რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს 23 %-ით ზრდის
საკეისრო კვეთა აუტიზმის რისკს 23 %-ით ზრდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საკეისრო კვეთა ეპიდემიურ ხასიათს იძენს მთელ მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ საკეისრო კვეთა მკაცრად სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ტარდებოდა, დღეს კი მთელ მსოფლიოში ქალთა მხოლოდ 55 %-ი მშობიარობს ფიზიოლოგიურად. საკეისრო კვეთა ხშირად წინასწარ დაგეგმილი და შეთანხმებულია ხოლმე. ქალბატონების დიდი ნაწილი ექიმებს ოპერაციულ ჩარევას სთხოვს მაშინაც კი, როცა ამის არანაირი ჩვენება არ არსებობს - ანუ დედაც და ბავშვიც სრულიად ჯანმრთელია - წერს "RuNews24".
აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება განვითარებად ქვეყნებში. მოგეხსენებათ საქართველოც არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
არის გამონაკლისი. სპეციალისტთა განმარტებით, თუ ფიზიოლოგიურ მშობიარობას უკუჩვენება არ გააჩნია, საკეისრო კვეთის ჩატარება არ შეიძლება, რადგან ის საფრთხეს შეიცავს როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვის. მან შესაძლოა ჩვილის ინვალიდობა ან სიკვდილი გამოიწვიოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს მკაცრი კონტროლის დაწესებას ამ ტიპის ოპერაციაზე. ექიმები რეკომენდაციას უწევენ საკეისრო კვეთის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებას. 
ახალშობილზე საკეისრო კვეთის გავლენა არაერთი კვლევისა და შესწავლის საგანია. მაგალითად, კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ საკეისრო კვეთა 23 %-ით ზრდის აუტიზმის რისკს. ხოლო კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აჩვენეს, რომ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ჩვილებს იმუნური სისტმა მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 01-09-2016
mzua
საკეისრო კვეთა დამჭრდა,რადგან პლაცენტის აცლა იყო...ნამდვილად ვერ ვიტყვი ჩემს პაწიაზე,რომ არაა აქტიური,პიიიიიიირიქით...ერთი მხრიდან არ შეიდზლება დასკვნის გაკეთება...
თარიღი : 24-08-2016
სესილი
ორსულად ვარ,ოთხ თვეში პატარას გავაჩენ,ამ ეტაპამდე არანაირი გართულება არ მქონია,მე და ჩემი პატარაც თავს კარგად ვგრძნობთ,ერთადერთი ექიმა კვების კონტროლი და ვარჯიში დამინიშნა,ჩემი წონიდან გამომდინარე,საერთოდ ტანსრული ვარ და კიდევ მეტად რომ არ მოვიმატო,რაც ფიზიოლოგიურ მშობიარობაში შემიშლის ხელს.კი მეშინია,მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ რომ ყველაფერი რიგის მიხედვითაა და თანაც პირველი ქალი არ ვარ რომელმაც უნდა იმშობიაროს.გამიგია ფიზიოლოგიურად გაჩენილი ბავშვები უფრო აქტიურები და სტიმულირებულები არიან,რადგან დაბადების მომენტიდან თვით აქტიურები არიან.ყველას მეტ პოზიტივს და ჯანმრთელობას გისურვებთ.
თარიღი : 11-05-2016
ABC
ეს სტატიები მიმართულია იმ დედების დასაშინებლად, ვინც ჩვენების გარეშე გეგმავს საკეისროთი გაჩენას და იმ დედების მდგომარეობაში რატომ არ შედიხართ, ვისაც ჩვენების გამო უწევს საკეისრო და უწერთ, დაავადებების მეტი რისკი აქვს შენს შვილსო? ასეთ "სამედიცინო" სტატიებს კანონი უნდა აკონტროლებდეს! პ.ს. რამდენჯერ ფიზიოლოგიური მშობიარობისას ტოვებენ ინვალიდს ბავშვებს, რადმენი აკვდებათ, ამას არ თვლით? მოეშვით ორსულების დაშინებას. დედა თვითონ გრძნობს რა არის მისთვის და მისი შვილისთვის უკეთესი!!
თარიღი : 11-05-2016
ხატია ჯამარჯაშვილი
კი მაგრამ რა არის აქ გასაკრიტიკებელი ვერ ვხვდები, საკეისრო კვეთის დროს აუტიზმით დაავადების რისკი იზრდება 23%-ით და არა 100% დაავადებული იბადებაო.
თარიღი : 09-05-2016
mari
საკეისროთი ვიმშობიარე და ვფიქრობ ცემი შვილი საკმაოდ განვიტარებულია და იმუნური სისტემაც ძლიერი აქვს. ნურაფრის შეგეშინდებათ, სისულელეა.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მითი №1. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საუტგემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ენდომეტრიოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ქალების 10%-ს აღენიშნება) ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას. ენდომეტრიოზის სიმპტომებია:
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.

სპეციალისტთა რჩევით ორსულებმა უმჯობესია სოკო არ მიირთვან. მართალია, სოკოში უხვადაა ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნაერთები,

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სტრესი ორსულობის დადგომამდეც კი მომავალი ბავშვის სხეულის მასაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კლინიკა "მედინა" ბათუმში გარდაცვლილი ქალის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ განუცხადა,
17 ოქტომბერი 2016
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია. ფაფაში ცოტაა ცხიმი, ბევრია მინერალური ნივთიერება, უჯრედისი
05 სექტემბერი 2016
ნივთები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გახეხოთ

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.