, უფრო მეტად დააზიანოს ნაწლავური ფლორა და მდგომარეობა გააუარესოს.

ვირუსულ დიარეას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. საკმარისია სითხეების ადეკვატური მიწოდება და ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღმდგენი მედიკამენტების - პრობიოტიკების მიცემა. ეს მედიკამენტები დიარეის ხანგრძლივობას ამცირებს.

ცხელების დროს პარაცეტამოლი და იბუპროფენი გამოგადგებათ. ანტიდიარეული - ე.წ. “შემკვრელი” მედიკამენტები მრავალი გვერდითი ეფექტის გამო ბავშვთა ასაკში რეკომენდებული არ არის. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც ნაწლავთა გაუვალობაა.

საჭიროა თუ არა დიეტა დიარეის დროს?

მშობლები ხშირად თვითნებურად აშიმშილებენ ბავშვს. კისელი, ბრინჯის ნახარში, ჩაი და ორცხობილა საქმეს ვერ უშველის. მეტიც - ასეთი დიეტა გაუმართლებელია, რადგან დიარეის დროს ისედაც მცირდება ნაწლავებიდან სასარგებლო ნივთიერებების ათვისება, არასრულფასოვანი კვება კი აუცილებლად გამოიწვევს ორგანიზმის გამოფიტვას და შედეგად მდგომარეობის გაუარესებას.

თუ პატარა ძუძუს წოვს, აწოვეთ უფრო ხშირად, ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს კი გაუგრძელეთ ჩვეული კვება. ბავშვს არ მისცეთ ისეთი საკვები, რომელიც ავადმყოფობამდე არ მიუღია. რაციონიდან ამოიღეთ ხილის კონცენტრირებული წვენები, უალკოჰოლო ტკბილი სასმელები და შაქრის დიდი ოდენობით შემცველი სხვა პროდუქტები.

საჭიროა თუ არა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა?

მწვავე დიარეის დროს გამოკვლევების რუტინული ჩატარება, ჩვეულებრივ, საჭიროდ არ მიიჩნევა, გახანგრძლივებულ ან მძიმე შემთხვევებში კი ექიმი სისხლისა და განავლის გამოკვლევას დაგეგმავს.

ინფექციური გასტროენტერიტის პროფილაქტიკა ჰიგიენურ ღონისძიებათა დაცვაა. დადგენილია, რომ ძუძუთი კვება საგრძნობლად ამცირებს ნაწლავური ინფექციებით ავადობის სიხშირეს.

აცრა ტარდება მხოლოდ ყველაზე ხშირი და მძიმე ინფექციის გამომწვევის - როტავირუსის წინააღმდეგ ცოცხალი ვაქცინით, რომელსაც ჩვილი ორ ულუფად იღებს 2 თვის და 3 თვის ასაკში.

საბედნიეროდ, ინფექციური დიარეის თავიდან აცილება არ არის ძნელი. ამისთვის საჭიროა მარტივი ჰიგიენური ღონისძიებების დაცვა.

  • პატარაობიდანვე ასწავლეთ ბავშვს ტუალეტიდან გამოსვლის, ქუჩიდან დაბრუნების, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, ჭამის წინ ხელების დაბანა.
  • არ აჭამოთ გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული.
  • ჩაუტარეთ როტავირუსის საწინააღმდეგო გეგმური ვაქცინაცია.

და გახსოვდეთ, ძუძუთი კვება ბავშვს დიარეული დაავადებებისგან იცავს.