ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან

არასტაბილურ პირებთან. როგორ მოქმედებს სპორტი ჯანმრთელი პირების ემოციურ მდგომარეობაზე?

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 23 სხვადასხვა სახის კვლევა, გამოიკვლიეს 1000-ზე მეტი პირის ჯანმრთელობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფიზიკურ აქტივობასა და ბედნიერების განცდას შორის პირდაპირი კავშირია. საყურადღებოა, რომ ეს კანონზომიერება დაფიქსირდა სხვადასხვა ასაკის პირებთან. როგორც ახალგაზრდები (სკოლის უფროსკლასელები და სტუდენტები), ასევე ასაკოვნები (მათ შორის "სპორტული" პენსიონერები) 1,5-ჯერ უფრო ხშირად მიიჩნევდნენ თავს ბედნიერად (თვითშეფასებით), ვიდრე იმავე ასაკის "უმოძრაო პირები".

აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც - ასაკოვანი პირების შემთხვევაში ბედნიერების განცდა იმავდროულად გამყარებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით. მეცნიერთა აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ სპორტით დატვირთვა, თუნდაც ზომიერი ინტესივობის ფიზიკური აქტივობა, დადებით გავლენას ახდენს ემოციურ განწყობაზე ფიზიკური ნაკლის მქონე პირებთანაც კი, მაგალითად, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან.

ფიზიკური აქტივობის დროს გამოყოფილი ბედნიერების ჰორმონებისა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა დადებითი ძვრების შესასწავლად არაერთი კვლევაა ჩატარებული. მათი შედეგები ცალსახად ადასტურებს სპორტული აქტივობის დადებით გავლენას ემოციურ მდგომარეობასა და უშუალოდ ბედნიერების განცდაზე.

ასე რომ, ივარჯიშეთ, აიმაღლეთ გუნება-განწყობა, გახალისდით და გაბედნიერდით!

თინათინ გოცაძე