ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი შესამჩნევად ქვეითდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი შესამჩნევად ქვეითდება

. ასეთ შინაგან დისკომფორტს დასვენების შემდეგ მეტ-ნაკლებად ყველა განიცდის. ისეც ხდება, სავსებით ჯანმრთელი ადამიანი კურორტიდან შინ დასუსტებული და გადაღლილი ბრუნდება - ის ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მსხვერპლია.

ე.წ. შებრუნებით აკლიმატიზაციას უკავშირდება სექტემბერ-ოქტომბერში კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გახშირება, ნევროზები და დეპრესიები. რაც უფრო მეტად შორდება ადამიანი ცხოვრების ჩვეულ წესს, მით ძლიერ დისკომფორტს განიცდის დასვენების შემდეგ. მდგომარეობას, რომელიც შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებისას გვეუფლება, თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს.

დასვენების შემდგომი დისკომფორტი ყველაზე მეტად მათ ემუქრება, ვინც:

• შვებულება აზიის, აფრიკის ან ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაატარა;

• მოუწია ხუთზე მეტი საათობრივი სარტყლის შეცვლა;

• ისვენებდა მთიან რაიონში და ჰქონდა არასტაბილური არტერიული წნევა;

• რელაქსაციისთვის ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს;

• თავს იქცევდა უჩვეულო გასართობებით.

დასვენების შემდეგ ერთნი მუდამ გაღიზიანებულნი არიან, იოლად ფეთქდებიან, მეორენი დათრგუნულობას, სისუსტეს უჩივიან, უმიზეზო სევდა ეუფლებათ, ბევრს აწუხებს თავის ტკივილი, ყელის ჩახეხვის შეგრძნება, ძილის დარღვევა, გაძლიერებული ოფლიანობა და უგუნებობა. ყოველივე ამას განსაკუთრებული სიმწვავით განიცდიან სტრესული პროფესიების წარმომადგენლები: საშუალო და მცირე ბიზნესის მფლობელები, ხელმძღვანელი მუშაკები, ექიმები, მასწავლებლები, ჟურნალისტები და მდივან-თანაშემწეები. კონტრასტი დასვენებასა და სამსახურის დაძაბულ რიტმს შორის მათში მოსალოდნელი პრობლემების გაუცნობიერებელ შიშს ბადებს - არ იციან, გაართმევენ თუ არა თავს სამსახურში დაბრუნებულნი დაგროვილ პრობლემებს. ეს შიში არცთუ უსაფუძვლოა. საქმე ის არის, რომ ოცდღიანი დასვენების შემდეგ ადამიანის ინტელექტის კოეფიციენტი რამდენიმე ხნით შესამჩნევად ქვეითდება.

იხილეთ სტატია "დასვენების შემდეგ"