რუბრიკები
ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა
ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა

მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა ანუ ამენორეა პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. ამენორეა პირველადია, როდესაც 16 წლისთვის მენსტრუალური ციკლი არ არის დაწყებული. მეორეული ამენორეის შესახებ მაშინ საუბრობენ, როდესაც წყდება უკვე დაწყებული მენსტრუაცია ზედიზედ სამი ციკლის განმავლობაში ან არ აღინიშნება, საერთო ჯამში, 6 თვეზე მეტ ხანს. მენსტრუალურ ციკლზე სხვადასხვა შინაგანი ფაქტორი ახდენს გავლენას: ჰორმონული დონის გარდამავალი ცვლილება, სტრესი, დაავადებები... გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გარეგანი თუ საყოფაცხოვრებო ფაქტორების ზემოქმედებაც. ერთი ციკლის გამოტოვება ან შეცვლა სერიოზული პრობლემის მაუწყებელი იშვიათად არის და არც გამოკვლევის ჩვენებად მიიჩნევა, მაგრამ თუ მენსტრუაცია სამი-ექვსი თვით შეწყდა, ექიმთან მისვლა აუცილებელია.

რა შეიძლება იყოს ამენორეის მიზეზი?
ნორმალური მენსტრუალური ციკლის არსებობა საკვერცხის ჰორმონების დონის ცვლილებაზეა დამოკიდებული. საკვერცხეები, თავის მხრივ, თავის ტვინში არსებული ენდოკრინული ორგანოს, ჰიპოფიზის, მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე რეაგირებენ. ჰიპოფიზის რეგულატორი ჰიპოთალამუსია. ამ ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დარღვევა შეიძლება ამენორეის მიზეზად იქცეს. უცხოურ ლიტერატურაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ახალგაზრდა ქალებში ამენორეის მიზეზი ყველაზე ხშირად არადიაგნოსტირებული ორსულობაა. ორსულობისას ამენორეა ნორმალური, ფიზიოლოგიური მოვლენაა. სადღეისოდ ცნობილია, რომ ამენორეას სრულიად განსხვავებული მიზეზები აქვს. ჰიპოთალამუსის პრობლემები უკვე ვახსენეთ; გარდა ამისა, ჭარბმა ვარჯიშმა და ანორექსიამაც კი შეიძლება მენსტრუაციის შეწყვეტამდე მიგვიყვანოს.


პირველადი ამენორეა
პირველადი ამენორეა, ჩვეულებრივ, 16 წლამდე ასაკის გოგონების გენეტიკურ თუ ანატომიურ ანომალიებთან არის დაკავშირებული. რასაკვირველია, უნდა გამოირიცხოს ორსულობა. მრავალი გენეტიკური ანომალიისას, რომელსაც ამენორეა ახასიათებს, დარღვეულია შიგნითა სასქესო ორგანოების (საკვერცხის, საშვილოსნოს) განვითარება და ფუნქცია. პირველადი ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპოფიზისა თუ ჰიპოთალამუსის დაავადება, რაც დაკავშირებულია ამ ენდოკრინული ორგანოების მნიშვნელოვან მარეგულირებელ როლსა და საკვერცხეზე ზემოქმედებასთან. საკვერცხეების დისგენეზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც საკვერცხეებში ნაადრევად მცირდება ფოლიკულების რიცხვი - ამას საკვერცხეების ნაადრევ უკმარისობამდე მივყავართ. ეს მდგომარეობა პირველადი ამენორეის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. კიდევ ერთი გენეტიკური მიზეზია ტერნერის სინდრომი. ამ დროს გენომს აკლია ერთი X ქრომოსომა ან მისი ნაწილი. საკვერცხეებს შემაერთებელი ქსოვილი ჩაენაცვლება, შესაბამისად, ესტროგენების (საკვერცხის ჰორმონების) პროდუქციაც მინიმალურია, შედეგად კი ამენორეა ვითარდება. გარდა ამისა, ტერნერის სინდრომის დროს დარღვეულია გარეთა სასქესო ორგანოების მომწიფება, რომელსაც ესტროგენები ასტიმულირებს, და სათანადოდ არ არის გამოხატული სასქესო ნიშნები. პირველადი ამენორეის კიდევ ერთი მიზეზია ანდროგენებისადმი (მამაკაცის სასქესო ჰორმონებისადმი) უგრძნობლობა. ამ დროს ქალს აქვს ქრომოსომების მამაკაცური ნაკრები, მაგრამ ტესტოსტერონზე პასუხის არარსებობის გამო მამაკაცებისთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები არ უვითარდება. ამენორეას იწვევს თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომიც.


მეორეული ამენორეა
როცა ორსულობა გამორიცხულია, მეორეული ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს საკვერცხის, საშვილოსნოს, ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის დაავადება. ჰიპოთალამურ ამენორეაზე მაშინ საუბრობენ, როცა დარღვეულია ამ ორგანოს მიერ ჰორმონების პროდუქცია. ეს ჰორმონული დარღვევა ჰიპოფიზზე ახდენს გავლენას. სწორედ ჰიპოფიზმა უნდა გამოიმუშაოს საკვერცხეზე მოქმედი ჰორმონები.


ჰიპოთალამური ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • წონის მნიშვნელოვანი კარგვა;
  • ემოციური ან ფიზიკური სტრესი;
  • ძლიერი, ენერგიული ვარჯიში;
  • მძიმე დაავადება.

ყველა ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსის ფუნქციაზე. გარდა ამისა, მეორეული ამენორეის მიზეზებია:

  • ჰიპოფიზის სიმსივნე ან სხვა დაავადება, რომელსაც შეუძლია, პროლაქტინის მატება
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    გამოიწვიოს. პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელიც განაპირობებს რძის პროდუქციას;
  • ჰიპოთირეოიდიზმი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • ანდროგენების (მამაკაცური ჰორმონების) დონის მატება. მიზეზი შეიძლება იყოს აღნიშნული ჰორმონების მიღება ან მათი ჭარბი პროდუქცია ორგანიზმში;
  • საკვერცხეების უკმარისობა (ნაადრევი მენოპაუზა);
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
  • აშერმანის სინდრომი - ეს არის მაგალითი საშვილოსნოს დაავადებისა, რომელიც ამენორეას იწვევს. მისი მიზეზია საშვილოსნოსშიდა სინექიები (შეხორცებები), რაც უმეტესად ხშირი და/ან უხეში კიურეტაჟის (გამოფხეკის) შედეგია.


კონტრაცეფციის შემდგომი ამენორეა
დღეს ქალების დიდი ნაწილი ოჯახის დაგეგმვის მიზნით ჰორმონულ კონტრაცეფციას, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებს. მათი შეწყვეტიდან სამი თვის განმავლობაში მენსტრუალური ციკლი უნდა აღდგეს. წინათ მიაჩნდათ, რომ ჰორმონული კონტრაცეფცია ზრდიდა ამენორეის რისკს. დღეს ეს შეხედულება უარყოფილია. თუ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან 3 თვის განმავლობაში ციკლი არ აღდგა, უნდა მიმართოთ ექიმს მეორეული ამენორეის მიზეზის დასადგენად.




2016-40-08/10/16
pitna
გამარჯობათ გადამიცდა ციკლი და ერთ კვირაზე მეტია და ამასთან ერთად ქავილი მაქვს საშინელი და რა არ ვცადე მაგრამ არ მივლის და რისი ბრალია ან რა გამოვიყენო ხო ვერ მეტყვიტ მადლობთ ))
2016-52-07/16/16
nata dafna
გამარჯობა ვარ44 წლის ამ ბოლო დროს მაქვს ტავის ტკივილები ციკლი დზალიან ცოტა გულის ცქმეტები სჰეიდზლება ეგ ყველაფერი ციკლის სჰეწყვეტის მიზეზი იყოს?მადლობტ
2016-21-04/04/16
ნ ი
გამარჯობათ მაქვს ერთი კითხვა, vimshobiare xuti tvis win,tumca cikli jer ar momsvlia,var medziudzuri,sheidzleba Raime sashishroeba iyos? Tu es chveulebrivi movlenaa?
2016-39-02/25/16
გული
gamarjobat,makvs momatebuli prolaqtini da aseve TSH cotati,vgebulob ltiroqsins,iodbalanss,polis mjavas(20dge) da dostineqs (kvirashi 2jer).ciklidan meotxe dges vgebulobdi klostibegits.eqimma polikulis monitoringi daminishna,pirvelad ciklidan me 14 dges shevimowme da polikuli iyo 19mm.endomet.9mm.gavikete erti ampula polikulini,shemdeg ciklidan me 17 dges polikuli 20mm.da endometriumi 10mm.mitxres rtulad izrdebao,mainteresebs normalurad rodis chamoyalibdeba ? prolaqtinis dawvis shemdeg? da azri tu akvs axla monitoringis chatarebas?
2015-41-03/20/15
თაკო ჩჰაგელიშვილი
ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე ვერ ვპოულობ პასუხს ჩემი კითხვების ველში მოხლოდ კითხვა ჩანს და პასუხი არა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები