ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან
ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან
ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიას და შფოთვას ფსიქიკურად არასტაბილურ პირებთან. როგორ მოქმედებს სპორტი ჯანმრთელი პირების ემოციურ მდგომარეობაზე?
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 23 სხვადასხვა სახის კვლევა, გამოიკვლიეს 1000-ზე მეტი პირის ჯანმრთელობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფიზიკურ აქტივობასა და ბედნიერების განცდას შორის პირდაპირი კავშირია. საყურადღებოა, რომ ეს კანონზომიერება დაფიქსირდა სხვადასხვა ასაკის პირებთან. როგორც ახალგაზრდები (სკოლის უფროსკლასელები და სტუდენტები), ასევე ასაკოვნები (მათ შორის "სპორტული" პენსიონერები) 1,5-ჯერ უფრო ხშირად მიიჩნევდნენ თავს ბედნიერად (თვითშეფასებით), ვიდრე იმავე ასაკის "უმოძრაო პირები".

აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც - ასაკოვანი
პირების შემთხვევაში ბედნიერების განცდა იმავდროულად გამყარებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით. მეცნიერთა აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ სპორტით დატვირთვა, თუნდაც ზომიერი ინტესივობის ფიზიკური აქტივობა, დადებით გავლენას ახდენს ემოციურ განწყობაზე ფიზიკური ნაკლის მქონე პირებთანაც კი, მაგალითად, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან.
ფიზიკური აქტივობის
დროს გამოყოფილი ბედნიერების ჰორმონებისა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა დადებითი ძვრების შესასწავლად არაერთი კვლევაა ჩატარებული. მათი შედეგები ცალსახად ადასტურებს სპორტული აქტივობის დადებით გავლენას ემოციურ მდგომარეობასა და უშუალოდ ბედნიერების განცდაზე.

ასე რომ, ივარჯიშეთ, აიმაღლეთ გუნება-განწყობა, გახალისდით და გაბედნიერდით!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
21-08-2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
11-08-2018
ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს რამდენიმე მრავალწლიანი კვლევის
23-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ითვლება, რომ სპორტსმენები გულის დაავადებებისგან დაცულები არიან. თუმცა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
ცურვის 7 წესი, რომლსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა:
ფეხბურთი ისეთივე ეფექტურია მაღალი წნევის სამკურნალოდ, როგორც წნევის დამწევი აბები. ფეხბურთის წყალობით
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად