ძილი და ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილი და ორსულობა

ორსულობის პირველ ტრიმესტრში წამყვანი ჰორმონია პროგესტერონი. მას ძირითადად საკვერცხეები გამოყოფს (აპროდუცირებს). პროგესტერონის დონის მომატება განაპირობებს ძილიანობას, მოდუნებას, ადვილად დაღლას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას. ორსულობის ჰორმონთა გავლენით ქალის ორგანიზმი ნაყოფის სატარებლად ემზადება, ამიტომ სასურველია, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ძილის ხანგრძლივობა რამდენადმე გაიზარდოს, რათა ორგანიზმს მიეცეს საკმარისად დასვენების საშუალება.

ორსულობის მეორე ტრიმესტრში საკვერცხეების ფუნქციას საკუთარ თავზე იღებს პლაცენტა, რომელიც დაახლოებით ორსულობის მე-12 კვირისთვის ფორმირდება. პლაცენტა პროგესტერონთან ერთად აქტიურად გამოიმუშავებს ესტროგენებსაც, რომლებიც ჯაბნის პროგესტერონის მიერ პროვოცირებულ ძილიანობას. თუმცა ამ პერიოდში მუცელი იზრდება, რაც აიძულებს ორსულს, ძილის დროს ჩვეული და საყვარელი პოზა ხშირად იცვალოს. გადიდებული საშვილოსნო აწვება შარდის ბუშტს, რაც შარდვის გახშირებას განაპირობებს, ეს კი, თავის მხრივ, არღვევს ძილს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრი ხშირად უძილო ღამეების პერიოდად გვევლინება. ძილის დარღვევას ამ პერიოდში მრავალი მიზეზი აქვს: ზურგის ტკივილი და გადიდებული მუცელი ართულებს კომფორტული პოზის შერჩევას, ნაყოფი უფრო და უფრო მეტად აქტიურდება, მისი კიდურების მოძრაობა ღვიძლისა და დიაფრაგმის არეში ხშირად მტკივნეული ხდება; გადიდებული საშვილოსნო დიაფრაგმას აწვება და ორსულს უჭირს სუნთქვა; ლორწოვანი გარსები შუპდება; ხახის კუნთების ტონუსი ქვეითდება, რაც ხვრინვას უწევს პროვოცირებას; გახშირებული შარდვის გამო ღამღამობით ორსულს რამდენჯერმე უწევს ადგომა. ხშირია გულძმარვა და კანის ქავილიც, რაც მშვიდად ჩაძინების საშუალებას არ აძლევს ქალს.

ორსულებთან გამოვლენილ ძილის დარღვევებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ:

  • ჩაძინების პროცესთან დაკავშირებული დარღვევები, ე.წ. სტარტული უძილობა;
  • მოუსვენარი, მშფოთვარე ძილი;
  • წყვეტილი ძილი ხშირი გაღვიძებით;
  • ნაადრევი გაღვიძება, რომლის შემდეგაც ჩაძინება ჭირს - ე.წ. დასასრული ფაზის უძილობა.

რეკომენდაციები ორსულთათვის

  • ერიდეთ საძილე საშუალებების მიღებას - ისინი, ჩვეულებრივ, გადიან პლაცენტურ ბარიერს და ვნებენ ნაყოფს. პირველ ტრიმესტრში საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების მიღება იკრძალება, მეორე და მესამე ტრიმესტრში კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებითაა ნებადართული, ისიც - ძილის მძიმე დარღვევების შემთხვევაში.
  • ეცადეთ, დღისით არ დაიძინოთ. ნუ მოერიდებით ფიზიკურ აქტივობას. შეასრულეთ ორსულთათვის განკუთვნილი ვარჯიშები. რეგულარულად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით - საღამოობით, ძილის წინ.
  • საწოლი ოთახი აუცილებლად გაანიავეთ. თუ საშუალება გაქვთ, გამოიყენეთ იონიზატორები და მაქსიმალურად გაამდიდრეთ ოთახის ჰაერი უარყოფითი იონებით. მოხერხებული პოზის მისაღებად გამოიყენეთ ბალიშები და მუთაქები, ისე მოკალათდით, რომ ხერხემალი, ზურგი, კიდურები და, რაც მთავარია, მუცელი არ დაგეძაბოთ.
  • ძილის მოსაწესრიგებლად კარგია არომათერაპია. ამისთვის სპეციალურად განკუთვნილი მცენარეებით სავსე ბალიშები უნდა გამოიყენოთ, ოღონდ აუცილებლად ექიმ გინეკოლოგთან შეთანხმებით.