სოკოვანი დაავადებით მკურნალობის შემდეგ ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოვანი დაავადებით მკურნალობის შემდეგ ყველაფერს დეზინფექცია ჩაუტარეთ

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალიები; სხვადასხვა დაავადება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლებსაც თან სდევს ჰორმონული ფონის ცვლილება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი; ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები; კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტებით და სხივური თერაპიით მკურნალობა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არასწორი გამოყენება; ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება; ხანგრძლივი სტრესი და არასწორი კვება.

მკურნალობის დროს და მის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ყველაფერს, რასაც კი შეიძლება შეეხოს სოკო: აბანოსა და საშხაპე ინვენტარს, პაციენტის პირად ნივთებს, ტანსაცმელს, თეთრეულს. ამ ყველაფრის დეზინფიცირება შეიძლება 15-20-წუთიანი დუღილით საპნისა და სოდის 2%-იან ნარევში, შემდეგ კი ცხელი უთოთი დაუთოება. აბაზანა უნდა დამუშავდეს შემდეგი ნარევით: თანაბარი რაოდენობით აიღეთ სარეცხი ფხვნილი და ქლორიანი კირი ან ქლორამინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე 5%-იანი ქლორამინის ხსნარი, 5%-იანი ქლორიანი კირი ან 3%-იანი ლიზოლი), მოუსვით მთელ აბაზანას, 30 წუთს გააჩერეთ და ჩარეცხეთ. ერიდეთ მოჭერილ ტანსაცმელს, ატარეთ ბამბის თეთრეული - ნეილონი და მოტმასნილი სამოსი აძნელებს ვენტილაციას და ქმნის ტენიან და ცხელ გარემოს, რაც ხელს უწყობს პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას. ნუ გამოიყენებთ პარფიუმერიულ საპონს, ინტიმურ აეროზოლებსა და დეზოდორებს. ნუ ჩაიტარებთ უმიზეზოდ საშოს გამორეცხვას, რადგან ამ დროს გამოირეცხება საშოს სასარგებლო ბაქტერიები. მკაცრად დაიცავით პირადი და სქესობრივი ჰიგიენა:ანოგენიტალური მიდამო უნდა იყოს სუფთა და მშრალი; მენსტრუაციის დროს ხშირად გამოიცვალეთ საფენები (დღე-ღამეში ექვს-რვაჯერ მაინც, ტამპონები - უფრო ხშირად); დეფეკაციის შემდეგ სწორად, წესის დაცვით (წინიდან უკან მიმართული მოძრაობით) გაიწმინდეთ. როგორ ვუმკურნალოთ სოკოვან დაავადებებს იხილეთ ვრცლად