რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა
ექიმის ინფორმაციით, ქალს, რომელიც საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა
კლინიკა "მედინა" ბათუმში გარდაცვლილი ქალის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ განუცხადა, მშობიარობის შემდგომი გართულებებით პაციენტი "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მისივე განმარტებით, მკურნალობიდან 5 დღის თავზე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ის პალატაში გადაიყვანეს.

"ქალმა დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. იქიდან გაეწერა სახლში, თუმცა სისხლდენის გამო ბათუმის სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ იყო ჰემორაგიული შოკი, მძიმე მდგომარეობა. გადმოიყვანეს ჩვენთან. 5 დღის განმავლობაში იყო უმძიმესი მდგომარეობა და ვმკურნალობდით რეანიმაციულ განყოფილებაში. შემდეგ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მდგომაროება დასტაბილურდა, რის შესაბამისადაც მოხდა მისი პალატაში მოთავსება", - განაცხადა ექიმმა.

ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტს 2012 წელს შიზოფრენია დაუდგინდა, რის გამოც ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა. "პაციენტი 2012 წელს ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა, ვინაიდან შიზოფრენია დაუდგინდა. დღეს სადილობის შემდეგ გადახტა ფანჯრიდან. თვითმხილველი არავინაა – შემთხვევამდე მასთან კლინიკის თანამშრომელი იმყოფებოდა. ყველაფერი რიგზე იყო და ეს შემთხვევა მოხდა ასე მოულოდნელად", - აღნიშნა ლადო ურუშაძემ.

30 წლის ქალი კლინიკის მეხუთე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მითი №1. ადამიანის ტვინის მხოლოდ 10% მუშაობს.
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საუტგემპტონის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ენდომეტრიოზი (ქრონიკული დაავადება, რომელიც ქალების 10%-ს აღენიშნება) ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას. ენდომეტრიოზის სიმპტომებია:
ნაყოფის წყალმანკი სერიოზული მდგომარეობაა, რომლის დროსაც ნაყოფის ორგანიზმის ორ ან მეტ ღრუში გროვდება სითხე, არცთუ იშვიათად ვითარდება მთელი სხეულის შეშუპება ანუ ანასარკა.

სპეციალისტთა რჩევით ორსულებმა უმჯობესია სოკო არ მიირთვან. მართალია, სოკოში უხვადაა ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები, ცილები და სხვა სასარგებლო ნაერთები,

რაციონში Е ვიტამინის ნაკლებობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. მეცნიერების აზრით, Е ვიტამინის ნაკლებობისას ვეღარ ხერხდება დეკოზაჰექსაენის მჟავას კონცენტრაციის შენარჩუნება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სტრესი ორსულობის დადგომამდეც კი მომავალი ბავშვის სხეულის მასაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ბათუმში, კლინიკა "მედინას" მე-5 სართულის ფანჯრიდან ქალი გადახტა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ის ადგილზე გარდაიცვალა.
17 ოქტომბერი 2016
მარცვლეულის ფაფა საუზმის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ვარიანტია. ფაფაში ცოტაა ცხიმი, ბევრია მინერალური ნივთიერება, უჯრედისი
05 სექტემბერი 2016
ნივთები, რომლებიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გახეხოთ

არსებობს მოსაზრება, რომ სახლის დალაგების დროს ზოგიერთი პროცედურა წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ფანჯრების მინებისა და ჩარჩოების გახეხვა წელიწადში ერთხელ სავსებით საკმარისია.

გვიან საკვების მიღების შემდეგ, წნევა არ ქვეითდება, რაც სახიფათოა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 700 ადამიანი მომატებული არტერიული წნევით.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.