ექიმის რჩევები მსოფლიო რბენის მონაწილეებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმის რჩევები მსოფლიო რბენის მონაწილეებს

გავითვალისწინოთ მისი რჩევები, რათა საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ.

- ბატონო ბუბა, თქვენ წელს გახდით Wings for Life მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი. აპირებთ სირბილს? რამდენს გაირბენთ, როგორ ფიქრობთ?

- სირბილს აუცილებლად ვაპირებ. დაახლოებით 10 კილომეტრს ან მეტსაც გავირბენ.

- გუნდთან ერთად დარბიხართ?

- დიახ, ვირბენ "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გუნდთან ერთად.

- Wings for Life არის საერთაშორისო არაკომერციული ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფინანებს ზურგის ტვინის დაზიანების კვლევებს. საქართველოში თუ ხდება რაიმე კვლევები ამ სფეროში?

- Wings for Life ნამდვილად ძალიან საინტერესო პროექტებს აფინანსებს. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენთან ატარებენ აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას დაზიანებულ ნერვულ ქსოვილში, რიგ შემთხვევებში შედეგები დადებითია.

- უმეტესობისთვის, ვინც მონაწილეობს მსოფლიო რბენაში, სპორტი და ფიზიკური აქტივობა არ არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. როგორც ექიმი, რას ურჩევდით ამ ადამიანებს? როგორ მოემზადონ რბენისთვის და როგორ გათვალონ თავიანთი ძალები?

- მისასალმებელია, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან დაკავებული რეგულარულად აქტიური სპორტით, აპირებენ მონაწილების მიღებას მსოფლიო რბენაში, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში, მინდა გითხრათ რომ ეს მარათონი იქნება სერიოზული ფიზიკური დატვირთვა, შესაბამისად, როგორც ექიმმა, მინდა გავამახვილო ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე, რომელიც მონაწილეების უსაფრთხოებისკენ არის მიმართული. პირველ რიგში, მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება - დიაბეტი, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა პრობლემა, აწუხებთ ჭარბწონიანობა, ფრთხილად მოეკიდონ დიდ დატვირთვას. სასურველია, რომ წინასწარ გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, საჭიროების შემთხვევაში გადაიღონ ელექტროკარდიოგრამა.

ვინც აპირებს შორ მანძილზე ირბინოს, კარგი იქნება, რომ ასევე გაიარონ დატვირთვის ტესტი. არსებობს მარტივი ტესტი იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა ექიმთან ვიზიტის გარეშეც გაიგოს რამხელა დატვირთვა არის მისთვის მისაღები. თუმცა ვიმეორებ ეს ტესტი არ ცვლის ექიმის კონსულტაციას, ტესტის მიზანია -გამოვთვალოთ სამიზნე გულის ცემა, ეს ყველას შეუძლია, ე.წ. ,,კარვონენის" ფორმულის მიხედვით. რიცხვს 220-ს უნდა გამოვაკლოთ ჩვენი წონა და მიღებული რიცხვი არის ის მაქსიმალური გულის ცემის სიხშირე,ფორმულის გამოთვლა-უნდა ვიცოდეთ ჩვენი ნორმალური გულის ცემა ანუ მოსვენების გულისცემა. დილით, გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ გაიზომოთ გულისცემა, 10 წუთის შუალედით რამდენჯერმე, რომ გამოიყვანოთ საშუალო რიცხვი. შემდეგ თქვენს მაქსიმალურ გულის ცემას უნდა გამოაკლოთ მოსვენების გულის ცემა, შემდეგ ვიღებთ ამ მონაცემის 50% და მიღებულ რიცხვს ისევ ვუმატებთ მოსვენების გულის ცემის რაოდენობას - ეს იქნება ქვედა ზღვარი. თუ ავიღებთ 85% პროცენტს, მივიღებთ ზედა ზღვარს. ეს არის ის შუალედი, რომელიც არის დასაშვები თქვენი გულის დატვირთვისთვის. ამ ტესტს არ სჭირდება ექიმი, ძალიან მარტივად არის გასაკეთებელი და რბენის მონაწილეებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად ჩაიტარონ.

რბენამდე დარჩენილი დროში უმჯობესია ვივარჯიშოთ, რომ ჩავდგეთ სასურველ ფიზიკურ ფორმაში, უშუალოდ რბენის წინა დღეებში, დაზოგეთ თავი, დაისვენეთ, არ გადაიღალოთ, არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელი, შეზღუდეთ ან შეამცირეთ თამბაქოს მოხმარება, მივიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები.

- თქვენ თავად ვარჯიშობთ?

- ძალიან მიყვარს სპორტი და ყოელთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მოყვარულის დონეზე რა თქმა უნდა. ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის აქტიური წევრი, დავდიოდი ცურვაზე, მძლეოსნობაზე. გამომდინარე დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან, ექიმები განსაკუთრებით, უნდა ვიყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს სირბილიც და დარბაზში ვარჯიშიც. ყველას ვურჩევ, რომ მიმართოს სპორტს, ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

- რას ფიქრობთ საქართველოს ჩართულობაზე მსოფლიო რბენაში?

- ზურგის ტვინის დაზიანება ჯანმრთელობისთვის ბევრ პრობლემას ქმნის და მასთან ბრძოლა მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს. კვლევები, რომელსაც Wings for Life ფონდი აფინანსებს, დადებითი რეზულტატის შემთხვევაში ყველა ადამიანს დაეხმარება და შეცვლის მათ ცხოვრებას. ამიტომ საქართველოს ჩართულობა და თავის წვლილის შეტანა ამ კვლევების განხორციელებაში არის აუცილებელი. ამის გარდა, სირბილი არის ჯანსაღი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი. ასე რომ, ეს პროექტი ყველანაირად დადებითი და პოზიტიურია ყველასათვის.