ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის

ახალ პრეპარატს საფუძვლად უდევს ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალება - ფენტანილი, რომელიც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე პეტიდინი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირად გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მშობიარობის დროს. ნაზალური სპრეი გაცილებით ეფექტური და მოსახერხებელია, ვიდრე ინექციები, რადგან სამკურნალო პრეპარატები სპრეის სახით ბევრად სწრაფად იწყებს მოქმედებას.

ახალი პრეპარატი უკვე გამოსცადეს ავსტრალიის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტებზე. ქალთა 80 %-მა განაცხადა, რომ თანახმაა ერთხელ უკვე გამოცდილი საშუალება კიდევ გამოიყენოს, რადგან ეფექტურია. ახალი ანალგეზიური საშუალების შესაბამისი დოზა ქალს თავად შეუძლია გამოიყენოს (შეისხუროს) ექიმის ან ბებია ქალის მეთვალყურეობით. როგორც ქალბატონები აღნიშნავენ, სპრეის გამოყენების შემდეგ ისინი გაცილებით ნაკლებად გრძნობდნენ გულისრევას. გარდა ამისა, აღდგენაც გაცილებით სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა შეყვანილი პრეპარატების შემდეგ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ანალგეზიური საშუალება სულ მალე გახდება ეპიდურული ანესთეზიის ალტერნატივა და გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი ანესთეზიის ჩატარება შეუძლებელია. სპრეი არც ისე ძვირი ეღირება. მისი ფასი 50 დოლარს არ გადააჭარბებს.

თინათინ გოცაძე