რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ მოვუწესრიგოთ წნევა ორსულს
როგორ მოვუწესრიგოთ წნევა ორსულს

- როგორ მკურნალობენ პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას?
- პრეეკლამფსიის მართვის მთავარი მიზანია ორსულობის შეწყვეტამდე დედისა და ნაყოფის დაზიანების მაქსიმალური შემცირება. ორსულობის შეწყვეტა სრული განკურნების ერთადერთი გზაა. თუ პრეეკლამფსია მსუბუქად მიმდინარეობს, მისი მკურნალობა 3 დღის განმავლობაში სპეციალიზებულ ამბულატორიულ დაწესებულებაში - ქალთა კონსულტაციაში ტარდება. თუ ამ პერიოდში მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა, მკურნალობას აგრძელებენ III ან/და IV დონის სტაციონარის პირობებში. მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომ 48 საათის განმავლობაში. მძიმე პრეეკლამფსიის დროს კრუნჩხვის პროფილაქტიკისთვის ხდება მაგნიუმის სულფატის ინტრავენური შეყვანა, გარდა ამისა, გამოიყენება ჰიპოტენზიური საშუალებები; მიმართვენ ორსულობის შეწყვეტას 34-ე კვირიდან.


- რომელი ჰიპოტენზიური საშუალებები გამოიყენება პრეეკლამფსიის დროს?
- დღეს ორსულობის ჰიპერტენზიული დარღვევების მკურნალობისთვის გამოიყენება 5 ძირითადი ჯგუფის პრეპარატები: ბეტა-ადრენობლოკატორები (ობზიდანი, ტენორმინი, ლეპრესოლი), კალციუმის ანტაგონისტები (ნიფედიპინი, ამლოდიპინი), ცენტრალური სიმპათომიმეტიკები (მოქსონიდინი, მეთილდოპა, კლონიდინი, გუანფაცინი), პერიფერიული ვაზოდილატატორები, კომბინირებული ალფა- (პრაზოზინი (პრატენონი)) და ბეტა-ბლოკატორები. ალფა-ადრენობლოკატორების. გამოიყენება ასევე ამ ხუთი ჯგუფის პრეპარატების კომბინაცია.


- რა შემთხვევაშია ნაჩვენები ორსულობის შეწყვეტა?
- სასწრაფო მშობიარობის ჩვენებებია:

  • მძიმე პრეეკლემფსიის დროს უშედეგო მკურნალობა, რომელიც რამდენიმე საათიდან ერთ დღემდე გრძელდება;
  • ეკლამფსიური სტატუსი;
  • გულის უკმარისობა, ფილტვების შეშუპება;
  • თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, თრომბოზი,  ცერებრალური ჰიპოქსია,  შეშუპება,  კომა;
  • თვალის ბადურას შეშუპება და აშრევება;
  • პლაცენტის ნაადრევი აშრევება;
  • ნაყოფის ჰიპოქსიის ნიშნების გაძლიერება.


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 % მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე.
საუტგემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ენდომეტრიოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ქალების 10%-ს აღენიშნება) ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას. ენდომეტრიოზის სიმპტომებია:
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.

სპეციალისტთა რჩევით ორსულებმა უმჯობესია სოკო არ მიირთვან. მართალია, სოკოში უხვადაა ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნაერთები,

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება.
06 თებერვალი 2017
ბევრი ახალგაზრდის აზრით, ასაკში სექსი, ინტიმური სფეროს სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსაწყენი ხდება. მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ მითია. ხანდაზმულ ადამიანებს სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო აღელვებთ, ვიდრე მისი რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.
ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.
ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე.
ცხოველების უმრავლესობაში მხოლოდ გარკვეულ დროს ხდება შეჯვარება. წლის დანარჩენ პერიოდში სქესობრივი აქტი მათ არ აინტერესებთ. ადამიანები კი სექსით უფრო ხშირად არიან დაკავებულები.