როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საზაფხულო კურორტი

სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად ბავშვები, რომლებსაც რაქიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აქვთ?

- რაქიტის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მარილიან წყალს, მზეს და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი კი, საქართველოში ურეკია. ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. იგი თანაბრად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკურ, მასაჟისებურ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.

სამკურნალოდ უპირველეს ყოვლისა, ქვიშა უნდა იყოს სუფთა. ქვიშა სასურველია გაიცრას საშუალო ზომის საცერში. დილით ადრე გაცრილ ქვიშაში გააკეთეთ ორმო, 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, ბავშვი ორმოში ჩასვით და ზედ ცხელი ქვიშა დააყარეთ. ღია დაუტოვეთ თავი, კისერი, გულმკერდი. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, პროცედურა ქოლგის ჩრდილში ჩაატაროთ. პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და თანდათან 5-15 წუთამდე ადის. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა ჩამოუბერტყეთ, ზეწარი შემოახვიეთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინეთ, შემდეგ კი შეიძლება თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს.

მივემგზავრებით დასასვენებლად