საშვილოსნოს გადანერგვა - მითი თუ რეალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშვილოსნოს გადანერგვა - მითი თუ რეალობა

- როდის განხორციელდა პირველად საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია და მსოფლიოს რომელ ქვეყნებში ტარდება იგი დღეს?

- საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია პირველად საუდის არაბეთში ჩატარდა 2000 წელს. 26 წლის პაციენტს, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის გამო საშვილოსნო ექვსი წლის წინ ჰქონდა ამოკვეთილი, 46 წლის ქალის ორგანო გადაუნერგეს, მაგრამ ოპერაციიდან 100 დღის შემდეგ ტრანსპლანტატის სისხლძარღვებში მასიური თრომბოზის გამო აუცილებელი გახდა მისი ამოკვეთაც. თავისებური სისხლძარღვოვანი ქსელის გამო საშვილოსნოს გადანერგვა, სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, დიდხანს მიუწვდომელი გახლდათ. მოგეხსენებათ, საშვილოსნოს მსხვილი მკვებავი არტერიები არ გააჩნია - ის წვრილი სისხლძარღვებისა და კაპილარების რთული ქსელით არის გარემოცული, რასაც მისი ფუნქციური თავისებურება განაპირობებს. ამ სისხლძარღვებს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვთ: ორსულობის დროს ისინი სამჯერ მეტ სისხლს ატარებენ განვითარებადი ნაყოფის სათანადოდ უზრუნველსაყოფად. ყოველივე ეს ძალზე ართულებს ორგანოს გადანერგვას, უფრო ზუსტად, იწვევს სირთულეებს ოპერაციის შემდგომ ტრანსპლანტატის სისხლით მომარაგების კუთხით. რეალურად, პრობლემა სწორედ სისხლის მიმოქცევის სრულფასოვანი აღდგენაა. მრავალი წელია, სპეციალისტები ამაზე ინტენსიურად მუშაობენ. აშშ-ის წამყვანმა ექსპერტებმა, ცნობილმა ექიმებმა ლუის კეიტმა და გუისპი დელ პრიორიმ, საშვილოსნოს გადანერგვას თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიის უკანასკნელი ბასტიონიც კი უწოდეს. იმავე პრობლემაზე ლონდონში ინტენსიურად მუშაობს, საინტერესო ექსპერიმენტებსა და კვლევებს ატარებს გამოჩენილი ექიმი ქემერსმიტ რიჩარდ სმიტი. მისი მტკიცებით, გადანერგილი ორგანოს სისხლის მომარაგების აღდგენა მიღწეულია და ორ წელიწადში დიდ ბრიტანეთში შესაძლებელი იქნება საშვილოსნოს ტრანსპლანტაციის უპრობლემოდ დანერგვა. ბოცვრები, რომლებსაც მათ საშვილოსნო გადაუნერგეს, 10 თვის შემდეგ სრულიად სხვა მიზეზით დაიხოცნენ.

- გამოდის, რომ საშვილოსნოს გადანერგვა რეალურად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ტარდება, მხოლოდ ცდები და ექსპერიმენტები მიმდინარეობს...

- წარმატებით ამგვარი ოპერაცია ჯერჯერობით მხოლოდ შვედეთში განხორციელდა. შვედმა მეცნიერებმა საშვილოსნოს ტრანსპლანტაცია ცხვრებს ჩაუტარეს. რაც მთავარია, ოპერირებული ცხოველები დაორსულდნენ. ოპერაციების წარმატებული დასასრული იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ და ქალებში საშვილოსნოს გადანერგვას მართლაც დიდი პერსპექტივა აქვს. საყურადღებოა, რომ საშვილოსნოს გადანერგვა მიზნობრივი ოპერაციაა; ბავშვის გაჩენის შემდეგ ორგანოს მარტივი ოპერაციის საშუალებით ამოიღებენ რეციპიენტის ორგანიზმიდან. მოგეხსენებათ, იმუნური სისტემის მიერ ტრანსპლანტატის მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად ნაოპერაციები ადამიანი მუდმივად იღებს ძლიერმოქმედ პრეპარატებს - სხვადასხვა სახის იმუნოსუპრესორებს, რომლებიც ჯამში მეტად მავნებელია ორგანიზმისთვის. ბავშვის გაჩენის შემდეგ, როდესაც გადანერგილი საშვილოსნო თავის ფუნქციას შეასრულებს, მას ამოიღებენ, რათა ქალს აღარ დასჭირდეს ამ საშიში მედიკამენტების მიღება. 2012 წელს შვედეთში დაგეგმილია ინგლისელი პაციენტისთვის საშვილოსნოს გადანერგვა. დონორი ქალის დედა გახლავთ. რიგში კიდევ მრავალი ქალბატონია, მათ შორის - 32 წლის ქართველი ქალიც, რომელსაც საშვილოსნოს განუვითარებლობა აქვს.

- ამაში ალბათ თქ-ვენი ცენტრიც მონაწილეობს...

- ცენტრი ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოკვლევისა თუ მკურნალობის ჩატარებაში. ჩვენისთანა ცენტრებისა და კლინიკებისთვის ყოველწლიურად იმართება კონფერენციები, სადაც მსოფლიოს მოწინავე კლინიკების წარმომადგენლები გვაწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე, სად რა ოპერაცია ტარდება, რა სიახლე ინერგება, რომელი მეთოდიკა დაიხვეწა, რომელი კლინიკა რა მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს და ასე შემდეგ. კონფერენციაზე დამსწრენი ამ ინფორმაციას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეთა სამკურნალოდ იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია ოქტომბერში ჩიკაგოში გაიმართება. ამ კონფერენციაზე ჩვენ, ქართველებიც ვართ მიწვეული. ასე შევიტყვეთ თავის დროზე საშვილოსნოს ტრანსპლანტაციების სერიის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, ორ წელიწადში დაიწყება.  ამ სისტემაში ჩართვის თაობაზე მოთხოვნა უკვე გადავეცით. მართალია,  საბოლოო თანხმობა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ, ასე ვთქვათ, რიგი დავიკავეთ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ოცნება ჩვენს თანამემამულესაც აუხდება.