რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ორსულობა და ხერხემალი
ორსულობა და ხერხემალი

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში რომ კოლოსალური გარდაქმნები მიმდინარეობს, ყველამ იცის. ეს ცხრა თვე მძიმე გამოცდაა მომავალი დედის ხერხემლისთვის. არანაკლებია დატვირთვა მშობიარობის შემდეგ... რა მოსდის ორსულისა და მეძუძური დედის ხერხემალს და როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე გართულებები, ამის თაობაზე მეან-გინეკოლოგი ირმა თედორაძე გვესაუბრება.


- ორსულები ხშირად პირველივე ტრიმესტრიდან უჩივიან ზურგისა და წელის ტკივილს. რა ხდება ამ დროს, რატომ განიცდის ხერხემალი ქალის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში ასეთ დატვირთვას?

- ზურგის ტკივილი ორსულობის თანმხლები ერთ-ერთი სიმპტომია. სამედიცინო სტატისტიკით, ორსულობის მე-20 კვირიდან ზურგის ტკივილს უჩივის ქალების 50%, 36-ე კვირიდან კი პრაქტიკულად ყველა ქალი. ხანგრძლივი ღერძული დატვირთვის დროს ზურგში დისკომფორტს ჯანმრთელი ადამიანიც კი გრძნობს. ნაყოფისა და საშვილოსნოს ზრდასთან ერთად ორსულის სხეულს სიმძიმის ცენტრი ეცვლება, რაც საგრძნობ გავლენას ახდენს ხერხემლის კუნთებსა და მის ანატომიურ ღერძზე. თავად ნაყოფი და სანაყოფე წყლები, რომლებიც ხერხემლის წინ არის განლაგებული, ქალის წონას საშუალოდ 15-20 კგ-ით ზრდის. ამის გამო ხერხემალი ორსულობის დროს რამდენადმე უკან გადაიხრება, რაც ვნებს სახსრებს და საკუთრივ ხერხემალს, მის მალათაშორის დისკოებს. ტკივილი, რომელსაც გრძნობს ქალი ორსულობის დროს, სახსრებისა და იოგების გარბილებით არის გამოწვეული, მათი გარბილება კი იმის ბრალია, რომ ქალის ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება.


- აისახება თუ არა წონის მატება ხერხემალზე?
- რასაკვირველია, ჭარბი წონა ხერხემლისთვის ზედმეტი დატვირთვაა.


- მართალია თუ არა, რომ ორსულობის დროს მწვავდება და წარმოიშობა ხერხემლის დაავადებები? შეიძლება, უეცრად ხერხემლის თიაქარი განვითარდეს?
- როგორც უკვე ვთქვით, ორსულობის დროს ხერხემლის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ამან მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ისეთი დაავადებების გამწვავება, როგორებიცაა ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, ხერხემლის მალათაშორისი დისკოების თიაქარი, და ზოგიერთი სხვა დაავადების წარმოშობა. ყოველივე ეს იწვევს ტკივილის შეგრძნებას ზურგსა და წელის მიდამოში. მაგრამ ერთბაშად არაფერი ვითარდება. მაგალითად, მალათაშორისი დისკოს თიაქარი - ეს ხერხემლის უკვე არსებული დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესის გართულებაა, ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მისი პროვოცირება, რაშიც ბრალი მიუძღვის ქალის განსხვავებულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.


- როგორ ხდება ორსულებში ხერხემლის პათოლოგიის დიაგნოსტირება, რომელი კვლევებია უკუნაჩვენები?
- მუცლადყოფნის ადრეულ ვადებზე ვითარდება შინაგანი ორგანოები და ნაყოფი ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია, ამიტომ უკუნაჩვენებია სხივური დიაგნოსტიკის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია. მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის ჩატარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრი ან სასიცოცხლო ჩვენებით. უსაფრთხოა ულტრასონოგრაფიული კვლევა.


- შესაძლოა თუ არა, ხერხემლის პათოლოგია ქალის უნაყოფობის მიზეზად იქცეს?
- რასაკვირველია, არა.


- შესაძლოა თუ არა, ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდთან ან დაბადებასთან იყოს დაკავშირებული?
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგია - როგორც ხერხემლისა, ასევე სახსრებისა და ძვლებისა - ზოგჯერ მართლაც მძიმე ორსულობასა და მშობიარობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, გენური მუტაციები.


- რას გვეტყვით სკოლიოზის შესახებ? როგორ უნდა დაიგეგმოს ამ დროს ორსულობა? როგორ აისახება ხერხემლის პათოლოგია ორსულობასა და მშობიარობაზე?
- შვილოსნობის ასაკს მიღწეულმა ქალმა უკვე იცის, რომ სკოლიოზი აქვს - ეს დაავადება, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება. ყველა ქალმა, რომელსაც სკოლიოზი აქვს,

You must have Flash Player installed in order to see this player.
დაორსულებამდე აუცილებლად უნდა გაიაროს ხერხემლის დაზიანებული ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა. დაორსულებამდე იმიტომ, რომ ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. ორსულობის დაგეგმვისას ქალმა უნდა იცოდეს სკოლიოზის ხარისხი. პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე ფუნქციური დატვირთვა არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შინაგანი ორგანოები, განსაკუთრებით - გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, ისევე მუშაობს, როგორ ჯანმრთელი ადამიანისა. მაგრამ გამოხატული - III და, მით უმეტეს, IV ხარისხის სკოლიოზის დროს აუცილებლად უნდა მოეთათბიროთ ექიმებს - მეანს, ორთოპედსა და თერაპევტს. საქმე ის არის, რომ ხერხემლის დეფორმაცია იწვევს ფილტვებისა და გულის გადანაცვლებას, რაც მათ ფუქციურ შესაძლებლობებს აქვეითებს. ორსულობის დროს დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს ორგანიზმის შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ზოგჯერ ხერხემლის დეფორმაცია შინაგანი ორგანოების, მათ შორის - სასქესო ორგანოთა ანომალიებს ერწყმის. მაგალითად, იცვლება საშვილოსნოს ფორმა და მდებარეობა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩასახვასა და ორსულობაზე.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
იმუნიტეტის ასამაღლებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია შემდეგი ნაყენები:
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საუტგემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ენდომეტრიოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ქალების 10%-ს აღენიშნება) ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას. ენდომეტრიოზის სიმპტომებია:
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.

სპეციალისტთა რჩევით ორსულებმა უმჯობესია სოკო არ მიირთვან. მართალია, სოკოში უხვადაა ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნაერთები,

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სტრესი ორსულობის დადგომამდეც კი მომავალი ბავშვის სხეულის მასაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კლინიკა "მედინა" ბათუმში გარდაცვლილი ქალის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ განუცხადა,
23 მაისი 2016
ყველამ იცის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მაგრამ სიცილს მარტო ეს არ შეუძლია:
22 აპრილი 2016
მარტოობა გულის შეტევისა და ინსულტის რისკს 30%-ით ზრდის. სოციალური იზოლაციის ეფექტი შეიძლება შევადაროთ სამსახურთან დაკავშირებულ შფოთვასა და სტრესს.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. როგორ გამოიხატება ეს პრობლემა რევმატოლოგიური დაავადებებისას, ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტ “თბილისი SPA”-ს ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, ირინა მალაზონია.

- ქალბატონო ირინა, რომელი რევმატოლოგიური დაავადებების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი?
- რევმატული დაავადებებით შეპყრობილია მოსახლეობის 30%.

დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა შეადგენს, წლის ცივ პერიოდში, 1 კილოგრამ წონაზე, 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში, 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე.