რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნაწლავთა პრობლემები ორსულებში
ნაწლავთა პრობლემები ორსულებში

რას უჩივის ამ დროს ორსული
- ძირითადი სიმპტომია შეკრულობა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღეს. შესაძლოა ნაწლავების არასრული დაცლა - ფეკალური მასების გამოყოფა მცირე ულუფებით. ზოგჯერ ყაბზობას თან ახლავს ფაღარათი. ყაბზობას ხშირად ახლავს თან მუცლის ტკივილი (უმეტესად - მარცხენა ნახევრისა). არცთუ იშვიათად ტკივილი შეტევითია. ის შესაძლოა აღმოცენდეს ერთბაშად, უმიზეზოდ, ანდა ნერვიულობისა თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ზოგჯერ გადაეცემა წელის, უკანა ტანის, ფეხის ან სასქესო ორგანოების მიდამოში. ზოგიერთი ქალი მუცლის ტკივილთან ერთად უჩივის წვასა და ქავილის შეგრძნებას უკანა ტანის მიდამოში. ხშირია აგრეთვე გულისრევა და პირღებინება, მწარე გემო პირში, მუცლის შებერილობა, ყურყური, აირებისგან დაცლის გაძნელება.


მკურნალობა
- ორსულობისას ყაბზობის სამკურნალოდ ფსიქოთერაპიას ამჯობინებენ. სამკურნალო პრეპარატები გადადის უკანა პლანზე. სამაგიეროდ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიეტას. პირველ რიგში, კვება უნდა იყოს რეგულარული, რაციონი - მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში), უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს მუშაობას აიძულებს. უჯრედისი არ გადამუშავდება - იგი იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას, ამიტომ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი. ხშირად ეფექტიანია რძემჟავა პროდუქტებიც - მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორშჩი. სასარგებლოა მცენარეული ზეთი: დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეიძლება, ჭამამდე 30 წუთით ადრე გადაყლაპოთ 1 კოვზი ზეთი - ეს აღაგზნებს ნაწლავთა პერისტალტიკას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას და შებერილობას. ერიდეთ პარკოსნებს, ყურძენს, რძეს - ეს პროდუქტები აძლიერებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. მიირთვით ცოცხალი ან ოდნავ მოხარშული ხილ-ბოსტნეული, შავი ქლიავის, ლეღვის, ჭერმის ჩირი, წვენები, რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, მოხარშული ხორცი. კარგია შავი ქლიავის ნაყენი: საღამოს 100 გრამს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, თავზე დაახურეთ და დილამდე დააყენეთ (უნდა გავიდეს 10-12 საათი). მეორე დღეს სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამამდე, ხოლო ქლიავი მიირთვით. ძალზე ეფექტურია შავი ქლიავისა და ლეღვის ნაყენიც: 10-10 ცალი ქლიავი და ლეღვი გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და დილამდე გააჩერეთ. მიიღეთ უზმოზე; 5-5 ცალი ნაყოფი საუზმეზე მიირთვით, დანარჩენი - საღამოს. ასევე სასარგებლოა დილით, უზმოზე, ერთი ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი. მენიუდან ამოიღეთ შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური, მაღალი ხარისხის ფქვილის ნაწარმი, ლორწოვანი წვნიანები, მანანის ფაფა, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შოთხვი, შაშხი, კონსერვები. ხშირად მიირთვით ხილ-ბოსტნეულის სალათები. ინგრედიენტების კომბინაცია და თანაფარდობა სურვილისამებრ ცვალეთ. გთავაზობთ რამდენიმე ნარევის რეცეპტს:

  • მოხარშული ჭარხალი, მწვანე ბარდა, ნიგოზი, მწვანილი;
  • უმი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მოხარშული ლობიო, ვაშლი, მწვანილი;
  • უმი სტაფილო, წითელი მოცვი, ლეღვი, ჭერმის ჩირი, მწვანილი;
  • უმი ჭარხალი, სტაფილო, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანილი;
  • რძეში დამბალი შვრიის ბურბუშელა, ვაშლი, გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ზეთი;
  • შავი ქლიავი, ნესვი, წითელი მოცვის ჩირი და თაფლი;
  • ლეღვი, ვაშლი, ჭერმის ჩირი, ნიგოზი და ალოეს წვენი

აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ძილის წინ 2-3 სუფრის კოვზი.


წამლები
- მუცლის ძლიერი შებერილობისას შეგიძლიათ მიიღოთ გვირილის, პიტნის, კამის, კვლიავის ნაყენი. მედიკამენტებიდან ნებადართულია ესპუმიზანი, ენტეროსორბენტები (კარბოლენი - აქტივირებული ნახშირი). შეიძლება ფერმენტული პრეპარატების მიღებაც, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას (ფესტალი, პანზინორმი, მეზიმფორტე), მაგრამ ეს აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ გირჩევთ - არსებობს ორსულობის შეწყვეტის საფრთხე. ეს ეხება არა მარტო ისეთ ძლიერმოქმედ პრეპარატებს, როგორიცაა, მაგალითად, მაგნიუმის სულფატი (ინგლისური მარილი), კარლოვი ვარის მარილი, აბუსალათინის ზეთი, არამედ სუსტებსაც - ხეჭრელას ფესვს, რევანდს, ხეშავის ნაყოფს, სინემაქის ფოთოლს. ამ პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რეფლექსური ჭინთვა. გარდა ამისა, სეკრეტორული დიარეა სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას, პირველ რიგში კი კალიუმის დეფიციტს - ჰიპოკალიემიას იწვევს. თუ საფაღარათო საშუალების გარეშე ფონს ვერ გახვალთ, შეარჩიეთ დიდი სიფრთხილით. აკრძალულია:

  • ანტოქინონები და დიფენილმეთანის დერივატები (ფენოლფტალეინი, ბისაკოდილი, ალოე, ნატრიუმის პიკოსულფატი) - ადუნებს გლუვ კუნთებს და თრგუნავს პერისტალტიკას. ამ ჯგუფის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია მუტაგენური მოქმედება და გენური ტოქსიკურობა.
  • დამარბილებელი საშუალები (ვაზელინისა და სხვა მინერალური ზეთები) - დეპონირდება ნაწლავის კედელში, ღვიძლში, ელენთაში, და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას იწვევს.

ნებადართულია:

  • ლაქტულოზის შემცველი პრეპარატები (დიუფალაკი) - მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორის მეტაბოლიზმზე, ზრდის ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას, საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასას, შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და მწყობრში დგება დეფეკაცია.

ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას (საკვები ბოჭკო, ჰიდროფილური კოლოიდები), ორსულებისთვის ნებადართულია, ოღონდ დიდი სიფრთხილით და წყლის ბალანსის დაცვით. საქმე ის არის, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობისას საჭიროა სითხის უხვად მიღება, რაც არღვევს წყლის ბალანსს და იწვევს შეშუპებას, დღე-ღამეში 1,5 ლიტრზე ნაკლები სითხის მიღებისას კი ეს პრეპარატები ასრულებს სორბენტების როლს და ასევე შეშუპებას იწვევს. ამ ჯგუფის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ეფექტი გვიან, 10-20 დღის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერების აზრით, სწორედ მწვანე ჩია აძლევს ორგანიზმს ყველა სასარგებლო ელემენტს და ტოქსიკოზთან გამკლავებაში ეხმარება. სწორედ ამ უკანასკნელის გამო, ბევრ ქალს ორსულობის საწყის პერიოდში ერღვევა ნორმალური ცხოვრების რიტმი.
ორსულობა ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია ქალის ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით ადეკვატური მომარაგება. იოდი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ერთ-ერთი მიკროელემენტია.
მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება უკლებლივ ყველა ჯგუფს შეუნარჩუნდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის არის, თუ - ღარიბი, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვაში მოსალოდნელი ცვლილებები განმარტა.
1. ჩვენს დროში 3-ჯერ მეტი ქალი იკეთებს საკეისრო კვეთას, ვიდრე 10 წლის წინ.

2. ორსულობის მეორე კვირაზე ემბრიონები დღეში ლიტრამდე შარდს გამოყოფენ.
უნიკალურმა მობილურმა აპლიკაციამ Natural Cycles გერმანული ავტორიტეტული საექსპერტო ორგანიზაციის Tuv Sud მხრიდან მხარდაჭერა მიიღო. აღნიშნული აპლიკაცია ქალის სხეულის ტემპერატურას განსაზღვრავს მთელი ციკლის განმავლობაში და კონტრაცეპციის მეთოდებთან დაკავშირებულ რჩევებსაც იძლევა.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,