ცხელი კურორტი ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხელი კურორტი ზამთარში

- მზე ხსნის სტრესს, ამაღლებს განწყობას. ზამთრობით თბილ კურორტებზე დასვენება სასარგებლოა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით, ფილტვის დაავადებებით და ჰიპოთირეოზით მოავადეთათვის, თუმცა ზოგჯერ მას უარყოფითი შედეგიც  მოაქვს. ეს იმიტომ, რომ კლიმატური პირობების მკვეთრ ცვლილებაზე ორგანიზმი მწვავედ რეაგირებს და სხვა რეჟიმზე გადასართველად 2-3 დღე მაინც სჭირდება. განსაკუთრებით იოლად მოწყვლადნი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • ფსიქოემოციური წრისა და ნერვული სისტემის მოშლილობები;
  • ასთმა;
  • იმუნური სისტემის სისუსტე.

ამ კატეგორიის ადამიანები კლიმატის ცვლილებაზე მტკივნულად რეაგირებენ.

ისინი უჩივიან:

  • დისკომფორტს;
  • უძილობას;
  • არტერიული წნევის ცვალებადობას;
  • თავის ტკივილს;
  • საერთო სისუსტეს.

ხშირად  ეს სიმპტომები იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთი არათუ დასვენებას, რამდენიმე დღე სასტუმროდან გამოსვლასაც კი ვერ ახერხებს.

- რას ურჩევდით მათ, ვინც ზამთარში ცხელ ქვეყნებში აპირებს დასვენებას?

- ასეთმა დასვენებამ სიამოვნება რომ მოგვგვაროს, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

1. ეცადეთ, მზის აბაზანები მიიღოთ 12.00 საათამდე და 16.00 საათის შემდეგ.

2. გაირუჯეთ ზომიერად. არ არის რეკომენდებული ერთ ჯერზე 2 საათზე მეტხანს წოლა მზის გულზე.

3. ჭარბმა ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შესაძლოა ალერგიული რეაქციები და ფოტოდერმატოზი (სხვადასხვა ტიპის გამონაყარი კანზე) გამოიწვიოს.

4. ნეგატიურ გავლენას ახდენს ორგანიზმზე კვების რაციონის მკვეთრი ცვლილებაც, ამიტომ გირჩევთ, პირველ დღეებში თავი არიდოთ ტრადიციული სამზარეულოს ნიმუშების დაგემოვნებას და ჩვეულ კერძებს დასჯერდეთ.

5. ცხელ ქვეყნებში ორგანიზმი ნივთიერებათა ცვლის განსხვავებულ ტიპზე გადაერთვება, ამიტომ ჩვეულისგან რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობის სასმელი წყალი, პროდუქტები და, ამასთან, მათი შეუთავსებლობა სერიოზულ ზიანს აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.  ჩემი რჩევა იქნება, ზამთარში ცხელ კურორტებზე წამსვლელებმა თან წაიყოლონ საჭმლის მონელების დამხმარე საშუალებები,  სორბენტები, აირების მშთანთქმელი პრეპარატები, ფერმენტები, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ნაწლავის ჩვეული მიკროფლორის აღსადგენი პრეპარატები.

6. ქრონიკულად მოავადეებმა უნდა განაგრძონ ჩვეული პრეპარატების დადგენილი წესით მიღება.

კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილების ნეგატიური შედეგია რეაკლიმატიზაციაც, რომელსაც კურორტიდან დაბრუნების შემდეგ გავივლით. ეს მდგომარეობა ხშირად ბანალურ სურდოს მოგვაგონებს. ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სრულფასოვანი ძილი - არანაკლებ 8 საათისა, ნერვული და ფიზიკური სტრესებისთვის თავის არიდება. ზამთრის არდადეგები ისე უნდა დაგეგმოთ, რომ სამსახურში გასვლამდე 2-3 დღე შინ დარჩენა და დასვენება მოახერხოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ხელახლა შეეგუოთ სიცივეს. თუ გსურთ, დასვენებამ გარგოთ, კურორტზე უნდა დაყოთ არა უმცირეს ათი დღისა - ამ ხნის განმავლობაში ორგანიზმი ადაპტაციასაც მოასწრებს და ულტრაიისფერი სხივების საჭირო დოზის მიღებასაც.

- ვისთვის არ არის რეკომენდებული ზამთრობით ცხელ კურორტებზე დასვენება?

- ასაკობრივი შეზღუდვა ასეთი დასვენების მოსურნეებს თითქმის არ ეხება, თუმცა 50 წელს გადაცილებულებს კლიმატოლოგები ზამთარში ცხელ ქვეყნებში დასვენებისგან თავის შეკავებს ურჩევენ. სამაგიეროდ, არსებობს ასაკობრივი აკრძალვები ბავშვებისთვის, განსაკუთრებით - 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის. კლიმატის მკვეთრი ცვლა არ არის რეკომენდებული:

  • მათთვის, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანა რაიმე ტიპის ქირურგიული ოპერაცია;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვებისა და ბრონქების, ალერგიული დაავადებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიებისა და ფსიქოემოციური მოშლილობის მქონე პირთათვის;
  • ორსულთათვის;
  • ქალებისთვის მენოპაუზის დროს.

- რა დადებითი მხარე აქვს ზამთარში ცხელ კურორტზე დასვენებას?

-  ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელია ძილიანობა, აპათია, დეპრესია, დაღლილობა და გუნება-განწყობილების უმიზეზო ცვალებადობა. ცხელი ქვეყნები ასეთ დროს მოდუნების იდეალურ საშუალებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამინდის კონტრასტული ცვლილება დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც ფილტვებსა და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ამ ტიპის კურორტები სრულფასოვანი დასვენების ერთადერთი საშუალებაა მათთვის, ვისაც ეკრძალება მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა. თბილი ზღვა, ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილების თვალიერება ზამთრის დესინქრონოზისგან თავის დახსნის იდეალური საშუალებაა. არსებობს სტატისტიკა, რომ იმ ტურისტების 90%, რომლებმაც ზამთარში ერთხელ მაინც დაისვენეს ცხელ ქვეყნებში, აუცილებლად ბრუნდება იქ და ეს წლობით გრძელდება. გასაკვირი არაფერია - რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, უყურებდე ჰაერში მოფარფატე თოვლის ფანტელებს და იცოდე, რომ რამდენიმე დღეში ტროპიკულ ზაფხულში მოხვდები.