რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ორსულობა და ფსიქონევროლოგიური დარღვევები
ორსულობა და ფსიქონევროლოგიური დარღვევები

ორსულობა, მოლოდინის ეს სასიამოვნო პერიოდი, იმავდ-როულად ორგანიზმის გამოცდაც არის. ქვემოთ იმ სიმპტომებზე გესაუბრებით, რომლებიც მიუთითებს, რომ ორსულის "ნერვული ბალანსი" შერყეულია. ჩვენი სტუმარია მეან-გინეკოლოგი ირმა თედორაძე.


- ქალბატონო ირმა, უმთავრესად რატომ მიმართავენ ორსულები ფსიქონევროლოგს?
- თავის ტკივილის, წელის ტკივილის, ხელ-ფეხის დაბუჟების გამო. აქვთ სხვა ჩივილებიც.


- რა იწვევს თავის ტკივილს, საშიშია თუ არა იგი, ღირს თუ არა მკურნალობა? იქნებ ჯობს, მოვითმინოთ?
- თავის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა და არამხოლოდ ორსულებში. ის შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა, ასევე დაავადებებმა, რომლებიც ორსულობაზე არ არის დამოკიდებული. სტატისტიკური მონაცემებით, ათიდან ცხრა შემთხვევაში ორსულს აწუხებს დაძაბვის თავის ტკივილი, რომელიც ვითარდება გადაღლის, ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის შედეგად, მით უმეტეს, ორსული აშკარად თუ ფარულად ყოველთვის ღელავს - როგორ ჩაივლის ორსულობა, მშობიარობა, ჯანმრთელი დაიბადება თუ არა ბავშვი. დაძაბვის თავის ტკივილი უმეტესად ორსულობის I-II ტრიმესტრებში იჩენს თავს. ტკივილი მსუბუქი ან ზომიერია, ორმხრივი, არ გააჩნია მკაფიო ლოკალიზაცია, გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე. ზოგჯერ ამას ტკივილსაც ვერ დაარქმევთ - ეს არის, უფრო მეტად, ზეწოლის, თავზე სალტის მოჭერის შეგრძნება. ის თავის ფუძის კანისა და კუნთების ხანგრძლივი დაძაბვის შედეგია და ამიტომაც ეწოდება დაძაბვის ტკივილი. ტკივილი ხშირად ძლიერდება დღის მეორე ნახევარში, ანდა ძლიერი ფსიქოემოციური თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, არის მონოტონური ან მზარდი. შედარებით იშვიათად ორსულებში თავის ტკივილის მიზეზია შაკიკი. მისთვის დამახასიათებელია ტკივილის განმეორებითი შეტევები, მხედველობის დარღვევები, ასევე - დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ. ასეთ ორსულებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც შაკიკი დაორსულებამდეც ჰქონდა, და ისეთებიც, ვისაც ის პირველად ორსულობისას გამოაჩნდა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოსალოდნელია შეტევების გახშირება; მეორე-მესამეში შეტევები იშვიათდება და გაცილებით მსუბუქადაც მიმდინარეობს.


- რით მკურნალობენ თავის ტკივილს?
- ორსულებში თავის ტკივილის მკურნალობისას, განურჩევლად მისი წარმოშობისა, უპირატესობა ენიჭება არამედიკამენტურ საშუალებებს - ფსიქოლოგიურ რელაქსაციას, ფიტოთერაპიას... მნიშვნელოვანია შრომისა და დასვენების რეჟიმის ორგანიზაცია, იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც ტკივილის შეტევებს უწევს პროვოცირებას. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ნაკლები დრო გაატარეთ დახუთულ შენობაში, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ოღონდ არა ავტომაგისტრალების მახლობლად, არამედ პარკში, ტყეში. მუშაობისას ხშირად შეისვენეთ, გაანიავეთ ოთახი, შეასრულეთ რამდენიმე ვარჯიში. ორგანიზმი ჟანგბადით გამდიდრდება და თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
  • ნუ დაიკლებთ ძილს. ურიგო არ იქნება, დღისითაც ჩათვლიმოთ. თუ სამსახური ამის საშუალებას გაძლევთ.
  • ურიგო არ იქნება, თუ დროს გამონახავთ და ორსულთათვის განკუთვნილ ტანვარჯიშის ან ცეკვის წრეზე ივლით. ასეთი დატვირთვა მოაძლიერებს ბავშვს, დაბადებისთვის მოამზადებს თქვენს ორგანიზმს, გაგახალისებთ და ახალ ნაცნობებს შეგძენთ.
  • აუცილებლად უნდა აითვისოთ რელაქსაციის მეთოდები, სუნთქვითი ვარჯიში. შესაძლოა, მათი დახმარებით ტკივილს მედიკამენტების გარეშეც დააღწიოთ თავი.
  • თუ ტკივილი ძალზე ძლიერია და არამედიკამენტური საშუალებები არ გშველით, მიიღეთ გამაყუჩებელი. თქვენს პატარას ეს უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე თქვენი მუდმივი უგუნებობა.

ორსულთათვის ნებადართულია: უბრალო ანალგეტიკები (პარაცეტამოლი), აუცილებლობის შემთხვევაში - კოფეინი. რეკომენდებული არ არის ასპირინი და მისი ანალოგები, ერგოტამინი (ეს უკანასკნელი ხშირად შედის შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებების შემადგენლობაში). მედიკამენტების

You must have Flash Player installed in order to see this player.
მიღებამდე უთუოდ მოეთათბირეთ ექიმს, რადგან ისეთმა ერთი შეხედვით უვნებელმა წამლებმაც კი, როგორებიც ინდომეტაცინი, ვოლტარენი ან ასპირინია, შეიძლება ავნოს ნაყოფს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თავის ტკივილი გახშირდა ან გაძლიერდა;
  • ტკივილი ძლიერდება პოზის შეცვლის, ვარჯიშის დროს, ღამით;
  • ტკივილი აღმოცენდება თავის დახრისას, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ანდა მხედველობის გაუარესება ახლავს თან.

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
როგორც ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ, ქათმის კვერცხის რეგულარულად მიღება ქალებთან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს თითქმის ორჯერ ამცირებს. ამ განცხადებას საინტერესო კვლევის შედეგები უდევს საფუძვლად. სპეციალისტები ადრეც საუბრობდნენ იმაზე, რომ კვირაში რამდენიმე კვერცხის ჭამა ქალებს ძუძუს კიბოს განვითარებისაგან იცავს (შემთხვევათა 18%-ში). 
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 % მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე.
საუტგემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ენდომეტრიოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ქალების 10%-ს აღენიშნება) ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას. ენდომეტრიოზის სიმპტომებია:
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.

სპეციალისტთა რჩევით ორსულებმა უმჯობესია სოკო არ მიირთვან. მართალია, სოკოში უხვადაა ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნაერთები,

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.