კვერცხუჯრედის მიღება ლაბორატორიულ პირობებშიც იქნება შესაძლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვერცხუჯრედის მიღება ლაბორატორიულ პირობებშიც იქნება შესაძლებელი

დაეხმარა.

მეცნიერებმა შეძლეს ლაბორატორიაში კვერცხუჯრედის ზრდის ყველა სტადიის მართვა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება გაამდიდროს უნაყოფობასთან საბრძოლველი არსენალი. ახლა მეცნიერები ცდილობენ განსაზღვრონ, როგორ უნდა შეიცვალოს გარემოს პირობები, რათა კვერცხუჯრედი უკეთ გაიზარდოს. მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მეცნიერები მათი განაყოფიერების შესაძლებლობას განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა ადრეც შეძლეს ადამიანის სასქესო უჯრედების მიღება, რაშიც გამოიყენებოდა ღეროვანი უჯრედები, რომელთაც ნებისმიერი ტიპის უჯრედად შეუძლია გარდაქმნა. თუმცა, მიღებულ კვერცხუჯრედებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო. ისინი არ იყვნენ სრულფასოვნები და მხოლოდ ყოველი 33-ე უჯრედი ხდებოდა სრულფასოვანი ჩანასახი. სხვათა შორის, ბუნებრივ უჯრედებში ჩანასახად გარდაიქმნება სამიდან ორი უჯრედი.

პრობლემის გადაჭრა და სრულფასოვანი კვერცხუჯრედის გამოზრდა მოხერხდა არა ღეროვანი უჯრედების, არამედ მოუმწიფებელი გამეტების (იღებდნენ მოხალისე ქალის საკვერცხეებიდან) საშუალებით. სპეციალისტების თქმით, წარმატების მისაღწევად, აუცილებელია განისაზღვროს რომელი მოლეკულები და სიგნალები აიძულებენ სასქესო უჯრედებს გაყოფასა და განვითარების შემდგომ სტადიაზე გადასვლას და რომელი ნივთიერებები უნდა იყოს საკვებ გარემოში.

იმისათვის, რომ სასქესო ჰორმონებს გაევლო განვითარების ყველა სტადია და კვერცხუჯრედად ჩამოყალიბებულიყო, მეცნიერებმა გამოიყენეს მოლეკულების ოთხი სხვადასხვა ნაკრები. სრულად ეს გზა გაიარა უჯრედების მესამედმა, რასაც დაახლოებით 20 დღე დასჭირდა.

ლალი ჩხიკვაძე