სად და როგორ დავისვენოთ ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად და როგორ დავისვენოთ ზამთარში

- საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით საკურორტო რესურსების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. იმ მცირე ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკავია, გვხვდება თითქმის ყოველგვარი ტიპის კლიმატი, დაწყებული ზღვის ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული სხვადასხვა სიმაღლის მთის კლიმატით, რომელთა ბაზაზეც სხვადასხვა პროფილის 80-ზე მეტი კლიმატური კურორტია გაშენებული.

- რით განისაზღვრება კურორტის კლიმატი?

- კურორტის კლიმატი უმეტესად განისაზღვრება ადამიანის ორგანიზმზე საკურორტო ფაქტორების მოქმედების ეფექტურობითა და მრავალფეროვნებით. ძირითად საკურორტო ფაქტორებს მიეკუთვნება კურორტის კლიმატი და მინერალური წყლები. კლიმატი ანუ ჰავა ეწოდება მოცემული გარემოს ამინდის მრავალწლოვან რეჟიმს, რომელსაც განსაზღვრავს მზის გამოსხივების ზონალური განაწილება, საერთო ატმოსფერული ცირკულაცია და მიწის საფარის (მთები, ზეგნები, ზღვის სანაპირო და სხვა) თავისებურებები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლება. ეს მაკროკლიმატია. სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მიკროკლიმატსაც, რომელიც დედამიწის მცირე უბნებისთვის არის დამახასიათებელი. მას დედამიწის ზედა ფენისა და რელიეფის თავისებურებანი განაპირობებს. შავი ზღვის წყალობით დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლში ჩამოყალიბდა ზღვის კლიმატი, რამაც განაპირობა ზღვისპირა კურპორტების განვითარება და მათი ფუნქციობა უმთავრესად წლის თბილ პერიოდში. ისინი ძირითადად გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უხდება. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობ საკურორტო ზონას შედარებით მაღალი თერმული და დაბალი სინოტივის მაჩვენებლები ახასიათებს. ასეთი კლიმატი კარგია თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს. ასეთია კურორტი არხილოსკალო კახეთში. ორი დიდი მთიანი სისტემა - კავკასიონის ქედი და სამხრეთ საქართველოს მთიანეთი - იცავს ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთის ცივი და სამხრეთის ცხელი ჰაერის მასებისგან, ქმნის პირობებს კომფორტული ამინდების ფორმირებისთვის და, იმავდროულად, განაპირობებს სხვადასხვა სიმაღლის მთის კლიმატური კურორტების მიკროკლიმატის ჩამოყალიბებას. საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყოფა სხვადასხვა სიმაღლის საკურორტო ზონები:

  • დაბლობის საკურორტო ზონა (0-500 მ ზღვის დონიდან);
  • დაბალმთიანი საკურორტო ზონა (500-1000 მ ზღვის დონიდან);
  • საშუალო მთის საკურორტო ზონა (1000-2000 მ ზღვის დონიდან);
  • მაღალმთიანი საკურორტო ზონა (2000 მ-ზე მაღლა).

სხვადასხვა ზონის კურორტებზე შესამჩნევად განსხვავებული კლიმატური პირობებია. მაგალითად, სიმაღლესთან ერთად ეცემა ჰაერის ტემპერატურა, იმატებს მზის რადიაციის დაძაბულობა, ჰაერის იონიზაცია, ულტრაიისფერი სხივების კონცენტრაცია, მცირდება ჟანგბადის პარციალური წნევა. ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ სისტემაზე და იწვევს მათში გარკვეულ ძვრებს. კერძოდ, ნორმას უბრუნდება შეცვლილი რეაქტიულობა, ძლიერდება რეზისტენტობა, უმჯობესდება ნივთერებათა ცვლა, კერძოდ, ჟანგბადის ათვისება ქსოვილების მიერ, აქტიურდება სისხლმბადი ორგანოების ფუნქცია, კერძოდ, ჰემოპოეზი, უმჯობესდება გარეგანი სუნთქვის ფუნქცია. სწორედ მთის კლიმატისთვის არის დამახასიათებელი ზემოთ აღწერილი დადებითი ძვრები როგორც ჯანმრთელ, ასევე ამა თუ იმ დაავადებით დასუსტებულ ორგანიზმში. მთის კლიმატი მატრენირებელ ფაქტორად მიიჩნევა, რადგან ორგანიზმში მკვეთრ ცვლილებებს იწვევს.


- რომელ ზონაში ჯობს ზამთარში დასვენება და არსებობს თუ არა უკუჩვენებები?

- ზამთარში კარგია დასვენება შუა და მაღალი მთის კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი დამატებითი გამაჯანსაღებელი ფაქტორია, რადგან სამთო-სათხილამურო სპორტით შეიძლება მთის კლიმატის დადებითი ზემოქმედება გავაძლიეროთ. საქართველოს შუა მთის კლიმატური კურორტებია ბორჯომი, გომბორი, თეთრი წყარო, კიკეთი, სურამი, ლიკანი, მზეთამზე, პატარა ცემი, ტბა, დიდი ცემი, კოჯორი, ფასანაური, აბასთუმანი, შოვი, ცხრაჯვარი და მრავალი სხვა (ზღვის დონიდან 800-1600 მ-მდე). მაღალი მთის კურორტებია ბაკურიანი, ბახმარო, ბეშუმი, გომის მთა (ზღვის დონიდან 1700-2000 მ-მდე). ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა მდებარეობს გუდაური, რომელიც არა კურორტად, არამედ სამთო-სათხილამურო გამაჯანსაღებელ ბაზად ითვლება. საზოგადოდ, 2000 მ-ზე მაღლა მდებარე ადგილები კურორტებად აღარ ითვლება, იქ უკვე პრაქტიკულად ჯანმრთელი პირები ისვენებენ, რადგან იქაური კლიმატი შესამჩნევად ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის ორგანოებს. შუა მთის კლიმატურ კურორტებზე მკურნალობა ნაჩვენებია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, კერძოდ, ესენციური ჰიპერტენზიის I სტადიის, გულის იშემიური დაავადების, დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიოკარდიოდისტროფიის დროს (გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით);
  • სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დროს (ობსტრუქციული და არაობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტები რემისიის ფაზაში სუნთქვის I ხარისხის უკმარისობით; მსუბუქად მიმდინარე ბრონქული ასთმა რემისიის ფაზაში);
  • რკინადეფიციტური ანემიის დროს.

მაღალი მთის კლიმატურ კურორტებზე მკურნალობის ჩვენებებიც იგივეა, ოღონდ გულის, სუნთქვისა და ფილტვ-გულის უკმარისობის გარეშე მიმდინარეობისას. მთის პირობებში კლიმატოთერაპიის უკუჩვენებებია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები გულის უკმარისობის III-IV ფუნქციური კლასით, სუნთქვის უკმარისობის II ფუნქციური კლასით, გახანგრძლივებული პნევმონიები, მძიმედ მიმდინარე ბრონქული ასთმა; ფილტვის რეზექციის შემდგომი პერიოდი, ნეფრიტი, ნეფროზი, თირეოტოქსიკოზი, მკვეთრად გამოხატული ნევრასთენია და ორსულობა.

- რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის წაყვანა ზამთრის კურორტზე?

- ზამთარში მთის კლიმატურ კურორტებზე ბავშვის წაყვანა მიზანშეწონილია 1 წლიდან.

- რას ეფუძნება მთის კურორტების სამკურნალო ეფექტი?

- მთის კლიმატურ კურორტებზე ზამთრობით სამკურნალოდ უმთავრესად გამოიყენება პასიური აეროთერაპია, რაც გულისხმობს ჰაერზე დიდხანს ყოფნას (სეირნობას, ვერანდაზე ძილს), ჰელიოთერაპიას - მზიან ამინდში მზის აბაზანების მიღებას (მოკლე ხნით). თუმცა ეს უმთავრესად ჯანმრთელ და ტრენირებულ დამსვენებლებს ეხება.

- რას გვეტყვით საქართველოს ზამთრის პოპულარულ კურორტებზე?

- საქართველოს ზამთრის კურორტებიდან ყველაზე პოპულარულია ბორჯომის ხეობის კურორტები - ბაკურიანი, წაღვერი, დიდი და პატარა ცემი, აბასთუმანი, ბორჯომი, ლიკანი, პლატო, ციხისჯვარი. ბორჯომის ხეობის კურორტებისთვის დამახასიათებელია ძირითადად ზომიერად ცივი, თოვლიანი ზამთარი, გრილი, ზომიერად თბილი ზაფხული, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 76-77%-ია, მზის ნათების ხანგრძლივობა - მაღალი (2000-2200 საათი წელიწადში), ფლორა - მრავალფეროვანი, ფოთლოვან-წიწვოვანი ტყეებით. ზამთარში ბავშვებისთვის კარგია თბილისის საგარეუბნო კურორტებიც: კოჯორი, მანგლისი, კიკეთი, წყნეთი. ისინი მიეკუთვნება დაბალ და საშუალო მთის კურორტებს (800-1350 მ ზღვის დონიდან), რომელთათვისაც დამახასიათებელია ზომიერად მშრალი კლიმატი ზომიერად ცივი ზამთრით, თოვლის არამდგრადი საფარი. ნალექების წლიური რაოდენობა 650-750 მმ-ია, ჰაერის საშუალო ფარდობითი ტენიანობა - 55-67%, მზის ნათების ხანგრძლივობა - წელიწადში 1800-2200 საათი. ფლორა ძირითადად წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეებით არის წარმოდგენილი. მაღალმთიანი კურორტები: ბეშუმი, ბახმარო, გომის მთა, შოვი, - დიდი თოვლისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო ზამთრობით არ ფუნქციობს. ბოლო წლებში ყურადღების ცენტრშია მესტია და ზემო აჭარის კურორტი გომარდული - მათ აქვთ მონაცემები, გადაიქცნენ სამთო-სათხილამურო კურორტებად შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ. რაც შეეხება გუდაურს, რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს, ის უკვე იქცა სამთო-სათხილამურო სპორტის ცენტრად.