ორსულს მხოლოდ საუკეთესო! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულს მხოლოდ საუკეთესო!

რძის სტრუქტურა პასტერიზების დროს უკეთ ნარჩუნდება, ვიდრე დუღილის დროს, მაგრამ პასტერიზებული რძე მიკრობული დაბინძურების თვალსაზრისით სანდო არ არის - პასტერიზების დროს მიკროორგანიზმების სპორები არ იხოცებიან. ბევრი მომავალი დედა სტერილიზებულ რძეს ადუღებს, ეს კი მის ბიოლოგიურ ღირებულებას აქვეითებს. სტერილიზებულ რძეს, რომელსაც აქვს შენახვის ხანგრძლივი ვადა, ადუღება არ სჭირდება. დღესდღეობით სტერილიზაციისთვის გამოიყენება თერმული დამუშავების უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც რძის სტრუქტურას ძალიან არ ცვლის. ფაფის ან სუპის მოსამზადებლად, რაკი ამ დროს აუცილებელია ადუღება, უმჯობესია ჩვეულებრივი პასტერიზებული რძე გამოვიყენოთ. საიმედო, გემრიელი და მაღალი ბიოლოგიური ღირებულების მქონეა ულტრაპასტერიზებული რძე. დაიცავით ზომიერება - რძის ჭარბი მიღება, თუნდაც მაღალი ხარისხის რძისა, ორსულთათვის არ არის მიზანშეწონილი. საკმარისია 400-500 მლ დღე-ღამეში. მეძუძურისთვის 500-700 მლ-ზე მეტი არ არის სასურველი. დიდი რაოდენობით რძის მიღებამ ორსულობის დროს შესაძლოა ნაყოფს ძროხის რძის ცილისადმი ალერგიული განწყობა ჩამოუყალიბოს.

ნაღების  კარაქი

კარაქის უმთარესი ღირებულებაა დიდი რაოდენობით A ვიტამინის შემცველობა. განსაკუთრებით მდიდარია ამ ვიტამინით ყოველგვარი დანამატის გარეშე მომზადებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური კარაქი. კარაქი, რომელსაც მცენარეული ცხიმი აქვს დამატებული, ორსულისთვის რეკომენდებული არ არის. ქოლესტერინის შესამცირებლად ნაღების კარაქს უამტებენ მცენარეულ ცხიმს, რომელიც ნატურალური სახით თხევადია, ამიტომ კარაქში დამატებამდე მას წინასწარ გადაამუშავებენ ჰიდროგენიზაციის გზით. ამ დროს წარმოიქმნება ტრანსიზომერი, რომელიც ვნებს ღვიძლსა და სანაღვლე გზებს.

მცენარეული ზეთი

მის ბიოლოგიურ ღირებულებას უმთავრესად ე ვიტამინისა და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემადგენლობა განსაზღვრავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ლინოლის მჟავას. ამ მჟავას შემცველობის მიხედვით ლიდერობს მზესუმზირას, სიმინდისა და სოიის ზეთი. ჩირით და ხილით შეზავებულ კერძებს (ფაფებს, სალათებს) უმჯობესია დავამატოთ ყურძნის კურკების ზეთი, რომელიც მდიდარია სასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ცივი გამოხდით მიღებული ზეთები გაცილებით სასარგებლოა, რადგან მათში გაცილებით უკეთესად არის შენარჩუნებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები და პროვიტამინები. რაფინირებული ზეთები უფრო შესაწვავად გამოდგება. განსაკუთრებით ღირებულია ამ თვალსაზრისით რაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც შეწვის დროს ინარჩუნებს მთლიანობას და ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებად არ იშლება.

ხორცი

ხორცის შერჩევისას მეტი დაკვირვება გვმართებს, რადგან მას ეტიკეტი არ მოჰყვება. ხშირად გამოცდილი დიასახლისებიც ცდებიან. სახლში მიტანილი ხორცი არ იბრაწება, თავისივე წვენში ტივტივებს და იხარშება. ამასთან, ნაჭერი ზომით ძალიან მცირდება. ამის მიზეზი კი ხორცის სპეციალური ხსნარით დამუშავებაა. ამიტომ ჯობს უშუალოდ თქვენს თვალწინ დაჭრილ-დაჩეხილი ხორცის შეძენა. იმის გასარკვევად, ახალია თუ არა, ხორცის ნაჭერს თითი დააჭირეთ; ხარისხიან, ახალ ხორცზე ღრმული მყისვე ამოივსება. თუ ღრმულს ამოსავსებად მეტი ხანი დასჭირდა, ხორცის შეძენისგან თავი შეიკავეთ.

თევზი

რასაკვირველია, თევზი ცოცხალი ჯობს, მაგრამ არც გაყინული დაიწუნება. თევზის ხარისხის შესაფასებლად იხილეთ რუბრიკა "მომხმარებლის გვერდი".


კვერცხი

ორსულისთვის აუცილებელია მხოლოდ ახალი, დიეტური კვერცხი. უმჯობესია, იგი სოფლისა, ოჯახისა იყოს. ქათმის კვერცხს მწყრისა სჯობია. შეგიძლიათ მიირთვათ კვირაში 6-8 ცალი. ქათმის კვერცხისგან განსხვავებით, ის ნაკლებ ალერგიულ გამოვლინებებს იწვევს და კვებითი ღირებულებითაც გამოირჩევა. ასევე გაცილებით მეტია მასში ა, ბ1, ბ2, პპ ვიტამინებისა და მნიშვნელოვანი მიკროელემენტების შემცველობა.

ხილი და ბოსტნეული

ხილი, ბოსტნეული და კენკრა უხვად უნდა იყოს ორსულის ყოველდღიურ რაციონში, როგორც ნატურალური, ასევე წვენებისა თუ კომპოტების სახით. უმჯობესია ცოცხალი, ახალი ხილი; თუ სეზონი არ გვიწყობს ხელს, შეიძლება გაყინული ხილისგან ან ჩირისგან კომპოტის მოხარშვა.

ბურღული

ხილის, ბოსტნეულის, კენკრის სეზონური დეფიციტის დროს რაციონში შეგვიძლია ჩავრთოთ ცეხვილი ხორბლის პური, დაღერღილი და საღი ბურღული. ეს პროდუქტი აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და შეკრულობის საუკეთესო წამლად მიიჩნევა. გარდა ამისა, ხელს უწყობს ნაწლავებში ბ ჯგუფის ვიტამინების წარმოქმნას. თუმცა ბოჭკოთი ყოველგვარი ბურღული როდია მდიდარი. მაგალითად, 10 გ ბრინჯში მხოლოდ 0,5გ უჯრედისია, ხოლო 100 გ შვრიის ფანტელი (ჰერკულესი) 7გ საკვებ ბოჭკოს შეიცავს. ბრინჯს სხვა ღირსება აქვს - მისი ხარშვის დროს გამოიყოფა დიდი ოდენობით ლორწოვანი მასა, რომელიც უებარია ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს. უჯრედისი ბევრია კაკალში, მზესუმზირასა და გოგრის თესლში, სოკოში.

რაზე უნდა ვთქვათ უარი

ნახევარფაბრიკატები, საკონდიტრო ნაწარმი, სწრაფი კვების პროდუქტები მომავალი დედებისა და მეძუძური ქალებისთვის არ არის რეკომენდებული. სასურველია, რაციონიდან გამორიცხოს:

  • მლაშე და ცხიმიანი საკვები;
  • შაშხი;
  • კონსერვები;
  • სანელებლები - ხახვი, ნიორი (შესაძლოა, რძემ მიიღოს სპეციფიკური სუნი).

უმჯობესია ვერიდოთ ნაწლავებში დუღილის გამაძლიერებელ საკვებს - ცომეულს, ტკბილეულს, საფუარზე დამზადებულ საკონდიტრო ნაწარმს, ყურძენს, პარკოსნებს, კომბოსტოს. პედიატრები მეძუძურ დედებს ერთმნიშვნელოვნად უკრძალავენ ტროპიკული ხილისა და ციტრუსების ჭამას. ძლიერ ალერგენებად მიიჩნევა მარწყვი, არაქისი, შოკოლადი, ყავა, ამიტომ მათი მიღებისგანაც თავი უნდა შევიკავოთ. შეზღუდვა ეხება გაზიან სასმელებსაც, როგორც ტკბილს, ასევე მინერალურს, იაფფასიანი ლიმონათები დიდი რაოდენობით შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს, რომლებიც იოლად გადადის დედის რძეში. ხილის მზა წვენები, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, სვით ზომიერად. ყველაზე სასარგებლოა მწვანე ვაშლის წვენი. თავი არიდეთ ყურძნის, ტომატის, ციტრუსების წვენებს. უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, ნიკოტინზე, ნარკოტიკებზე. ნაყოფის ინტოქსიკაციას მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხება მოჰყვება. არ გირჩევთ ჩაის სმას. თვით მწვანე ჩაიც კი უფრო მეტ კოფეინს შეიცავს, ვიდრე სუსტი ყავა და შესაძლოა ჩვილის ნერვულ სისტემას ავნოს.

კვების რეჟიმი

კვება რეკომენდებულია დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა საკვების სათანადოდ გადამუშავება და მონელება შეძლოს. სასურველია, ჩვილის კვებამდე დედამ თვითონაც წაიხემსოს ან 20 წუთით ადრე 1 ჩაის ჭიქა სასმელი წყალი მიიღოს - რძე გაცილებით მეტი ექნება. მშობიარობის დროსაც და მის შემდეგაც ქალის ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. აუცილებელია მარაგის შევსება, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს. გარდა ამისა, რძის ოდენობა მიღებული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელი ადამიანი დღის განმავლობაში უნდა იღებდეს მინიმუმ 1-1,5ლ სითხეს, ზაფხულში - უფრო მეტს. მეძუძურ დედას კი ჩვეულებრივზე 2-ჯერ მეტი სითხე სჭირდება. დაუშვებელია რომელიმე სახეობის პროდუქტის რაციონიდან მთლიანად ამოღება. ვეგეტარიანელები ცხოველურ საკვებზე უარის თქმით დიდ ზიანს აყენებენ მომავალ თაობას. მოზრდილის ორგანიზმს კიდევ შეუძლია, ასეთ სტრესს გაუმკლავდეს, ჩვილისთვის კი ეს ძალზე საზიანოა.