რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობისას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ქალის ორგანიზმში ორსულობისას?

ორსულობის ყოველ ტრიმესტრს თან ახლავს როგორც სხეულის, ისე ფსიქოემოციური სფეროს დამახასიათებელი ცვლილებანი. ორსულობის თანმხლები გარდაქმნები ორგანოთა სისტემების ფუნქციობის, ფსიქოემოციური ფონისა და სქესობრივი ცხოვრების ცვლილებას უკავშირდება.

ორსულობა და შინაგანი ორგანოები

ბევრს მიაჩნია, რომ ორსულობისას ცვლილებებს მხოლოდ სასქესო ორგანოები განიცდის, არადა ძვრები აბსოლუტურად ყველა ორგანოს ეხება. ენდოკრინული სისტემა - ორსულობის მე-6-8 კვირიდან ენდოკრინულ სისტემაში ხდება გადართვა, ნივთიერებათა ცვლაში ჭარბობს საკვები ნივთიერებების ათვისებისა და დაგროვების პროცესები, რის შედეგადაც ორსულობის დასასრულისთვის ქალის სხეულის მასა საშუალოდ 10-15 კგ-ით იმატებს, ამასთანავე, სისხლის პლაზმაში მცირდება ცილების, ვიტამინების დონე, იზრდება ქოლესტერინის შემცველობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ორსულობისას ორგანიზმში ჩნდება მეორე "გული" - სისხლის მიმოქცევის პლაცენტური წრე - და გულის დატვირთვაც გაცილებით იმატებს, რაც პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებში იწვევს გულისცემის გახშირებას, დროებით ამოვარდნებს, არტერიული წნევის მატებას. ზოგჯერ წნევა 130/80 მმ ვწყ. სვ-საც კი აღემატება, თუმცა მშობიარობის შემდეგ ნორმას უბრუნდება. სასუნთქი სისტემა - ორსულობისას საგრძნობლად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა ჟანგბადზე.

პლაცენტის ჰორმონთა გავლენით ფართოვდება ბრონქები და იზრდება მათში გამავალი ჰაერის ნაკადი. მართალია, გადიდებული საშვილოსნო ავიწროებს დიაფრაგმას, მაგრამ ეს ჟანგბადის მიწოდებას არ აბრკოლებს, რადგანაც გულმკერდის ღრუს გაფართოების შედეგად იზრდება ფილტვების მოცულობა, მათი ვენტილაცია, შესაბამისად, დროულად ხდება აირთა ცვლის პროდუქტთა გამოდევნაც. შარდგამომყოფი სისტემა - თირკმელი ორსულობისას ორმაგ დატვირთვას ასრულებს: ფილტრავს როგორც დედის, ისე ნაყოფის  ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს. ჯანმრთელი ორსული დღე-ღამეში 1200-1600 მლ შარდს გამოყოფს, 950-1200 მლ-ს - დღის განმავლობაში, დანარჩენს - ღამით.  ნაყოფის ზრდის კვალდაკვალ ხშირდება შარდვა. ზოგჯერ თირკმელს უძნელდება ორმაგი დატვირთვის ატანა და სწორედ ამის გამო ვითარდება ორსულობისთვის დამახასიათებელი შეშუპება.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი - საშვილოსნოს ზრდის გამო მცირდება კუჭის ევაკუატორული უნარი, საკვები მასში შედარებით მეტხანს ყოვნდება. მცირდება სისხლში კალიუმის დონე, რაც ამცირებს ფერმენტ გასტრინის გამომუშავებას, არღვევს კუჭის წვენის სეკრეციას, შედეგად ვითარდება გულძმარვა, ბოყინი და სლოკინი. მუცელში ახალი, ცოცხალი არსების გაზრდის შემდეგ გარკვეული ცვლილებები ხდება ნაწლავებშიც; ისინი ადგილს იცვლიან, მცირდება მათი პერისტალტიკისა და მოძრაობის უნარი, რაც იწვევს ყაბზობას, განავლოვანი მასების დროულად გამოუდევნელობა იწვევს ნაწლავებში აირების დაგროვებას, მუცლის შებერვას, სწორი ნაწლავის ნახეთქების გაჩენას და ბუასილის განვითარებას. სისხლში სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება უარყოფითად მოქმედებს სანაღვლე გზებზე, კერძოდ ხშირია ორსულობის შემდგომ ნაღვლის ბუშტის ანთებითი დაზიანება და სხვა.

 

ფსიქოემოციური დისბალანსი

მოგეხსენებათ, ორსულობისას ქალს ეზრდება მუცელი, უსივდება ტუჩები, სახეზე ლაქები უჩნდება, უშუპდება ქვედა კიდურები და ა.შ. ეს ყველაფერი იწვევს ფსიქოემოციურ ცვლილებებს, რომლებიც ძილის დარღვევით, გაღიზიანებით, გაუცნობიერებელი შიშისა და მოახლოებული საშიშროების შეგრძნებით გამოიხატება. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მძაფრდება ის თვისებები, რომლებიც ქალს ორსულობამდეც ახასიათებდა, კერძოდ, სუსტი, ნაზი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალები კიდევ უფრო მგრძნობიარენი და მტირალები ხდებიან. განსაკუთრებით ეშინიათ მათ, ვისაც აბორტი ან მძიმე ორსულობა აქვს გადატანილი. ძლიერი და თავდაჯერებული ქალები კიდევ უფრო მებრძოლნი, აგრესიულნი და მომთხოვნი ხდებიან. ეს ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა, რადგან იგი ერთადერთ რამეზე - ნაყოფის გამოზრდაზე - ფიქრობს. ყოველივე დანარჩენი მისთვის მეორე პლანზე გადაინაცვლებს. ეს ყველაფერი, ფსიქოფიზიკური ტიპისა და ტემპერამენტის კვალობაზე,  ქალს ხასიათს რადიკალურად უცვლის.


როგორ მოვიქცეთ?

არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომლებიც ორსულობისას მომხდარ ემოციურ დისბალანსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:

  • შეურიგდით იმ ფაქტს, რომ ფიზიკური და ემოციური ცვლილებანი ორსულობის განუყოფელი ნაწილია. უნდა შეიგნოთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ბავშვის დაბადებიდან 1-2 თვის შემდეგ.
  • იკითხეთ სპეციალური ლიტერატურა ორსულობის შესახებ. გამოცდილების გაზიარება სთხოვეთ მათ, ვინც ეს-ესაა იმშობიარა.
  • საკუთარ თავზე ზრუნვა მომავალ შვილზე ზრუნვასაც გულისხმობს, ამიტომ აუცილებელია სწორი კვება, დასვენება და პატარ-პატარა კაპრიზების ასრულებაც.
  • ორსული მუდამ მზად უნდა იყოს დიალოგისთვის, არ უნდა დაუმალოს თავისი პრობლემები გინეკოლოგს, მეუღლესა და მეგობრებს - ყველასთან, ვისგანაც მორალური მხარდაჭერის მიღების იმედი აქვს. არაფერი დამალოთ - ეს უფრო მეტად გააღრმავებს თქვენს შინაგან დაძაბულობას.
  • ორსულობასთან დაკავშირებული ცვლილებები იწვევს ენერგიის შემცირებას და სწრაფ დაღლას, აუცილებელია შეამციროთ შრომის ტემპი, დაისახოთ ახალი პრიორიტეტები სამსახურშიც და შინაც.
  • ორსულობამ შესაძლოა იმოქმედოს თქვენს საყვარელ საქმიანობაზე და ჰობიც კი შეგაცვლევინოთ. ამან არ შეგაშინოთ, მშვიდად გაიხსენეთ, რომ ეს დროებითია და მალე ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.
  • აუცილებელია ხელი მიჰყოთ იმ ფიზიკური ვარჯიშების შესრულებას, რომლებიც საგანგებოდ მომავალი დედებისთვის არის შემუშავებული. ისინი დაგეხმარებათ როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
  • ემოციური წონასწორობის მთავარი ხელისშემწყობი კომპონენტი ძილი და სწორი დასვენებაა.

ორსულობისას ზოგიერთი ქალი, მიუხედავად ყველა რეკომენდაციის დაცვისა, ვერ ახერხებს ნერვული დაძაბულობის მოხსნას, ვერ უმკლავდება გაღიზიანებადობას, შიშს, აღელვებას და სტრესის თანმხლებ სხვა სიმპტომებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია მედიკამენტური დახმარება. საკმაოდ ბევრ ანტიდეპრესანტს გვერდითი მოვლენები აქვს, რაც ართულებს ორსულობის პერიოდში პრეპარატის შერჩევას და გამოყენებას. ფსიქოემოციური აშლილობისას უპირატესობა ენიჭება მცენარეული წარმოშობის პრეპარატებს, რომლებსაც გვერდითი ეფექტები პრაქტიკულად არ გააჩნია.

რას გვირჩევენ გინეკოლოგები:

  • ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ გაუნიავებელ შენობაში. დღესასწაულები აღნიშნეთ ოჯახის წევრებთან და არა ხმაურიან საზოგადოებაში.
  • საჭმლის მონელების გაუმჯობესების მიზნით საკვების მიღების წინ შეგიძლიათ დალიოთ 2 აბი აქტივირებული ნახშირი. ნუ გაგიტაცებთ ეგზოტიკური კერძები, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული.
  • დაღლილობის პირველივე ნიშნების შემჩნევისას დაწექით და დაისვენეთ.
  • მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
  • მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაიმახსოვრეთ, რომ ორსულობა დაავადება კი არა, ორგანიზმის დროებითი განსაკუთრებული მდგომარეობაა.

საკუთარ ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან დაკავშირებული განგაშის შეგრძნება ორსულობის მეორე ტრიმესტრში ქრება, სამაგიეროდ, მძაფრდება ბავშვთან დაკავშირებული განცდები. პატარას მუცელში განძრევის შემდეგ დედა ნელ-ნელა იწყებს მასთან საუბარს, ეალერსება და ათას რამეს უყვება, წარმოიდგენს მის გარეგნობას. ამის კვალდაკვალ თავს იჩენს ეჭვები საკუთარი გარეგნობის, ქალური მიმზიდველობის თაობაზე. ბევრ ქალს მიაჩნია, რომ ორსულობამ მეუღლისთვის ნაკლებმიმზიდველი გახადა და არც ღალატია გამორიცხული. ყოველივე ამას იგი ამჟღავნებს დემონსტრაციული აგრესიით, იმ ბავშვის მსგავსი რექციებით, რომელიც ცდილობს, გარშემო მყოფებში მცველი იპოვოს და შიში ასე გადალახოს. ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს მართებთ ოჯახის წევრებს მოთმინება და დათმობა, განსაკუთრებით კი მეუღლეს, რომელმაც უნდა დაუთმოს ქალს იმდენი ყურადღება, რამდენსაც იგი მოითხოვს. ორსულობის მესამე ტრიმესტრში ემოციების ქარიშხლებს უნდა ელოდოთ. მოახლოებული მშობიარობის შიში იმდენად ძლიერდება, რომ იმ უნიკალური მოვლენის არსიც კი იჩრდილება, რომელსაც ახალი სიცოცხლის დაბადება ჰქვია. ტრადიციულად, ქალებში ბატონობს წარმოდგენა მშობიარობის თანმხლები აუტანელი ტკივილების შესახებ, რაც განგაშის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს, არადა მშობიარობის თანმხლებ ტკივილს მეტწილად ორსულის ფსიქოემოციური მდგომარეობა განსაზღვრავს. გაწონასწორებულ მდგომარეობაში მშობიარობისას ორგანიზმი თავადვე წარმოშობს ბიოლოგიურ ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებებს, რომლებიც, მართალია, სრულად ვერა, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს ამ აქტთან დაკავშირებულ ტკივილს.

ორსულობა და სექსი

ორსულობის თანმხლები ფსიქოემოციური ცვლილებები კვალს ამჩნევს მეუღლეთა სქესობრივ ურთიერთობასაც. ბევრ ქალს მუცლის მოშლის შიშით უქრება ურთიერთობის სურვილი, ზოგიერთს კი ორსულობის პირველ ხანებში მეუღლისადმი ნეგატიური განწყობა უჩნდება. მეორე ტრიმესტრიდან ცოლ-ქმარს შორის ჩვეული ურთიერთობა აღდგება. ორსულთა დიდი ნაწილი ამ ცვლილებებს არ აღნიშნავს, თუმცა ყველას აინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა სექსი ორსულობისას და რომელ თვეებშია იგი ნებადართული. სპეციალისტთა აზრით, ორსულობის პირველ და ბოლო 2 თვეს სქესობრივი ურთიერთობა არ არის რეკომენდებული, შუალედში კი სქესობრივი კავშირი დასაშვებია, რა თქმა უნდა, მაშინ, თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს. ინტიმურ სფეროში ცვლილებები მშობიარობის შემდგომაც ხდება, რაც უმთავრესად ქალზე ითქმის. ხშირად მშობიარობამდე ამ სფეროში არსებული პრობლემა მშობიარობის შემდგომ გვარდება, რაც ორსულობისა და მშობიარობისას საშვილოსნოს კუნთების ტონუსის ცვლილებას უკავშირდება. თუმცა არასწორად წარმართული მშობიარობა შესაძლოა თავად იქცეს სქესობრივი პრობლემების მიზეზად. აუცილებელია, ყოველმა ქალმა გააცნობიეროს, რომ ორსულობის 9 თვეზე უშუალოდ არის დამოკიდებული როგორც დედის, ისე პატარას სიცოცხლის ხარისხი, რადგან ჩანასახი სამყაროს დედის თვალებით უყურებს.