ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა ანომალიები და დაავადებები

შესაძლებელია, აღნიშნული პათოლოგია ნაკლებად მწვავედაც მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში ვლინდება ატონია (კუნთების ტონუსის მოშლა), არეფლექსია, ძილიანობა, აპნოე (ძილში სუნთქვის ხანმოკლე შეკავება), თვალების ქანქარასებრი მოძრაობა და სიელმე.

დიაგნოზი

ნათხემში სისხლჩაქცევების დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნების, ქალაშიდა წნევის მატების, ტვინის ულტრაბგერითი და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევების მონაცემების მიხედვით.

მკურნალობა

ნათხემში სისხლჩაქცევების მკურნალობა გულისხმობს სასწრაფო ნეიროქირურგიულ ჩარევას ადრეული დეკომპენსაციის მიზნით. პროგრესირებადი ჰიდროცეფალიის შემთხვევაში კეთდება შუნტირება (შუნტირება სჭირდება ნათხემში სისხლჩაქცევების მქონე ბავშვების ნახევარს).

პროგნოზი

ნათხემში სისხლჩაქცევების პროგნოზი, როგორც წესი, არაკეთილსაიმედოა, განსაკუთრებით - დღენაკლულ ბავშვებში. ნათხემის დესტრუქციისას გადარჩენილ ბავშვებს აღენიშნებათ შემდეგი დარღვევები: ატაქსია, მოუქნელი მოძრაობები, ტრემორი, დიზმეტრია და სხვა. ლიქვორის გზების (თავზურგტვინის სითხის გზების) ბლოკადისას ვითარდება პროგრესირებადი ჰიდროცეფალია.

ახალშობილებში არატიპური სისხლჩაქცევის მიზეზი შეიძლება გახდეს სისხლძარღვების ანომალია, სიმსივნური წარმონაქმნი, კოაგულოპათია და ჰემორაგიული ინფარქტი. საკმაოდ ხშირად ჰემორაგიული დიათეზის ნაირსახეობას წარმოადგენს К-ვიტამინდეფიციტური ჰემორაგიული სინდრომი, ჰემოფილია, ახალშობილების იზოიმუნური თრომბოციტოპენიური პურპურა. ახალშობილებში ჰემორაგიების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს თანდაყოლილი თრომბოციტოპათია, რასაც, თავის მხრივ, იწვევს მშობიარობის წინ დედისთვის აცეტილსალიცილის მჟავას და სულფანილამიდური პრეპარატების დანიშვნა. ამ დროს სისხლჩაქცევა, ძირითადად, სუბარაქნოიდულია და არ არის მძიმე ხასიათის.

ნეონატალური ქალაშიდა სისხლჩაქცევა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილმა არტერიულმა ანევრიზმამ, არტერიოვენურმა ანომალიამ, აორტის კოარქტაციამ, თავის ტვინის სიმსივნემ (ტერატომა, გლიომა, მედულობლასტომა).

ზურგის ტვინის ტრავმა

ზურგის ტვინის ტრავმის მიზეზი მექანიკური ფაქტორების ზემოქმედებაა (გადამეტებული ტრაქცია (მოქაჩვა) ან როტაცია (მოტრიალება)) პათოლოგიური მშობიარობის დროს. შეიძლება ზურგის ტვინში სისხლი ჩაიქცეს, ნერვი დაიჭიმოს, მიიჭყლიტოს ან გაწყდეს.

აღსანიშნავია, რომ ახალშობილის ხერხემალი და მისი მაკავშირებელი აპარატი უფრო ფართოა, ვიდრე ზურგის ტვინი, რომელიც ზემოდან ფიქსირდება მოგრძო ტვინით და მხრის წნული ფესვებით, ქვემოდან კი ცხენის კუდით (ზურგის ტვინის წელის, გავისა და კუდუსუნის ფესვების ერთობლიობა, რომელიც მდებარეობს ხერხემლის არხში, ზურგის ტვინის საზღვრის ქვევით (წელის მეორე მალა). ამიტომ ყველაზე ხშირად ზიანდება კისრის ქვედა და გულმკერდის ზედა უბანი, ანუ ზურგის ტვინის ყველაზე მოძრავი ნაწილი. ხერხემლის მეტისმეტად გაჭიმვამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ღეროს ჩამოწევა და მისი ქალას დიდ ხვრელში ჩაჭედვა. სამშობიარო ტრავმის დროს შეიძლება ზურგის ტვინი გაიგლიჯოს და ამ დროს ხერხემალი არც კი დაზიანდეს. ამ შემთხვევაში რენტგენოლოგიური კვლევით პათოლოგია არ დადგინდება.

ზურგის ტვინის დაზიანების მწვავე პერიოდში ნეირომორფოლოგიური ცვლილებები გამოიხატება ძირითადად ეპიდურალურ და ინტრასპინალურ სისხლჩაქცევებში, ძალიან იშვიათად შეიმჩნევა ხერხემლის დაზიანება - ეს შეიძლება იყოს ხერხემლის ეპიფიზების მოტეხილობა ან შეცილება. შემდგომში გარსსა და ზურგის ტვინს შორის ყალიბდება ფიბროზული შეხორცებები, ნეკროზული უბნები, კისტები და ირღვევა ზურგის ტვინის არქიტექტურა.

ზურგის ტვინის ტრავმის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ტრავმის სიმძიმესა და დაზიანების დონეზე. მძიმე შემთხვევაში გამოხატულია სპინალური შოკის სურათი: სისუსტე, ადინამია, კუნთოვანი ჰიპოტონია, არეფლექსია, დიაფრაგმული სუნთქვა, სუსტ ხმაზე ტირილი. შარდის ბუშტი გაწელილია, ანუსი ღიაა. ბავშვი სუნთქვის დარღვევების სინდრომის მქონე ავადმყოფს ჰგავს. მკვეთრადაა გამოხატული ე.წ. მოშორების რეფლექსი: ერთეულ ჩხვლეტაზე ფეხი იხრება და იშლება რამდენჯერმე ყველა სახსარში, რაც პათოგნომურია ზურგის ტვინის დაზიანების დროს. შეიძლება იყოს მგრძნობელობისა და მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევაც. შემდგომში პათოლოგიური პროცესი 2 სახით შეიძლება წარიმართოს. იშვიათად სპინალური შოკის მდგომარეობა ნარჩუნდება და ბავშვები იღუპებიან სუნთქვის უკმარისობით, ხშირად კი სპინალური შოკის მდგომარეობა თანდათანობით რეგულირდება, მაგრამ ბავშვს კიდევ კვირების ან თვის განმავლობაში აღენიშნება ჰიპოტონია. ამ პერიოდში დაზიანების ზუსტი დონის დადგენა და ტრავმის ქვემოთ და ზემოთ კუნთების ტონუსს შორის სხვაობის შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს აიხსნება ნერვული სისტემის არასათანადო სიმწიფით, ზურგის ტვინისა და ფესვების დაჭიმვით მთელ სიგრძეზე და მრავლობითი სისხლჩაქცევებით. შემდეგ ჰიპოტონიას ცვლის სპასტიკურობა (კუნთების დაჭიმულობა) და აქტიურობის რეფლექსის გაძლიერება. ფეხები ბავშვს „სამმაგი მოხრის“ მდგომარეობაში აქვს, გამოხატულია ბაბინსკის სიმპტომი (სხივის ძვალზე ჩაქუჩის დარტყმისას ხელისა და თითების მოხრა წინამხრის ერთდროული პრონაციის გარეშე). ზედა კიდურებში ნევროლოგიური დარღვევები დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე. მხრის წნულის შექმნაში მონაწილე სტრუქტურების დაზიანებისას ნარჩუნდება ჰიპოტონია და არეფლექსია, თუ პათოლოგიური პროცესი ლოკალიზდება კისრის შუა ან ზედა ნაწილებში, მაშინ ზედა კიდურების სპასტიკურობა მატულობს. გარდა ამისა, ვითარდება ვეგეტაციური დარღვევები: ოფლიანობა, ვაზომოტორული ფენომენი. შეიძლება კუნთებისა და ძვლების ტროფიკული ცვლილებებიც განვითარდეს. მსუბუქი სპინალური ტრავმის დროს ვითარდება გარდამავალი ხასიათის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. იგი განპირობებულია ჰემოლიქვორდინამიკური დარღვევებით, შეშუპებით, კუნთების ტონუსის შეცვლით, მამოძრავებელი და რეფლექტორული რეაქციით.

დიაგნოზი

ზურგის ტვინის ტრავმის დიაგნოზი დგინდება შემდეგი მონაცემების საფუძველზე: მშობიარობა ნაყოფის მენჯით წინმდებარეობისას, კლინიკური ნიშნები, მაგნიტურ-რეზონანსული და ელექტრომიოგრაფიული კვლევების მონაცემები. ზურგის ტვინის ტრავმა შეიძლება შერწყმული იყოს ხერხემლის დაზიანებასთან, ამიტომ აუცილებელია რენტგენოლოგიური და თავზურგტვინის სითხის კვლევა.

მკურნალობა

ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობა სავარაუდო ტრავმირებული უბნის იმობილიზაციაა (კისრის ან წელის უბანი). მწვავე პერიოდში ტარდება დეჰიდრატაციული თერაპია (დიაკარბი, ტრიამტერენი, ფუროსემიდი), ინიშნება ჰემორაგიის საწინააღმდეგო საშუალებები (ვიკასოლი, რუტინი, ასკორბინის მჟავა და სხვა). აღდგენის პერიოდში ნაჩვენებია ორთოპედიული რეჟიმი, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპია, ელექტროსტიმულაცია. სამკურნალო მიზნით ასევე გამოიყენება ალოე, ატფ, დიბაზოლი, პიროგენალი, ბ ჯგუფის ვიტამინები, პროზერინი და სხვა.

თუ ბავშვი ზურგის ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდში არ იღუპება, მაშინ გამოსავალი დამოკიდებულია ანატომიური ცვლილებების გამოხატულების სიმძაფრეზე. მდგრადი ნევროლოგიური დარღვევების დროს ბავშვები საჭიროებენ ხანგრძლივ აღდგენით თერაპიას.

პროფილაქტიკა

ზურგის ტვინის ტრავმის პროფილაქტიკა გულისხმობს ნაყოფის მენჯით წინმდებარეობის დროს მშობიარობის სწორად წარმართვას (იხ. ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა) და სამშობიარო ქმედებების დისკოორდინაციისას ნაყოფის ასფიქსიაა ასარიდებელი, ამ მიზნით საკეისრო კვეთის ჩატარებაა მიზანშეწონილი (ასე თავიდან იქნება აცილებული თავის ზედმეტად გადახრა).

პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმა

პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმა მოიცავს ფესვების, წნულების, პერიფერიული ნერვებისა და ქალას (თავის ტვინის) ნერვების ტრავმებს. ყველაზე ხშირია მხრის წნულის, დიაფრაგმული, სახისა და შუა ნერვის დაზიანება. პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანების სხვა ვარიანტები იშვიათად გვხვდება.

მხრის წნულის პარეზი ვითარდება ჩV-თჰI ფესვების ტრავმის შედეგად. მისი სიხშირე 1000 ცოცხლად დაბადებულ ბავშვზე 0,5-2 შეადგენს. მხრის წნულის ტრავმა (ე.წ. სამეანო პარეზი) მეტწილად დიდი წონის ახალშობილებს, ჯდომით ან ფეხებით წინმდებარეობით დაბადებულებს ემართებათ. დაზიანების ძირითადი მიზეზი სამეანო ქმედებებია, რომლებიც მაშინ ტარდება, როცა ნაყოფს ზედა კიდურები გადახრილი აქვს და ამის გამო გაძნელებულია მხრებისა და თავის გამოსვლა. თავის ტრაქცია (მოქაჩვა) და როტაცია (მობრუნება) ფიქსირებული მხრების დროს ან, პირიქით, მხრების ტრაქცია და როტაცია ფიქსირებული თავის დროს იწვევს ზურგის ტვინის, კისრის ქვედა და გულმკერდის ზედა სეგმენტების ფესვების დაძაბვას. შემთხვევათა უმრავლესობაში სამეანო პარეზი (მხრის წნულის პარეზი) ვითარდება ნაყოფის ასფიქსიის ფონზე.

პათომორფოლოგიური კვლევით ხდება პერინევრალური ჰემატომების, ნერვულ ბოჭკოებში და ფესვებში წერტილოვანი სისხლჩაქცევების აღმოჩენა. მძიმე შემთხვევაში მხრის წნულის შემქმნელი ნერვები იგლიჯება, ზურგის ტვინის ფესვები ზიანდება.

დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით მხრის წნულის პარეზი იყოფა ზედა (პროქსიმალურ), ქვედა (დისტალურ) და ტოტალურ ტიპებად.

სამეანო პარეზის ზედა ტიპი (დიუშენ-ერბი) ვითარდება მხრის წნულის ზედა ნაწილის ან კისრის ფესვების (იწყება ზურგის ტვინის ჩV-ჩVI სეგმენტიდან) დაზიანების გამო. მხრის გამწევი, შიგნით შემომაბრუნებელი, ხელის ჰორიზონტალურ დონეზე მაღლა ამწევი, მომხრელი და წინამხრის კუნთების (ე.წ. სუპინატორი) პარეზის შედეგად ირღვევა ზედა კიდურების პროქსიმული უბნების ფუნქციები. ბავშვს გაშლილი და მხრის შიგნით მოტრიალებული ხელები ტანზე აქვს მიდებული, მტევნები მოხრილია მაჯაში, თავი - დაზიანებული მხრის მხარეს დახრილი. მხრის და იდაყვის სახსრებში სპონტანური მოძრაობები შეზღუდულია ან არ არსებობს, შეზღუდულია მტევნისა და თითების მოძრაობები. აღინიშნება კუნთების ჰიპოტონია, არ არსებობს მხრის ორთავა კუნთის რეფლექსი. პარეზის ეს ტიპი შეიძლება შერწყმული იყოს დიაფრაგმულ და დამატებითი ნერვის ტრავმებთან.

სამეანო პარეზის ქვედა ტიპი (დეჟერინ-კლიუმპკი) ვითარდება მხრის წნულის შუა და ქვედა ნაწილის კონის ან ფესვების (იწყება ზურგის ტვინის ჩVII-თჰI სეგმენტებიდან) დაზიანების გამო. წინამხრების, მტევნებისა და თითების მომხრელი კუნთების პარეზის შედეგად ვითარდება კუნთების ჰიპოტონია; იდაყვების, სხივ-მაჯის სახსრების და თითების მოძრაობა შეზღუდულია; მტევანი დაკიდებულია. მხრის სახსარში მოძრაობა შენარჩუნებულია. პარეზის მხარეს გამოხატულია ბერნარ-გორნერის სინდრომი, შეიძლება ტროფიკული დაზიანებებიც გაჩნდეს. ბავშვს არ აქვს მოროს და ტაცების რეფლექსები, ვითარდება მგრძნობელობის მოშლა ჰიპერესთეზიის სახით.

სამეანო პარეზის ტოტალური ტიპის მიზეზია ზურგის ტვინის ჩV-თჰI სეგმენტებიდან მომავალი ნერვული ბოჭკოების დაზიანება. კუნთების ჰიპოტონია მკვეთრადაა გამოხატული ყველა ტიპის კუნთში. ბავშვს ხელები პასიურად აქვს ტანის გასწვრივ დაკიდებული და ადვილადაა შესაძლებელი მათი კისერზე შემოვლება - შარფის სიმპტომი. სპონტანური მოძრაობები არ არსებობს ან უმნიშვნელოა. მყესოვანი რეფლექსების გამოწვევა ვერ ხერხდება. ბავშვს აქვს ფერმკრთალი კანი, ხელები - ცივი. ზოგჯერ გამოხატულია ბერნარ-გორნერის სინდრომი. მოგვიანებით, როგორც წესი, კუნთების ატროფია ვითარდება.

სამეანო პარეზი ხშირად ცალმხრივია, მაგრამ ორმხრივიც შეიძლება იყოს. მძიმე პარეზების დროს მხრის წნულის ნერვებისა და მათი ფესვების ტრავმასთან ერთად პათოლოგიურ პროცესში ზურგის ტვინის შესაბამისი სეგმენტიც ერთვება.