მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველას დაუფინანსდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის თუ - ღარიბი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველას დაუფინანსდება - მდიდარია, საშუალო შემოსავლის თუ - ღარიბი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.

პირველი - მიზნობრივი ჯგუფებია, რომელშიც შედიან 0-5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები, პენსიონრები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები.

მეორე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000ლარზე მეტია. ასეთი საქართველოში 32 000 ადამიანია. შემდეგია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, მათი რაოდენობა 300 000-ია.

მეოთხე კატეგორიაა მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა. მათი რაოდენობა 102 000-ია. შემდეგი კატეგორიაა 6-18 წლამდე ასაკის პირები, სულ 503 000 ადამიანი. მეექვსე კატეგორიაა დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები და თვითდასაქმებულები.

”სახელმწიფო გააგრძელებს ზრუნვას მშობიარობის დაფინანებისას, მიუხედავად იმისა, რომელიმე ჯგუფის მოქალაქე დარჩება თუ გადავა კერძო დაზღვევაში. ასევე მეორე ძალიან სპეციფიური საკითხია ონკოლოგია. პირობითად მდიდრების ჯგუფში, თუკი ისინი კერძო პაკეტს აიღებენ, მათ რჩებათ სახელმწიფო პროგრამები და მშობიარობის დაფინანსება, მაგრამ არა ონკოლოგიის. საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები თუკი აირჩევენ გადასვლას, სახელმწიფო საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებში ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს ზრუნვას თუკი მათ ონკოლოგიის გამო დასჭირდათ ქიმიოთერაპია და დაბალი შემოსავლის მქონეებში გააგრძელებს ზრუნვას როგორც ქიმიოთერაპიას, ასევე ჰორმონოთერაპიას და სხივურ თერაპიას”, - განმარტა დავით სერგეენკომ.