ფიზიკური ვარჯიში: დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზიკური ვარჯიში: დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ვარჯიშის ნებისმიერი სხვა სახეობაც გამოგადგებათ. მთავარია, ვარჯიში რეგულარული იყოს, საუკეთესო შემთხვევაში - ყოველდღიური. ასეთია ის საფუძველი, რომელზეც შენდება ჯანსაღი სხეული - ჯანსაღი სულის სამყოფელი; ხოლო ვინაიდან ფიზიკურ სხეულთან მუშაობაზე ვაპირებთ საუბარს, ქვემოთ მოყვანილი ყველა რეკომენდაცია და რჩევა მათთვის არის განკუთვნილი, ვისი სამუშაოც ფიზიკურ შრომას არ უკავშირდება.

თუ თქვენი სამუშაო ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, დამატებითი დატვირთვა აღარ უნდა დაგჭირდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მუშაობისას ერთგვაროვან მოძრაობებს ასრულებთ. ხოლო თუ მთელი დღე ზიხართ, თქვენს ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება მოთელვა. სხვაგვარად ვერ ასცდებით მოშვებულ კუნთებს, ჭარბ წონას და პერიოდულ ან ქრონიკულ დაავადებებს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია სურვილი და დრო - დღეში თუნდაც ერთი საათი საკუთარი სხეულისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება, მთელი კვირის უძრაობა უქმე დღეებში რამდენიმესაათიანი სპორტული დატვირთვით აანაზღაუროთ - სულ არაფერს სჯობია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ რეგულარულობა და თანმიმდევრულობა წარმატების საწინდარია. ნუ შემოიფარგლებით წელიწადში ერთხელ ერთკვირიანი ლაშქრობით - ეს ფოკუსი არ გაგივათ! დავიწყოთ ყველაზე მარტივით - ყოველდღიური ვარჯიშებით. არსებობს ვარჯიშთა მრავალი კომპლექსი, რომელთა ზედმიწევნით შესრულებისას თქვენი სხეულის ყველა კუნთი გავარჯიშდება. ესენი შეიძლება იყოს უმარტივესი მოძრაობებიც - ჩაჯდომა, წინ, უკან და გვერდზე გადახრა, სხეულის, ხელებისა და ფეხების ტრიალი... თუ შეძლებთ, გამოიყენეთ ჰანტელები, ტრენაჟორები - ეს ყველაფერი მკვეთრად ზრდის ეფექტს. რა თქმა უნდა, საათობით ბუქვნა და ჰანტელების ქნევა მხოლოდ ფანატიკოსს თუ შეუძლია; ამდენს თქვენგან არავინ ითხოვს, მაგრამ თუ მოინდომებთ და დილა-საღამოს 20-30 წუთს დაუთმობთ ვარჯიშს, ორგანიზმი საუკეთესო განწყობილებას გაჩუქებთ.

დილის გამამხნევებელი ვარჯიში

ამ სიტყვებს ბევრისთვის ნაფტალინის სუნი ასდის - სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი საბჭოთა პერიოდში თავს მოხვეულ ცხოვრების წესსა და რადიოპროპაგანდასთან ასოცირდება. არადა, სპეციალისტებს სწორედ დილა მიაჩნიათ ფიტნესისთვის საუკეთესო დროდ. ასე თვით ბუნებამ დააპროგრამა ადამიანის ორგანიზმი. თუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს: გვიანობამდე არ შერჩებით წიგნს, ტელევიზორსა თუ ინტერნეტს და დილით მზესთან ერთად გაიღვიძებთ, ერთი-ორი კვირის შემდეგ სწორედ დილაობით იგრძნობთ მხნეობის პიკს და მოძრაობის სურვილს. დილის გამამხნევებელი ვარჯიში - ეს ყოველდღიური საქმიანობის დაწყების წინ შესასრულებელი ვარჯიშების შედარებით მოკლე კომპლექსია. მისი მთავარი მიზანი, სრულფასოვანი ფიტნესკომპლექსისგან განსხვავებით, ჭარბი ცხიმის დაწვა და კუნთების რელიეფის შეცვლა კი არა, ორგანიზმის გამოფხიზლება, გამხნევება და ტონუსის აწევაა. ამ მიზანს შეესატყვისება მოძრაობათა კომპლექსიც - მაგალითად, დამქანცველი ძალისმიერი და აერობული ვარჯიშების შესრულება დილაობით არ შეიძლება. დილის ვარჯიშის საშუალო ხანგრძლივობა 20-30 წუთია. ხანმოკლე, 5-10-წუთიანი ვარჯიში მსუბუქ მოთელვად ითვლება, უფრო ხანგრძლივი კი - სრულფასოვან ტრენირებად. 20-30 წუთი აუცილებელია, რათა ადამიანი კარგად გამოფხიზლდეს და სხეული მზადყოფნაში მოიყვანოს. დილის ვარჯიშის მთავარი ღირსება მისი ყოველდღიურობაა. რეგულარულობას სასწაულების მოხდენა შეუძლია: ინტენსიურ, მაგრამ იშვიათ ვარჯიშს გაცილებით უარესი შედეგი მოაქვს, ვიდრე მარტივს, მაგრამ ყოველდღიურს. ამიტომ, თუ გსურთ, კონკრეტული ეფექტი დაინახოთ (მაგალითად, უფრო ღონიერი მკლავები ან ვიწრო წელი), აუცილებლად ჩართეთ დილის ვარჯიშში ორიოდე შესაბამისი საბაზისო მოძრაობა: ისინი ნელ-ნელა, მაგრამ მყარად შეუწყობენ ხელს თქვენი სხეულის ფორმირებას და ყოველდღიურად დაგაახლოებენ დასახულ მიზანს.


სახსრების ვარჯიშები

ეს გახლავთ სპეციალურად შერჩეულ ვარჯიშთა კომპლექსი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ამ ტიპის ვარჯიშების შერჩევაში ან წიგნები დაგეხმარებათ, ან ინსტრუქტორი.

დინამიკური მედიტაცია

ხმადაბლა ჩართეთ თქვენი საყვარელი მუსიკა და სხეულს თავის ნებაზე მოძრაობის უფლება მიეცით. გათიშეთ ცნობიერება, უსმინეთ მუსიკას და ეცადეთ, ის შინაგანად იგრძნოთ. თქვენი მოძრაობა ტიპურ საცეკვაო ილეთებს არ უნდა მოიცავდეს; უბრალოდ, ააყოლეთ სხეული მუსიკის ტაქტს.

შეიპინგი, აერობიკა, სპორტის მოძრავი სახეობები

ამ ყველაფერს შინაც შეიძლება მისდიოთ, თუ, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ფართი და კეთილი მეზობლები ხელს გიწყობენ. სურვილისამებრ, მიაკითხეთ სპორტკლუბს ან სპორდარბაზს. ჩვეულებრივ, მამაკაცები უფრო ძალისმიერ სახეობებს ირჩევენ - მძლეოსნობას, ფეხბურთს, ფრენბურთს. არც ჩოგბურთი, ბადმინტონი, ცურვა, სირბილი, თხილამურებით სრიალია ურიგო. ერთი სიტყვით, კარგია ყველაფერი, რაც მოძრაობის და მოთელვის საშუალებას გვაძლევს.

ციგუნი, იოგა და სხვა აღმოსავლური მეთოდიკები

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ფიზიკურ სხეულთან ერთად ენერგეტიკასაც ავარჯიშებენ ანუ მიზანმიმართულად მუხტავენ ენერგეტიკულ სხეულს. ცხადია, ყველამ ვიცით, რომ სპორტით გატაცებისას სხეული იმუხტება, ენერგიით ივსება - ეს არის ფიზიკური მომზადების ძირითადი არსი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი გაუცნობიერებლად ხდება, ხოლო აღმოსავლური მეთოდების გამოყენებისას ადამიანი გააზრებულად მუშაობს სასიცოცხლო ენერგიებთან და მათ სხეულის სხვადასხვა ორგანოსკენ მიმართავს. ეს მეთოდები გაცილებით ეფექტურია, განსაკუთრებით - ჯანმრთელობისთვის. ამრიგად, ფიზიკურ სხეულთან მუშაობის მრავალი მეთოდი არსებობს. ადამიანი მათ საკუთარი შესაძლებლობისა და სურვილისამებრ ირჩევს. მთავარია, არჩეულმა მეთოდმა კვირაში 6-7 საათის განმავლობაში სახსრებისა და კუნთების გავარჯიშების საშუალება მოგცეთ. ასეთი მუშაობისთვის სხეული უდიდესი მადლიერებით გიპასუხებთ. პარალელურად შეიძლება მასაჟისტს, აუზს, სოლარიუმს მიაკითხოთ, მაგრამ გახსოვდეთ, ძირითადი სამუშაო მაინც თქვენი შესასრულებელია. კვირაში 6-7 საათი არც ისე ბევრია, მით უმეტეს, თუ გაიხსენებთ, რამდენ დროს კარგავთ გრიპსა თუ გაციებასთან ბრძოლაში, ხოლო სერიოზულ დაავადებას 5 დღეშიც კი ვერ განკურნავთ. არჩევანი თქვენზეა, დაუთმეთ დრო ჯანმრთელობას!