რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა
ამენორეა - მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა

ამენორეის სიმპტომები
პირველადი ამენორეის სიმპტომია მენსტრუაციის არარსებობა 16 წლისთვის. მეორეული ამენორეის სიმპტომებია არსებული ციკლის შეწყვეტა, სულ ცოტა, სამი თვის განმავლობაში ზედიზედ ან საერთო ჯამში, მინიმუმ, 6 თვის განმავლობაში. არსებობს სხვა სიმპტომებიც. ისინი სხვადასხვა ხასიათისაა და ამენორეის გამომწვევ დაავადებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, შესაძლოა თავი იჩინოს ჰორმონული დარღვევებისა და მამაკაცური ჰორმონების სიჭარბის ნიშნებმა - ციკლის რეგულარულობის დარღვევამ, ჭარბთმიანობამ, ხმის დაბოხებამ, გამონაყარმა - აკნემ. პროლაქტინის მომატებით გამოწვეული ამენორეა სარძევე ჯირკვლიდან გამონადენით ვლინდება.


როდის მივმართოთ ექიმს?
ამენორეის დროს ექიმთან ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამენორეა ციკლის რეგულარული დარღვევაა და არა ერთჯერადი. ერთჯერადად დარღვევა ხშირად ემოციასთან, ავადმყოფობასთან ან სტრესთან არის დაკავშირებული და არ მოითხოვს ექიმთან ვიზიტს, მით უფრო - ძვირად ღირებული გამოკვლევების ჩატარებას.


როგორ ტარდება დიაგნოსტიკა ამენორეის დროს?
ამენორეის დიაგნოსტიკისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია მენსტრუაციის დღიური. შეგიძლიათ, მენსტრუაციის დღეები პატარა კალენდარზე მონიშნოთ. ასეთი ჩანაწერის მეშვეობით ექიმი ადვილად მიხვდება, ჭეშმარიტად ამენორეასთან აქვს საქმე თუ უბრალოდ ციკლის რეგულარულობის დარღვევასთან. ამასთან ერთად ექიმი პაციენტს სრულყოფილად სინჯავს. ამგვარად მიღებული მონაცემების საფუძველზე იგეგმება შემდგომი კვლევები. სისხლის ჰორმონული გამოკვლევით ადგენენ საკვერცხის, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეს. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს პროლაქტინის, ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის, ესტროგენის, თირეოტროპული ჰორმონის,  დიჰიდროეპიანდროსტერონ სულფატის, ტესტოსტერონის გამოკვლევა. განსაზღვრულ შემთხვევებში პირველ რიგში ტარდება ტესტი ორსულობაზე. ზოგჯერ იგეგმება ექოსკოპიური კვლევა, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.


როგორ მკურნალობენ?
ამენორეის ორივე სახის მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მკურნალობის მიზანია ჰორმონული დისბალანსის სიმპტომების შემსუბუქება, მენსტრუაციის აღდგენა, ამენორეასთან დაკავშირებული გართულებების პროფილაქტიკა და/ან უნაყოფობის ლიკვიდაცია. სამწუხაროდ, ყველა ამ მიზნის მიღწევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. როცა ამენორეის მიზეზია გენეტიკური ან ანატომიური დარღვევა (ჩვეულებრივ, პირველადი ამენორეის დროს), შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა ანომალიების კორექციისთვის. ჰიპოთალამური ამენორეა,  რომელიც შესაძლოა წონის კარგვასთან, ჭარბ ვარჯიშთან, დაავადებებთან, ემოციურ დარღვევებთან იყოს დაკავშირებული, მიზეზის კორექციის შემდეგ უმეტესად აღმოიფხვრება. მაგალითად, წონის ნორმალური მაჩვენებლის მიღწევა ან ვარჯიშის ინტენსივობის შემცირება, თუ ამენორეის სხვა მიზეზები არ არსებობს, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ციკლის მოსაწესრიგებლად. ზოგჯერ საკმარისია კვების რეჟიმის შეცვლა, სრულფასოვანი კვების აღდგენა, ზედმეტად მკაცრ დიეტაზე უარის თქმა. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის დროს შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიონ ჰორმონული მკურნალობა, რაც შეამცირებს ესტროგენების შემცველობის დაქვეითებასთან დაკავშირებულ შემაწუხებელ სიმპტომებს და თავიდან აგვაცილებს ამავე მიზეზით გამოწვეულ გართულებებს, მაგალითად, ოსტეოპოროზს. ჰორმონული მკურნალობისთვის შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ესტროგენისა და პროგესტერონის შემცველი საშუალებები. ამ პრეპარატების ნაწილს პაციენტები იცნობენ როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. მეცნიერული გამოკვლევების შედეგების თანახმად, ასეთი მკურნალობა ასაკოვან ქალებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ერთგვარ რისკთან არის ასოცირებული, თუმცა ახალგაზრდა ქალებში, რომელთაც საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა აქვთ, ამ გზით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ძვლების დაზიანება. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს მკურნალობის მიზანია მამაკაცური ჰორმონების აქტივობის დაქვეითება. ჰიპერპროლაქტინემიით გამოწვეული ამენორეისას გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც პროლაქტინის დონეს ამცირებს. თუ ორსულობა იგეგმება, შეიძლება გონადოტროპული მედიკამენტების (საკვერცხეებში ფოლიკულის მომწიფების მასტიმულირებელი საშუალებების) გამოყენება.


ფიტოთერაპიის როლი
დღეს ბევრი ცალკეული მეწარმე თუ კომპანია გვთავაზობს ამენორეის სამკურნალო მცენარეულ საშუალებებს. მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, მათი ეფექტურობა სამეცნიერო კვლევებით არ არის დადასტურებული. ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ეს საშუალებები შემოწმებული არ არის, მათი ხარისხი უცნობია. ამიტომ ჯობს, მცენარეული საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე დავრწმუნდეთ პრეპარატის ხარისხიანობაში, მივიღოთ გარანტია, რომ მცენარე ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია მოპოვებული. აუცილებლად უნდა შევუთანხმოთ ასეთი მკურნალობა ექიმს და გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ ფიტოპრეპარატებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს და ვერ ცვლის სხვა ფარმაკოლოგიურ პრეპარატებს.


რა გართულება მოჰყვება ამენორეას?
ამენორეის უმნიშვნელოვანესი შედეგი უნაყოფობაა. ეს სერიოზული გართულებაა მათთვის, ვინც შვილის გაჩენას აპირებს. ესტროგენების დაბალი შემცველობა კი შესაძლოა ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის მიზეზად იქცეს. სხვა გართულებები ამენორეის გამომწვევ დაავადებებზეა დამოკიდებული.


შეიძლება თუ არა, თავიდან ავიცილოთ ამენორეა?
ამენორეა სიმპტომია და არა დაავადება. შესაბამისად, მისი პროფილაქტიკა გამომწვევი დაავადების პროფილაქტიკას გულისხმობს. გენეტიკურ ან თანდაყოლილ დაავადებებთან დაკავშირებული ამენორეის პროფილაქტიკა შეუძლებელია, მაგრამ ზედმეტ ვარჯიშსა თუ ტოპმოდელების აღნაგობის მიღწევის სურვილით განპირობებულ მკაცრ დიეტებთან დაკავშირებული ამენორეა ნამდვილად შეიძლება ავიცილოთ თავიდან. ამისთვის საკმარისია ნორმალური კვება, ფიზიკური დატვირთვა და დასვენება.

 

 



თარიღი : 09-04-2017
ბაბი
გამარჯობათ 15 წლის ვარ და მგონი უკვე 2 თვეა არ მომსვლია მენსტრუაცია,მუცლის ტკივილიც მაქვს ხოლმე. რისი ბრალი შეიძლება იყოს? საშიშია? რა შემიძლია გავაკეთო?
თარიღი : 27-03-2017
nino
გამარჯობათ ციკლი არ მომსვლია უკვე მესამე თვეა ადრეც მქონი მსგავსი გენეტიკურად მაქვს მაგრამ როგორც ასეთი ესე მასიურად არ ქონია დედაჩემს შეგიძლიათ ამიხსნათ რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული
თარიღი : 10-08-2016
pitna
გამარჯობათ გადამიცდა ციკლი და ერთ კვირაზე მეტია და ამასთან ერთად ქავილი მაქვს საშინელი და რა არ ვცადე მაგრამ არ მივლის და რისი ბრალია ან რა გამოვიყენო ხო ვერ მეტყვიტ მადლობთ ))
თარიღი : 16-07-2016
nata dafna
გამარჯობა ვარ44 წლის ამ ბოლო დროს მაქვს ტავის ტკივილები ციკლი დზალიან ცოტა გულის ცქმეტები სჰეიდზლება ეგ ყველაფერი ციკლის სჰეწყვეტის მიზეზი იყოს?მადლობტ
თარიღი : 04-04-2016
ნ ი
გამარჯობათ მაქვს ერთი კითხვა, vimshobiare xuti tvis win,tumca cikli jer ar momsvlia,var medziudzuri,sheidzleba Raime sashishroeba iyos? Tu es chveulebrivi movlenaa?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ქალის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე და საკვერცხის პოლიკისტოზი.
მაქს პლანკის ინსტიტუტის თანამშრომლები 32 წლის ქალს ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ყოველ 2-3 დღეში უკეთებდნენ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას.
საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო PINEO Luxury შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, სამშობიაროს დირექტორ ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნა.
რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
New England Journal of Medicine იუწყება, რომ ვაგინალურმა რგოლმა აფრიკის ოთხ ქვეყანაში წარმატებით გაიარა გამოცდა.
10 წლიდან მოყოლებული, გამონადენი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. მისი საშუალებით ხდება საშოს ნორმალური ფლორის შენარჩუნება.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.