ჯანმრთელი ბინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელი ბინა

ბინის მორთულობა არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციურიც უნდა იყოს, მაგრამ ის, რაც მოხერხებულია ერთი ოჯახისთვის, შესაძლოა სრულიად გამოუსადეგარი იყოს მეორისთვის. ბინა ესთეტიკურიც უნდა იყოს და ჯანმრთელიც. მისი არჩევისა და მოწყობისას უამრავი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ, უპირველეს ყოვლისა კი ოჯახის ყველა წევრის მოთხოვნილებები, თვისებები, პროფესია და ჯანმრთელობა. თუ ბინის შეძენას აპირებთ, ნუ დაიზარებთ და ჩამოწერეთ ყველა თქვენი პრიორიტეტის სია.

თავდაპირველად განსაზღვრეთ ადგილმდებარეობა: ქალაქის ცენტრში გსურთ შეძენა, გარეუბანში თუ ქალაქგარეთ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ძვირად ღირებულია რაიონი, მით უფრო ნაკლები იქნება ბინის ფართობი. ცენტრიდან მოშორებით იმავე ფასად გაცილებით დიდ ბინას შეიძენთ და ეკოლოგიურადაც ნაკლებად დაბინძურებულ გარემოში იცხოვრებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ბინა - აგურისა თუ ბლოკის, რომელ სართულზეა, აქვს თუ არა ლიფტი, აივანი, როგორი ხედი იშლება ფანჯრებიდან, რასთან არის ახლოს - მეტროსთან თუ ავტობუსის გაჩერებასთან და ა.შ. შესაძლოა შეგაწუხოთ ხმაურმა, ვიბრაციამ, უსიამოვნო ხედმა. ეს ყველაფერი ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს, ასე რომ, ეს წვრილმანები წინასწარ უნდა შეისწავლოთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს ბინაში - ოთახების, ხოლო ოთახებში ფანჯრებისა და კარების განლაგებას. სასურველია, ოთახები ნათელი და მზიანი იყოს, ადვილად ნიავდებოდეს. გასათვალისწინებელია ბინის მობინადრეთა ინტერესები, მოთხოვნილებები და თავისებურებებიც. მაგალითად, თუ თქვენ მზით განათებულ ოთახში გიყვართ გაღვიძება, ეს იმას ნიშნავს, რომ საწოლი ოთახის ფანჯრები სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა იყოს განლაგებული, სიგრილის მოყვარულებმა კი საძინებლად ბინის დასავლეთი ან ჩრდილოეთი ნაწილი უნდა აირჩიონ.

საწოლი ოთახი ბინის ან საცხოვრებელი სახლის ყველაზე მყუდრო და მოხერხებული ნაწილი უნდა იყოს. ეს ის ოთახია, სადაც ადამიანი ისვენებს. მნიშვნელოვანია, როგორი ავეჯი დგას საწოლ ოთახში, როგორ არის შერჩეული მოსვენებისთვის განკუთვნილი ყველაზე აუცილებელი ნივთი - საწოლი. ასევე მნიშვნელოვანია ოთახის კედლების შეფერილობაც, რომელიც საოცარ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე, განწყობილებაზე. ეს ფერი უთუოდ დამამშვიდებელი უნდა იყოს, მაგალითად, ნაზი ცისფერი ან ვარდისფერი. ფსიქიკაზე გავლენას ახდენს საწოლი ოთახის ფარდების ფორმა და ფერიც. ის ინტერიერს უნდა ეხამებოდეს. ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ავეჯი ნამდვილი ხისგან იყოს დამზადებული და არა ხელოვნური მასალისგან. შესაძლოა, ხელოვნური მასალა მოდური და ესთეტიკური იყოს, მაგრამ ესთეტიკა და ჯანმრთელობა ყოველთვის ერთსა და იმავეს როდი ნიშნავს.

საძინებელში ჭაღი საკმარისი არ არის; საერთო განათებასთან ერთად აუცილებელია მაგიდის ნათურა ან სხვა დამატებითი სანათი, თუნდაც ბრა. საწოლ ოთახს ნუ გადატვირთავთ სარკეებითა და ცოცხალი ყვავილებით, ნურც ხალიჩას ჩამოაფარებთ კედელზე, არც რბილი იატაკია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო - ის მტვერს აგროვებს, რომელშიც დაავადების გამომწვევი მიკრობები იდებენ ბინას. ხმაურიანი სამუშაოსთვის, თამაშებისა და კომპიუტერისთვის სხვა სივრცე გამოყავით. თუ ბინა დიდი არ არის, ერთ ოთახში რამდენიმე ფუნქციური ზონა უნდა შევქმნათ: სამზარეულოს + სასადილო, საწოლ ოთახს + კაბინეტი, კაბინეტს + ბიბლიოთეკა, მისაღებს + საწოლი ოთახი.

სამზარეულოს + სასადილო

აუცილებელია, სამზარეულოს ჰქონდეს სავენტილაციო და გამწოვი მოწყობილობა. უკიდურეს შემთხვევაში, ფანჯარა მაინც. კედლის კარადები ათავისუფლებს ადგილს სასადილოს მაგიდისთვის. სასურველია, იატაკი ისეთი მასალისა იყოს, რომ სველი წესით ხშირ წმენდას გაუძლოს.

საწოლ ოთახს + კაბინეტი

უარი თქვით მკაცრ საოფისე ატრიბუტებზე. მაგიდა ისე დადგით, რომ საწოლისკენ ზურგით იჯდეთ, რათა მუშაობისას ყურადღება არ გაგეფანტოთ.

კაბინეტს + ბიბლიოთეკა

შეარჩიეთ გამჭვირვალეკარებიანი წიგნების კარადა და თაროები - წიგნები ადვილად აგროვებს მტვერს. ნუ დაჯდებით კარისკენ ზურგით - მუშაობისას თავს არაკომფორტულად იგრძნობთ. ყავისფერი და ყვითელი ინტერიერი ხელს უწყობს გონებრივ შრომას.

მისაღებს + საწოლი ოთახი

სარკეებიანი კარადა აფართოებს სივრცეს და მალავს ტანსაცმელს, თეთრეულსა და სხვა ნივთებს. მისაღებ ოთახში მოთავსებული დივანი საჭიროების შემთხვევაში ადვილად გადაიქცევა საწოლად. საზოგადოდ, გასაშლელი დივანი საწოლის ოპტიმალური ალტერნატივაა. კარ-ფანჯარა მჭიდროდ უნდა იხურებოდეს, რათა ხმაურისა და სიცივისგან დაზღვეულნი ვიყოთ. გამათბობელი ისე უნდა შეირჩეს, რომ კედლები არ დატენიანდეს. ტენიანი კედლები ალერგიის განვითარებას უწყობს ხელს. ამრიგად, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ბინა, ჩვენი კერა, სავანე და ციხესიმაგრე, იყოს მყუდრო, მოხერხებული, ესთეტიკური და, რაც მთავარია, ჯანმრთელი.